ბიოგრაფია

ტინა დუტა / Tina Dutta

19.07.2016 ბოლივუდის მსახიობები 1361 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: ტანიშა დუტა / Tanisha Dutta
დაბადების თარიღი: 1986 წლის 27 ნოემბერი
დაბადების ადგილი: კალკუტა, აღმოსავლეთ ბენგალი, ინდოეთი
პროფესია: კინოსა და ტელევიზიის მსახიობი
კარიერა: 2005 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 155 სმ

ბიოგრაფია: ტინა დუტა ბენგალის კინოსა და თეატრის მსახიობია. ის 1986 წლის 27 ნოემბერს დაიბადა კალკუტაში. გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. ქართველი მაყურებელი მას ძირითაფდად იცნობს სატელევიზიო სერიალიდან „Uttaran“ „ორი ბედი“, იჩას როლით. გოგონამ სამსახიობო მოღვაწეობა 5 წლის ასაკიდან, 1992 წლიდან დაიწყო. ის მეათე კლასში სწავლობდა, როდესაც ბენგალურ სატელევიზიო შოუში „Khela“ შეთავაზეს მონაწილეობა. იმავდროულად, მუმბაიში ახალ პროექტზე „Uttaran“ დაიწყო ქასთინგები და გოგონა იქაც მიიწვიეს მოსმენებზე. მოგვიანებით კი, ამ შოუში მთავარი როლი შეასრულა. ეს ხანგრძლივი შოუ 2015 წლის 16 იანვარს დასრულდა. მსახიობი 15 წლის ასაკში აიშვარ რაისთან ერთად გადაიღეს ბენგალურ მხატვრულ ფილმში „Choker Bali“. 

ტინა ბავშვობიდანვე სტიუარდესობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედის ირონიით მსახიობი გახდა. 2005 წელს ბოლივუდში მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში „Parineeta“, სადაც გოგონამ ახალგაზრდა ლალიტას როლი შეასრულა. (გაზრდილი ლალიტას როლის შესრულება კი - ვიდია ბალანმა განაგრძო). ფილმმა მრავალი კინოფესტივალი მოიარა და კრიტიკოსთა და მაყურებელთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამის შემდეგ, მსახიობი გადაიღეს სერიალებში: „Comedy Circus“, „Koi Aane Ko Hai и Aahat“, სატელევიზიო შოუებსა და ბენგალურ ენაზე გახმოვანებულ კინო-ფილმებში. 2008 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, ის ტელესერიალში „Uttaran“ (რომელსაც ქართული მაყურებელი იცნობს სათაურით „ორი ბედი“), მონაწილეობაზე დათანხმდა, ეს 6 წლიანი ხანგრძლივი პროექტი ტელეარხ Colors TV-ის მიერ იყო ორგანიზებული. „იჩას“ როლის შესრულებით მსახიობმა უპრეცენდენტო აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში მან განაცხადა: „ახლა მე ძალიან მენატრება ყველა ის ვარსკვლავი, ვინც ამ პროექტში თამაშობდა. „Uttaran -ი“ ჩემთვის დაუვიწყარი სატელევიზიო პროექტია“.

პ ი რ ა დ ი: ნაადრევად დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ტინა თავის ზედამხედველ პროდიუსერზე, კუმარ ჯაიშვალზე დაქორწინდაო, რომელიც სადებიუტო შოუში Koi Aane Ko Hai მონაწილეობამდე ორი წლით ადრე გაიცნო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ინტერვიუში დასმულ შეკითხვაზე მსახიობმა გულისტკივილით განაცხადა: „ეს ყველაზე სულელური ჭორია, რაც კი ჩემზე გამიგონიათ, რომ თითქოს მე გავთხოვდი. მე თავდაპირველად, შეძრწუნებული და გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ჭორების დაყრა სახელგანთქმული ადამიანების ბედისწერაა და კარგად გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამჟამად, მე ყოველგვარი ემოციის გარეშე, უბრალოდ უარვყოფ მათ. ჩემი ოჯახის წევრები უაღრესად შეშფოთებულები იყვნენ ამ ამბით იმიტომ, რომ მეკალკუტიდან ვარ, ჩემი მშობლები ძალიან იცავენ ტრადიციებს. ასე რომ, გარკვეული დროის მანძილზე რთული გზა გავიარე მაგრამ შემდეგ, ყველაფერი დალაგდა“.

ამჟამად ამბობენ, რომ მსახიობი ვინმე ბიზნესმენ პარეშ მეჰთის ხვდება. წყვილი 6 თვის მანძილზე ურთიერთობს და ისინი ერთად სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნახეს. იგი ტინას მეგობართა ბანდის წევრია, რომელთა შორის არიან ინდური კინოს ცნობილი სახეები: ალი მერჰანტი, ნანდიშ სანდუ, არჯუნ ბიჯლანი და სხვანი... და კარგია, რომ ამის შესახებ მსახიობის მშობლებმა სიმართლე იცის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ტინამ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:“ ბიჭთან, თუ სურათი გადავიღე, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხვდები? მსგავსი ფოტოები ათობით ადამიანთან მაქვს გადაღებული და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩემი საყვარელია? მაპატიეთ, ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და ეს არ ნიშნავს ყველაფერს. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ჭორები მხოლოდ აფუჭებს მეგობრულ ურთიერთობებს. მომოტევეთ, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს სიმართლეა“.

ტინას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მას წიგნების კითხვას უთმობს, რისკენაც ბავშვობიდანვე მიილტვოდა. შესვენებების დროს, ის ყოველთვის კალკუტაშია და მას ხშირად შეხვდებით წიგნების ბაზრობაზე. 2015 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: „ადამიანის ცხოვრებაში წიგნები განსაკუთ-რებულ როლს თამაშობენ. წიგნები სხვა სამყაროს გიხსნიან და ასევე შენს წარმოსახვას ამდიდრებენ. შესვენებებზე მე ყოველთვის კალკუტაში ვარ და ყოველი მომენტით ვტკბები. შესვენებისას ყოველდღიურად ვპოულობ დროს, რომ წიგნი წავიკითხო. მე ყოველთვის მივმართავ თხოვნით ჩემს კოლეგა-ვარსკვლავებს, რომ წაიკითხონ წიგნები. ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა წიგნი მაჩუქა და ერთი სული მქონდა, თუ როდის გამოვნახავდი დროს მის წასაკითხად. ყველას გირჩევთ - წაიკითხეთ წიგნი!“  

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2005 - Parineeta 
2003 - Choker Bali
Chirodini Tumi Je Amar

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2008 - 2015 – Uttaran – „ორი ბედი“
2011 - Sindhu Bhairavi
2014 - Vaalsalym as Meethi Akash Chatterjee

ჯ ი ლ დ ო ე ბ ი:
2010 - Apsara Awards - "საუკეთესო მსახიობი ქალი" - Uttaran 2010 - Kalakar Awards - "ახალი სახე" - Uttaran 2010 - 16th Lion Gold Awards - "სატელევიზიო ფილმების საუკეთესო მსახიობი" - Uttaran 2011 - Colors Golden Petal Awards - "საუკეთესო წყვილი (ნანდიშ სანდფისთან ერთად) - Uttaran 2011 - All India Achiever's Award - за выдающуюся игру - Uttaran

ბიოგრაფია, Dutta, მსახიობი, დუტა, Tina, ტინა
სულ კომენტარი: 0
avatar