დამატება

პრაჩი დესაი / Prachi Desai

16.06.2016 - 15:26
ბიოგაფია: პრაჩი დესაი / Prachi Desai

დაბადების სახელი: პრაჩი დესაი
დაბადების თარიღი: 1988 წლის 12 სექტემბერი
დაბადების ადგილი: სურატი, გუჯარატის შტატი, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2006 წლიდან 
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 159 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: პრაჩი 1988 წელს ქალაქ სურატში, გუჯარატის შტატში.დაიბადა. ის თავისი მშობლების ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. მამა, რომელსაც ბაირონი ჰქვია ინდოელია, დედა დურგა კი - ჰინდუსტანელია. დასაწყისში გოგონა სურატის წმინდა იოსების სახელობის ქალთა მონასტერში სწავლობდა მე-9 კლასამდე. შემდეგ პუნუში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად და სინგაჰადის კოლეჯში სწავლობდა. ის სწავლის დროს წარმატებული სტუდენტი იყო. მონაწილეობას ღებულობდა კონკურსებში და ყოველთვის პრიზებს იღებდა. წარმატებულად გამოდიოდა აგრეთვე საცეკვაო კონკურსებშიც.

2006 წელს მას თითქმის დამთავრებული ჰქონდა კოლეჯში სწავლა, როცა მისი სინჯები გაგზავნეს Balaji Telefilms-ში. მოსმენის შემდეგ, გოგონას როლი შესთავაზეს ტელესერიალში "Kasamh Se". მსახიობმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ორწლიანი მუშაობის შემდეგ, (564 სერია), შოუ დატოვა, რადგან ბოლივუდში იღებდნენ ფილმში "Рок / Rok On!!". ამის შემდეგ, მსახიობმა რამდენიმე ეპიზოდურ როლებშიც ითამაშა ტელევიზიაში. 2007 წელს მონაწილოება მიიღო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, გავიდა ფინალში და პირველი ადგილიც მოიგო.

პრაჩიმ, მსოფლიო კინოში გარღვევის დებიუტი, 2008 წელს შეასრულა ფილმში "Rock On". მისი თამაში ძალიან მოეწონათ პროდიუსერებს მაჰეშა და მუქეშა ბჰატებს და მათ მსახიობთან კონტრაქტი გააფორმეს ფილმში "Jashn" გადაღებებისთვის.

პრაჩი დესაი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოამზადოს საკუთარი თავი. როცა მას ფილმებში არ იღებენ, მსახიობი სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირების ხელიმოწერითაა დაკავებული. რეკლამას უკეთებს ტურიზმს გოაში, სარეცხ ფხვნილს "Active Wheel" სალმან კჰანომთან ერთად, ჰიგიენურ სალფეთქებს "Sofy" და ამერიკულ კოსმეტიკას "Neutrogena". Bollywood Hungama-ს სანდო წყაროები იტყობინებიან, რომ პრაჩი დესაი, წყლის გამწმენდი ფირმის "Pureit" სარეკლამო სახე გახდა.

2012 წლიდან პრაჩი "Taj Mahal Tea" სარეკლამო სახეა. პირადი ცხოვრებისთვის, როგორც თავად ამბობს დრო არ რჩება.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
Рок / Rock On!! - 2008. 
Life Partner - 2009. 
Once Upon a Time in Mumbaai - 2010. 
Teri Meri Kahaani - 2012. 
Bol Bachchan - 2012. 
I, Me Aur Main - 2013. 
Policegiri - 2013
1920 (Third Sequel) - 2014. 
Rock On!! 2 - 2014. 

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა: Kasamh Se - 2006 - 2009. 
Kasautii Zindagii Kay - 2006. 
Jhalak Dikhhla Jaa 2 - 2007. 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.