დამატება

კრატიკა სენგარ ვედანტი / Kratika Sengar Vedant

19.06.2016 - 11:30
ბიოგაფია: კრატიკა სენგარ ვედანტი / Kratika Sengar Vedant

დაბადების სახელი: კრატიკა სენგარ ვედანტი
დაბადების თარიღი: 1986 წელი 3 ვლისი
დაბადების ადგილი: კანპური, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: კრატიკა კანპურში დაიბადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგონა არც ერთ თავის ბრჭდვით ინტერვიუში არ ასახელებს თავისი დაბადების ზუსტ თარიღს. ამის გამო, მასზე დაწერილ ლიტერატურაში სხვადასხვა თარიღები გვხვდება: 1985, 1986, 1988, 1989 წლები. პირველი ორი ციფრი უფრო ხშირია და უფრო შეესატყვისება მისი ბიოგრაფიის სხვადასხვა ფაქტებს - კოლეჯის დამთავრებიდან, დაწყებული პირველი სერიალების გადაღებებით.

ასევე, არსებობს მისი გვარისა და სახელის ალტერნატიული მეტნაკლებად ცნობილი ფორმები: Kritika Sengar, Kritika Singhal, Krratika Sengar. რაც შეეხება მის სახელს - „კრატიკა“,რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: „შემოქმედი“, „ვარსკვლავით ნიშან დადებული“, „შემდგარი ვარსკვლავი.“

კრატიკა დელის «Amity University» - ში სწავლობდა და ძირითადი განათლება სარეკლამო სფეროში მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ, სტაჟირებას მუმბაის სარეკლამო სააგენტოში გადიოდა Hungama TV - თვის. მალე მან თავისი კოლეჯის მეგობრის რჩევით, რომელიც რეჟისორად მუშაობდა, მოკლემეტრაჟიან ფილმში შეასრულა როლი. ამის შემდეგ, 2007 წელს - მიწვევა მიიღო ტელესერიალში «Kasautii Zindagii Kay» გადაღებაზე.

2008 წელს მსახიობი გამოდის რეალითი-შოუში „ინდოეთის ვარსკვლავის ხმა“ «Amul Star Voice of India» და «Lux Kaun Jeetega Bollywood Ka Ticket».

ტელეინდუსტრიაში ფართო აღიარება მას მოუტანა ისტორიულ სერიალში „ჯჰანსუს დედოფალი“/«Jhansi Ki Rani», ინდოეთის ეროვნული გმირის, ლაკშმი-ბაის როლის შესრულებამ, რომელიც ბრიტანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ იბრძოდა. 2010 წელს, სპეციალურად ამ სერიალისთვის, მსახიობი კერძო გაკვეთილებს გადიოდა ცხენოსნობასა და ხმლით ორთაბრძოლაში.

2012 წელს კრატიკა სენგარი, ქალის მთავარ როლს ასრულებს ყველაზე რეიტინგულ ინდურ ტელესერიალში «Punar vivah», რომელიც Zee TV არხზე გადიოდა. ამ დროს, ის შევიდა ინდოეთის ტელევიზიის „ყველაზე საყვარელ საცოლეთა“ ათეულში.

კარტიკა კლასიკურ ინდურ ცეკვებსაც ცეკვავს, რაც კარგად აჩვენა ტელესერიალში «Pavitra Rishta».

მსახიობს უყვარს დროის სახლში გატარება და წიგნების კითხვა. პირველი, რასაც ის ხალხში ამჩნევს, ეს მათი საუბრის მანერაა. მისი ბავშვობის საყვარელი სათამაშოა ბარბის თოჯინა. სპორტის საყვარელი სახეობაა ცურვა. საშინელაბათა ფილმი, რომლის ნახვისას ის ყველაზე მეტად დაიძაბა და ლამის შოკში ჩავარდა იყო, 2005 წელს გადაღებული ფილმი „ემილი როუზის ექვსი დემონი“. ავტორთაგან, უპირატესობას ანიჭებს პაულო კოელოს წიგნებს.

 ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
2011 - Read My Silence - არსალას როლი.

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა:
2007 - Kyunki Saas Bhi Kabhi Bahu Thi - სანჩის როლი.
2007 - Kasautii Zindagii Kay - პრენას როლი. 
2008 - Kya Dill Mein Hai - ნაინას როლი.
2009 - Kis Desh Mein Hai Meraa Dil - სიმრანის როლი.
2010 - Aahat - ჩიტრას როლი.
2009 - 2011 - Jhansi Ki Rani - ლაკშმი-ბაის როლი.
2012 Punar Vivaah - არტი სინდჰიას როლი.
2012 - Pavitra Rishta - პერფორმანსის როლი.
2012 - Punar Vivah. 
2015 - ervice Wali Bahu.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.