ბიოგრაფია

სანი ლეონე / Sunny Leone

04.12.2019 ბოლივუდის მსახიობები 103 0 3.0

Загрузка...

დაბადების სახელი: კარენჯიტ კაურ ვორა

დაბადების თარიღი:  13 მაისი, 1981 წელი

სიმაღლე: 163 სმ.

წონა: 50კგ.

ფიგურის ზომები: 86-61-86

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:

დაიბადა სარნიაში, კანადის პროვინციაში ონტარიოში, ინდოელი ემიგრანტი სინკჰების ოჯახში. მამამისი წარმომავლობით ტიბეტელი იყო. მართალია, გოგონა რელიგიური ტრადიციებით იზრდებოდა, მაგრამ მშობლებმა უსაფრთხოების მიზნით, ის საჯარო კათოლიკურ სკოლაში შეიყვანეს. სანი ძალიან აქტიური ბავშვი იყო. მთელი დღე ბიჭებთან თამაშობდა ჰოკეის. როგორც თავად იხსენებს, ამ სკოლაში 11 წლის ასაკში ისწავლა პირველი კოცნა, რასაც შემდეგ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლა. 

როდესაც 13 წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა: ჯერ მიჩიგანში, ქალაქ ფორტ გრატიოტში, ხოლო, ერთი წლის შემდეგ, კალიფორნიის ტბის ტყის მახლობლად, სადაც 16 წლის ასაკში  ვიღაც კალათბურთელმა ქალიშვილობას გამოათხოვა და მხურვალე სექსის ამყაროს აზიარა. 1999 წელს, მან დაამთავრა საშუალო სკოლა და  საექთნო კურსებზე ჩაირიცხა. 18 წლის ასაკში კი - საკუთარ თავში ბისექსუალიც აღმოაჩინა.   

2001 წელს მან თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, ღამის კლუბში პენტჰაუზის ფოტოგრაფი, ჯეი ალენი გაიცნო. 2001 წელს  ჟურნალში მისი ფოტოები გამოჩნდა და იგი თვის საუკეთესო გოგონად, ხოლო,.2003 წელს კი - წლის გოგონად დაასახელეს. 2003 წელს მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა პორნო-სტუდია Vivid Entertainment - თან შეთანხმებით, რომ მხოლოდ ლესბი-ფილმებში მიიღებდა მონაწილეობას. 2007 წელს კი - კონტრაქტი გადაავადა და ხელი ახალ შეთანხმებას მოაწერა, რის თანახმადაც,  პორნოფილმების გადაღებაში თავის საქმროსთან, მეთ ერიქსონთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას. 

მსახიობმა სულ 40 პორნოფილმში ითამაშა. 2012 წლიდან კი - პორნოსამყაროს გამოეთხოვა და ბოლივუდს მიაშურა. თავდაპირველად, მიწვევით იგი რამდენიმე მეორე ხარისხოვან როლში გადაიღეს , შემდეგ კი - მთავარი როლებიც შესთავაზეს. ბოლივუდში მსახიობმა ოცზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა...

 

 

სანი, Sunny, ლეონე, LEONE
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...