ბიოგრაფია

დიგანგანა სურიავანში (მსახიობი) / Digangana Suryavanshi ბიოგრაფია

17.05.2017 ბოლივუდის მსახიობები 1218 0 1.0

Загрузка...

დაბადების სახელი:  დიგანგანა სურიავანში  / Digangana Suryavanshi            
დაბადების თარიღი: 15 ოქტომბერი, 1997 წელი
დაბადების ადგილი: მუმბაი
პროფესია: მსახიობი, მწერალი
კარიერა: 2002 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 164 სმ. (5' 4)

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ინდოელი მსახიობი დიგანგანა სურიავანში 1997 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა მუმბაიში. დედის -  სახელი უცნობია. მამა - ნეირაჯ სურიავანშია. გოგონა მსახიობობის გარდა, მწერლობითაცაა დაკავებული. მისი პირველი ესეებისა და მხატვრული ჩანახატების კრებული, სახელწოდებით "ტალღები", ინგლისურ ენაზე გამოიცა, რასაც თავისი ქვეყნის გარეთაც საკმაო წარმატება ხვდა წილად. ამის შემდეგ, პოპულარული გახდა რომანით  "ქალთევზა ნიქსი და სიყვარულის ძალა".

მსახიობი, ძირითადად ჰინდის სატელევიზიო ინდუსტრიაში მუშაობს. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა Star Plus - სტუდიაში გადარებული სატელევიზიო სერიალით "Ek Veer Ki Ardaas ... Veera" -  "მფარველი ანგელოზი", რომელიც 2013 - 2015 წლებში გადაიღეს  და ტელე-პროექტით "Bigg Boss 9" -"დიდი ბოსი 9".  

დიგანგარამ  განათლება მუმბაის წმინდა გორეგაონის სამეფო სკოლაში მიიღო. იგი მრავალმხრივ განვითარებული გოგონაა. უყვარს წერა, ხატვა და ესკიზებზე მუშაობა.

დიგანგარამ, ჯერ კიდევ სამეფო სკოლაში სწავლისას - მიზნად დაისახა, რომ წარმატებული მსახიობი გამხდარიყო. ასევე, დიდი სურვილი აქვს ტელე-პროექტების გამორჩეული ავტორი იყოს და აღიარებული რეპორტიორი გახდეს. თავის ლექსებსა და ესეებში გოგონამ, 21- ე ს-ის ახალგაზრდა ხელოვანი თაობის მისწრაფებები ჩამოაყალიბა და მათ, მომავალი ცხოვრების დაწყების ორიენტირად და ჭეშმარიტებად, სწორედაც, ხელოვნება შეთავაზა. 

მსახიობი 15 წლის გახლდათ, როცა თავისი ლირიკული კრებული "ტალღები" გამოსცა. ის თავის ნაწარმოებებს წერს: ინგლისურ, ჰინდისა და მარათჰის ენებზე. მაგრამ, უპირატესობას ინგლისურ ენას ანიჭებს. დღემდე, მას დაწერილი აქვს 150 სიმღერის ტექსტი.

 ამჟამად, გოგონა ტელევიზიების: Swastik Productions, Sony TV ერთობლივ პროექტში მუშაობს სატელევიზიო სერიალზე  «Porus» - "მეფე პორუსი". ამ პროექტში, მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი მსახიობები: რატი პანდეი, მოჰიტ აბროლი, პრანეტ ბჰატი და აკანკშა ჯუნჯა. დიგანგანა სერიალში ერთ-ერთ მთავარ, პრინცესას როლს შეასრულებს.

Zee Tv - თვის მიცემულ ინტერვიუში დასმულ შეკითხვაზე: "ხვდება თუ არა ვინმეს?" გოგონამ ღიმილით უპასუხა - "მე არც დაქორწინებული ვარ და დღემდე, არც არავის ვხვდები".

კითხვაზე: "უყვარს თუ არა, კინო?" - მან ასეთი პასუხი გასცა: "ფილმი ჩემთვის გართობაა და მე მისი ყურება დასასვენებლად მიყვარს".  რაც შეეხება კითხვას: "თუ როგორი ფილმების ყურება უყვარს მას?" - უპასუხა: "ფილმებთან დაკავშირებით ჩემი არჩევანი სხვადასხვაგვარია. ერტი მხრივ, მე მიყვარს ფანტაზიების ყურება, რომელიც წარმოსახვის სრულიად სხვა სამყაროს მანახებს. სხვა მხრივ, ასევე მომწონს რეალური სიუჟეტების ყურება, ისეთების, რასაც ემოციების გამოწვევბა შეუძლია და რასაც აზრი აქვს საფუძვლად".

 კითხვაზე: "მისი საყვარელი მსახიობი და კინო-გმირი"? - გოგონამ უპასუხა: "მე არ მაყავს განსაკუთრებულად გამორჩეული კინო-გმირი. უპირველესად, მე კონკრეტული მსახიობი და მის მიერ განსახიერებული კონკრეტული გმირი მომწონს. მაგალითად, მე შემიძლი ვთქვა, რომ მომწონს თავიანთი კონკრეტული გმირებით: ბაირანგი ბჰაიანი, ამირა კჰანა და რიტიკა. რაც შეეხება ქალ მსახიობებს - მე მიყვარს კაჯოლას გამოსვლები და კატრინ კაიფის შესრულებით რამდენიმე ფილმი".

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა:

2002 - Kya Haadsa Kya Haqeeqat    (კია ჰადასა კია ჰაკიკატი)    
2005 - Krisshna Arjun    (კრიშნა არჯუნი)    
2009 - Shakuntala    (შაკუნტალა)
2011 - Balika Vadhu (ბალიკა ვადჰუ)    
2012 - Qubool Hai    
2013 - 2015    Ek Veer Ki Ardaas...Veera (მფარველი ანგელოზი)        
2014 - Box Cricket League (კრივი კრიკეტის ლიგაში)    
2015 - Bigg Boss 9    Colors (დიდი ბოსის 9 ფერი)    
2016 - Box Cricket League 2    (კრივი კრიკეტის ლიგაში 2)

ბიოგრაფია, სურიავანში, Digangana, დიგანგანა, მსახიობი, Suryavanshi
სულ კომენტარი: 0
avatar