დამატება

სუჰაში გორადია დჰამი / Suhasi Goradia Dhami

18.06.2016 - 11:45
ბიოგაფია: სუჰაში გორადია დჰამი / Suhasi Goradia Dhami

დაბადების სახელი: სუჰაში გორადია დჰამი
დაბადების თარიღი: 1988 წლის 28 აპრილი
დაბადების ადგილი: მუმბაი, მაჰრაშტრას შტატი, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2006 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: კურო

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სუჰაში მუმბაიში გუჯარატების ოჯახში დაიბადა. ის არის გუჯარატის თეატრის მსახიობის ლატა გორადიას ქალიშვილი. 9 კლასამდე გოგონა ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში ცხოვრობდა. შემდეგ, ის მუმბაიში დაბრუნდა განათლების გასაგრძელებლად. სუჰაშმა ბჰარატანატიამის კლასიკური ცეკვა შისწავლადა ამ მიმართულებით ფიქრობდა კარიერის გაკეთებას. მალე წარმატებას მიაღწია და რამდენიმე საცეკვავო კონკურსი მოიგო.

მალე გოგონას შანსი მიეცა ტელეარხზე „Star Plus“, მონაწილეობა მიეღო სერიალში "Antariksha". ამის შემდეგ, გადაიღეს სერიალში "Aek Chabhi Hai Padoss Mein". გადაღების დამთავრებისთანავე, მიიწვიეს ორ სამხრეთ ინდურ ფილმში და ბევრ სარეკლამო რგოლებში ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა: "Tata Magic", "Raymonds", "Slice", "Yamaha", "Mopleez", "Ford TVC" და სხვა.

მის კარიერაში სწრაფი წინსვლა მოხდა 2009 – 2012 წწ-ში, როცა ტელეარხზე „Zee TV“ მიიწვიეს პოპულარულ ტელესერიალში „Yahan Main Ghar Ghar Kheli"- „მე აქ გავიზარდე“. შოუს დიდი წარმატება ჰქონდა და ასეთივე დიდი ცნობადობა მოუტანა მსახიობსაც.

ამჟამად, მსახიობი სონის როლს თამაშობს სერიალში "Aaj Ki Housewife Hai...Sab Jaanti Hai", რომელიც ტელეარხზე „Zee TV“ გადის და მონაწილეობს შოუში "Nach Baliye" თავის მეუღლე, ჯაიშილ დჰამისთან ერთად. წყვილი ფინალში ხვდება. სუჰაშმა გათხოვებამდე, 13 წლის ასაკში იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი ქმარი და ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას უყვარდა ის. გოგონას ქმარი ინჟინერია და ტელემსახიობ დრაშტი დჰამის ძმაა.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
Haage Summane – 2008. 
Vaade Kaavali – 2009. 
ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა: 
Shakti – 2006. 
Antariksh – 2006. 
Aek Chabhi Hai Padoss Mein - 2006 – 2008. 
Yahan Main Ghar Ghar Kheli - 2009 – 2012. 
Aaj Ki Housewife Hai...Sab Jaanti Hai - 2012 - .... 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.