დამატება

სურბჰი ჯიოტი / Surbhi Jyoti

22.04.2016 - 18:12
ბიოგაფია: სურბჰი ჯიოტი / Surbhi Jyoti

დაბადების სახელი: სურბჰი ჯიოტი

დაბადების თარიღი: 29 მაისი, 1988 წელი

დაბადების ადგილი: ჯალანდჰარი, პენჯაბი, ინდოეთი

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 2010 წლიდან

ზოდიაქო: ტყუპები

სიმაღლე: 167 სმ.

ბიოგრაფია: სურბჰის ერთი ძმა ჰყავს. დაწყებითი განათლება შივ ჯიოტის სახელმწიფო სკოლაში მიიღო. შემდეგ კი - ჰანს რაჯ მაჰილა მაჰას Vidyalaya-ს უმაღლეს სასწავლებელი დაამთავრა. როგორც სასწავლებლის სტუდენტი, გოგონა წარმატებულად მონაწილეობდა სხვადასხვა დებატებში და ჯილდოებსაც იღებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნების მაგისტრის წოდება მიიღო.

ამჟამად, მსახიობი დასავლეთ მუმბაის განაპირა ქალაქ მალადში ცხოვრობს.

გოგონამ კარიერა რეგიონულ თეატრსა და კინოში დაიწყო. ის მუშაობდა: Ik Kudi Punjab Di, Raula Pai Gaya და Munde Patiala De-ში. ასევე გადაიღეს პენჯაბურ ტელესერიალში - Kach Diyan Wanga.

2012 წლის ბოლოს სურბჰი ტელეპროექტში „თანხმობა“ მიიწვიეს, სადაც მან ზოი ფარუქის როლი შეასრულა. სახასიათო როლის წარმატებულად შესრულებისთვის ინდოეთის ტელევიზიის აკადემიის ჯილდო GR8! მიიღო. ის აღიარეს აგრეთვე წლის ქალად და ქალის როლის საუკეთესო დებიუტისთვის 2013 წელს - Zee Gold Awards-ი გასდასცეს.

მსახიობმა ასევე ორი ჯილდო მიიღო. 2014 წელს ტელეპროექტის „თანხმობა“ ხელახალი ვარიანტის გადატვირთვა მოხდა. აქ მან ორმაგი როლი (სანამი და შეჰერი) შეასრულა. იმავე წელს გოგონამ მე-16 ადგილი მოიპოვა დიდი ბრიტანეთის ყოველკვირეული გაზეთის „Eastern Eye“-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში.

2015 წელს მსახიობმა ისევ Zee Gold Awards-ის ჯილდო მიიღო. ეს პრემია მან დაომსახურა, როგორც „ეკრანის საუკეთესო მსახიობმა ქალმა“. იმავე წელს, სურბჰიმ შოუში „თანხმობა“ - მე-5 როლი (მაჰირა) შეასრულა. 2016 წლის იანვარში კი - ეს გრძელი პროექტი როგორც იქნა, დასრულდა!

პ ი რ ა დ ი: სურბჰი ჯიოტი თავისუფალია. დაქორწინებული, ამჟამად არ გახლავთ. ყვითელ პრესას კი - მის შესახებ საჭორაო მასალა არ მოეპოვება!

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2010 - Ik Kudi Punjab Di

2012 - Raula Pai Gaya

2012 - Munde Patiala De

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2010 - Akiyaan To Door Jayen Na

2011 - 2012 - Kach Diyan Wanga

2012 - 2016 - Qubool Hai

2014 - 2015 - Pyaar Tune Kya Kiya

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.