დამატება

შრადჰა კაპურ / Shraddha Kapoor

15.06.2016 - 09:12
ბიოგაფია: შრადჰა კაპურ / Shraddha Kapoor

დაბადების სახელი: შრადჰა კაპური
დაბადების თარიღი: 1983 წლის 3 მარტს
დაბადების ადგილი: მუმბაი, მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2010 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: შრადჰა კაპური 1989 წლის 3 მარტს დაიბადა ცნობილი ინდოელი მსახიობის შაკტი კაპურისა და მომღერლის შივანგი კაპურის ოჯახში. გოგონა ოჯახის რიგით მეორე შვილი იყო. მისი უფროსი ძმა სიდჰანტი, ადრე დიჯეი და რეჟისორის ასისტენტი გახლდათ. შემდეგ მან, ფილმებშიც დაიწყო გადაღება - 2013 წელს მისი დებიუტი შედგა ფილმში „სროლები ვადალაში“. შრადჰა, მუმბაიში - Jamnabai Narsee - ის კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი -ბოსტონის უნივერსიტეტში თეატრალურ განყოფილებაზე მოეწყო, მაგრამ პირველი კურსიდან თავი დაანება სწავლას, რათა სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა. შრადჰა კაპური არის ბოლივუდის ცნობილი მსახიობის, პადმინი კოლჰაპურეს ნათესავი.

მისი დებიუტი 2010 წელს შედგა ფილმში „ბანქოს სამი ბარათი“, სადაც თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა: ამიტაბჰ ბაჩანი, მადჰავანი და რაიმა სენი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კინო გაქირავებაში ჩავარდა, კაპური მაინც გავიდა ქალის როლის საუკეთესო დებიუტში Filmfare Award. ავტორიტეტული გამოცემის Itimes გამოკითხვის მიხედვით, გოგონამ მესამე ადგილი დაიკავა „წლის ყველაზე ცხელ დებიუტანტებს“ შორის. 2011 წელს გაქირვებაში გამოვიდა ფილმი „სიყვარულის დასასრული“, სადაც შრადჰა მთავარ როლს ასრულებდა. მაყურებლებს ფილმი არ მოეწონათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსახიობმა კრიტიკოსებისგან დიდი ქება დაიმსახურა მის მიერ შესრულებული როლის გამო. ის კი არა და - ამ ფილმში რეის როლის შესრულებისთვის, მან 2012 წელს - Stardust Awards-ის პრემია მიიღო, როგორც „საუკეთესო მსახიობმა.“

2013 წელს გაქირავებაში გამოდის მოჰიტა სურის რომანტიული მუსიკალური დრამა - „სიცოცხლე სიყვარულის სახელით 2“, სადაც მთავარ როლებში შრადჰა კაპური და ადიტ როი კაპური მოგვევლინა. სურათმა დიდი შემოსავალი 18 მილიონი შშშ-ის დოლარი მოიტანა. ეს მსახიობისთვის პირველი კომერციული წარმატება იყო. Filmfare Awards- მა ის ამ ფილმში „საუკეთესო მსახიობად“ აღიარა. იმავე წელს, მსახიობი მოწვეული ვარსკვლავის რანგში გვევლინება ფილმში „ლამაზო, შენ ჩემი სიყვარული ხარ!“ ამ ფილმში ის მთავარი გმირის, იმრან ხანის საცოლეს როლს ასრულებდა.

2014 წელს შრადჰა, სიდჰარტ მალჰოტრთან ერთად, მოჰიტ სურისთან განაგრძობს მუშაობას ფილმზე „ბოროტმოქმედი“. ამას გარდა, ფილმისთვის მსახიობმა სიმღერა «Galliyan» შეასრულა. ფილმმა დიდი შემოსავალი, 16 მილიონი ამერიკული დოლარი მოიტანა. 2014 წლის ივნისში შრადჰამ დაასრულა მუშაობა ფილმის შექსპირის „ჰამლეტი“ – „ჰაიდერი“ თანამედროვე ადაპტაციაზე, რომელშიც აგრეთვე შაჰიდ კაპური და ტაბუ თამაშობდნენ. იმავე წლის ზაფხულში, მსახიობმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში „ყველას შეუძლია ცეკვა“, სადაც მისი მეწყვილე იყო მსახიობი ვარუნ დჰავანი. კინოინდუსტრიაში მუშაობასთან ერთად, მსახიობი საქველმოქმდო საქმიანობის მხარდამჭერია და სცენურ შოუებში ღებულობს მონაწილეობას. 2011 წელს იგი მოდის კვირეულის პოდიუმზე გამოვიდა, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ინდური კოსმეტიკური კომპანია Lakme იყო. ასევე წარადგა იგი India International Jewellery Week-ის სამკაულების ჩვენებაზე. 2013 წლის ბოლოს, ინდოეთის FHM- ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში "100 ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში 2013", მსახიობი მე - 5 ადგილზე გავიდა.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 2010 - Teen Patti
2011 - Luv Ka The End
2013 - Aashiqui 2
2013 - Gori Tere Pyaar Mein (Guest appearance) 
2014 - Ek Villain (also Playback Singer for the song"Galliyan")
2014 - Haider 
2014 - Ungli
2015 - ABCD 2
2015 - Rock On 2 ! 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.