დამატება

სანაია ირანი / Sanaya Irani

22.04.2016 - 17:55
ბიოგაფია: სანაია ირანი / Sanaya Irani

დაბადების სახელი: სანაია ირანი / Sanaya Irani

დაბადების თარიღი: 1983 წლის 17 სექტემბერი

დაბადების ადგილი: მუმბაი, ინდოეთი

პროფესია: მოდელი, მსახიობი

ზოდიაქო: ქალწული

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სანაია ირანი მუმბაიში დაიბადა. განათლება უტში მიიღო. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მსახიობია. მისი ცნობადობა დღითიდღე იზრდება, რაც ტელეარხ „Star Plus“-ის რეიტინგულ სერიალში "Iss Pyaar Ko Kya Naam Doom?“ / „მოჯადოებილები", კჰუში კუმარი გუპტას როლის შესრულებითაა გამოწვეული. 2009 წელს სანაია მსახიობ მოჰიტ სეიგალს შეხვდა. მათი ურთიერთობები შოუში "Miley Jab Hum Tum" მონაწილეობისას მეგობრობით დაიწყო, რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. შეყვარებულებმა ქორწინება მოგვიანებით დაგეგმეს. თავისი კარიერა სანაია ირანმა მოდელობით დაიწყო. ამაში მას დედამ დაუჭირა მხარი. მას ყოველთვის სურდა, რომ მისი გოგონა მსახიობი ან მოდელი გამხდარიყო. სანაია ამ დროს კომერციულ ფაკულტეტზე სწავლობდა მაგისტრატურაში, მაგრამ აკადემიური შესვენება აიღო და დედამისის კურთხევით სარეკლამო სამყაროში ამოჰყო თავი. სამოდელო ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმაში მას მაშინ ფოტოგრაფი და ახლა მსახიობი - ბომან ირანი დაეხმარა. 4 წლის მანძილზე გოგონას რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში იღებდნენ. სანაიას ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზიაში დაიწყებდა მუშაობას. თუმცა, ის კარგად იცოდა, რომ თუ შესთავაზებდნენ ასეთ წინადადებას, მასზე უარს არასოდეს იტყოდა. 2006 წელს სანაიამ პატარა როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „ბრმა სიყვარული“. ხოლო 2008 წელს ტელევიზიაში მისი პირველი დებიუტი შედგა სერიალში "Left Right Left". 2011 წელს გამოჩნდა პატარა როლით მხატვრულ ფილმში „ლედი რიკი ბაჰლას წინააღმდეგ“.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2006 – „Fanaa“ – „ბრმა სიყვარული“.

2011 – „edies vs. Ricky Bahl“ – „„ლედი რიკი ბაჰლას წინააღმდეგ“.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2008 – „eft Right Left“, „Radhaa Ki Betiyaan Kuch Kar Dikhayerdi“.

2008- 2010 – „Miley Jab Hum Tum“.

2010 – „Zara Nache Dikha - Season 2“, „Methi Chhori NO. 1“.

2011 – 2012 – „Iss Pyaar Ko Kya Naam Doom?“ - „მოჯადოებილები".

13-2014 – „Rang Rasiya“, „ვნების ფერები“.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.