ბიოგრაფია

მადჰურა ნაიკი / Madhura Naik

26.04.2016 ბოლივუდის მსახიობები 745 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: მადჰურა ჰემანთ ნაიკი

დაბადების თარიღი: 19 ივლისი, 1987 წელი

დაბადების ადგილი: ინდირა, მადჰია-პრადეში, ინდოეთი

პროფესია: კინოსა და ტელევიზიის მსახიობი, მოდელი

კარიერა: 2007 წლიდან

ზოდიაქო: კირჩხიბი

სიმაღლე: 171 სმ.

ბიოგრაფია: ინდური ტელევიზიისა და კინოს მსახიობი, ასევე მოდელი -მადჰურა ნაიკი, 1987 წლის 19 ივლისს დაიბადა ინდირაში, მადჰია-პრადეშის შტატში, ინდოეთში. მაყურებლისთვის ის განსაკუთრებით ცნობილია, ისეთი სატელევიზიო შოუებით, როგორიცაა: „სიყვარულის პირქუში ისტორია“, „რა ვუწოდო ამ სიყვარულს“ და „შენ, მხოლოდ შენ!“

მადჰურამ კარიერა სამოდელო ბიზნესიდან დაიწყო, რის წყალობითაც ის შელ ოსვალის მუსიკალურ ვიდეოში - „უმარ ბჰარი“ - გამოჩნდა. ამის შემდეგ, მსახიობის წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე, კაჰანი გარის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა. აქ წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, მადჰურა 4 წლის მანძილზე, „ბალაჯი ტელეფილმში“ მუშაობდა.

აღნიშნული კინოსტუდია, ძირითადად ტელეარხ 9X-ისთვის მომზადებული ტელეპროექტების გადაღებებით იყო დაკავებული. მადჰურამ აქ მუშაობის მანძილზე, სხვადასხვა სახასიათო როლები შეასრულა გახმაურებულ კომედიურ და მუსიკალურ პროექტებში. შემდეგ სტუდია Star One-მ მიიწვია სატელევიზიო პროექტში „სიყვარულის პირქუში ისტორია“.

მიღწეული წარმატებების შემდეგ, მადჰურა ნაიკი სტუდია Star Network -ის ექსკლუზივური სახე გახდა, სადაც წარმატება წარმატებაზე მოდიოდა. ის უკვე ინდური კინოს ცნობილი ვარსკვლავების გვერდით იდგა და მათგან განსაკუთრებით, ცოცხალი შესრულებით გამოირჩეოდა. ამ უნარის გამო, სტუდია Star Plus-მა მსახიობი გახმაურებულ და პოპულარულ კინოპროექტში - „რა ვუწოდო ამ სიყვარულს“ - მიიწვია. აქ კი - მადჰურა ნაიკი - შეუდარებელი იყო! ამ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ინდურ კინოკრიტიკაში დადებითი შეფასებები დაიწერა.

შემდეგ მსახიობი თანაწამყვანად მიიწვიეს UTV Bindass-ში შოუზე - „Superdude“ ადვოკატის როლში, რომელსაც ჯაპრეტი ჰქვია. გოგონამ ამ როლსაც ჩინებულად გაართვა თავი.

2007 წელს მსახიობი პაჯუ სისტერის როლით გამოჩნდა მხატვრულ ფილმში „კარგი ბიჭი, ცუდი ბიჭი“, ხოლო, 2010 წელს მსახიობი მხატვრულ ფილმში - „შეუსრულებელი პიარი“ - ალოჰა ფრიენდის როლზე მიიწვიეს.

რაც შეეხება სატელევიზიო პროექტებს, აქ გამოჩენა მადჰურამ, 2006 წლიდან დაიწყო, პროექტით „კაჰანი გარ გარ კი“, „Kahaani Ghar Ghar Kii“, სადაც ტანიასა და ნანდას როლი შეასრულა.

2013 წელს, მსახიობი სატელევიზიო პროექტზე - Tumhari Paakhi, (შენ, მხოლოდ შენ) ერთ-ერთ მთავარ, ტანია რანას როლში, მიიწვიეს. ეს სერიალი ამჟამად ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე გადის. მართალია, ამ პროექტში მადჰურა უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაყურებელთა სიმპთიას იმსახურებს.

როგორც ინდური კინოს კრიტიკოსები აღნიშნავენ, მსახიობი გარდასახვის დიდოსტატია და გმირის ნეგატიური ბუნების „შეპარულად“ გამოსახვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.

სატელევიზიო პროექტმა - „შენ მხოლოდ შენ“, ინდური ტელესერიალების მსოფლიო გულშემატკივრებში, მსახიობ შრადჰა ერიასთან ერთად, მადჰურა ნაიკსაც დიდი პოპულარობა მოუპოვა.

2016 წლისთვის მსახიობი მიიწვიეს მხატვრულ ფილმში - „კრიკეტის ლიგა“, სადაც ის კონტენსტანტის როლში გამოდის.

წელსვე გამოდის სატელევიზიო სერიალი „Naagin“, რომელშიც მადჰურა ნაიკი, იჩადჰარი მორნის როლს თამაშობს.

პ ი რ ა დ ი: თუ ყვითელი პრესის ჭორებს დავუჯერებთ, მადჰურა სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ კარაკ კუნდრასთან. მაგრამ ამჟამად, რომანული გატაცებები შეწყვეტილია და ქალბატონსაც თავი ორიდინალურად უჭირავს. თუმცა, ჯერჯერობით, გათხოვებას არ აპირებს. მსახიობი ძალიან კარგი ფიგურის პატრონია, რაც შუმჩნეველი არ რჩებათ მისი სქესის მოყვარულებს. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე - თუ როგორ ინარჩუნებს ის ასეთ კარგ ფორმას - მან უპასუხა: „ მე კვირაში ორჯერ საცურაოდ დავდივარ და ჯანსაღი საკვებს ვიღებ, რადგან გურმანი ვარ“.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2007 - Good Boy, Bad Boy

2010 - Pyaar Impossible

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2006 - Kahaani Ghar Ghar Kii

2007 - Kahe Naa Kahe

2007 - Amber Dhara

2008 - Sapna Babul Ka...

2008 - Sangam

2008 - Kis Desh Mein Hai Meraa Dil

2009 - Bhaskar Bharti

2009 - Kayamath

2010 - Dill Mill Gayye

2011 - Pyaar Kii Ye Ek Kahaani

2012 - Superdude

2012 - Hum Ne Li Hai... Shapath

2012 - Iss Pyaar Ko Kya Naam Doon?

2013 - Tumhari Paakhi

2013 - Ek Nanad Ki Khushiyon Ki Chaabi… Meri Bhabhi

2013 - Uttaran Nilofer

2014 - Comedy Classes

2014 - Fear Factor: Khatron Ke Khiladi

2014 - Tum Aise Hi Rehna

2016 - Box Cricket League

2016 - Naagin

ბიოგრაფია, მსახიობი, ნაიკი, მადჰურა, მადჰურა ნაიკი Madhura Naik მსახიობი, naik, Madhura
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...