ბიოგრაფია

ბელა ტორნი / Bella Thorne (მსახიობის ბიოგრაფია)

05.02.2017 ჰოლივუდის მსახიობები 1294 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: ანაბელა ეივერი ტორნი / Annabella Avery «Bella» Thorne 
დაბადების თარიღი: 8 ოქტომბერი, 1997 წელი 
დაბადების ადგილი: პომბრეკ-პაისი, ბროუარდი, ფლორიდას შტატი, აშშ 
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, მომღერალი 
კარიერა: 2003 წლიდან 
ზოდიაქო: სასწორი 
სიმაღლე: 173 სმ. 

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ბელა 1997 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა ფლორიდაში. იგი რეი და ტამარა ტორნების ოჯახის, უმცროსი შვილია. მას ორი უფროსი და: დანი და კაილი, აგრეთვე, ძმა - რემი ჰყავს, რომელიც ასევე, მსახიობია. ბელა 6 კვირის ჩვილი იყო, როდესაც «Parents Magazine» - ის გვედებზე მოხვდა. უნდა ითქვას, რომ აქედან დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. რამდენიმე წლის შემდეგ, გოგონა ფილმებსა და სერიალებში გადაიღეს. ტორნი პირველად ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა, უმნიშვნელო როლით ფილმში "Stuck on You", სადაც ჯესის როლი შეასრულა. შემდეგ ის, ტელესერიალ Entourage- ის ეპიზოდებში გადაიღეს.

2007 წელს, მას მოჰყვა მეორე სერიალი "The O.C" აქ მან მოზარდი ტეილორ ტაუზენდის როლი შეასრულა. მალე გამოჩნდა ტელესერიალ "Dirty Sexy Money" - ის მეორე სეზონში, მარგო დარლინგის როლით. ასევე მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა 2008 წელს სერიალში "October Road". 2010 წელს მან მთავარი როლი მიიღო ტელესერიალში - "Shake It Up!", სადაც სისი ჯონსი ითამაშა.

მსახიობს განსაკუთრებული ცნობადობა მოუტანა 2010 წელს სერიალში "Big Love" შესრულებულმა როლმა და ტელეარხის Disney გადაღებულმა პროექტმა "Shake It Up!" . იგი ასევე, ცნობადი გახდა ფილმებით: "Blended", "Alexander and the Terrible, Horrible, No Good, Very Bad Day", "The Duff" და "Perfect High".

როგორც მოდელი, გოგონა DLP - ის ტელერეკლამაში გამოჩნდა. ასევე მრავალ ბეჭდურ გამომცემლობაში: ბარბის, საბავშვო «ALDO K!DS» მარკების ფეხსაცმლის და ბრენდების: «JLO от Jennifer Lopez», "Lasenza Girl", Tommy Hilfiger, «Guess?» და "Target Corporation" - რეკლამებში. მისმა ხმამ გაიჟღერა კომპიუტერული თამაში "ჭიანჭველა ბალი".

ბელა, 2010 წელს ტელესერიალში "My Own Worst Enemy" შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა პრემიით "ახალგაზრდა მსახიობი".

2012 წელს გოგონა ტელეარხ "Disney" - ის მიერ გადაღებულ ფილმში "Frenemies" გამოჩნდა ავალონ გრინის როლით. 2014 წელს კი - კომედიაში "Blended", სადაც ჰილარი ფრიდმენის როლი ითამაშა. კრიტიკოსები მის მიერ განსახიერებულ როლებს დადებითად გამოეხმაურნენ.

2016 წელს ბელა ფილმში " Shovel Buddies" გამოჩნდა ერთ-ერთი მთავარი როლით

2014 წლის 16 მაისს, მისი სინგლის «Call it Whatever» პრემიერა შედგა, ხოლო, 29 მაისს ამ სიმღერის კლიპი გამოიცა. მოგვიანებით, ეს სიმღერა მის სადებიუტო ალბომში "Jersey" - მოხვდა.

პ ი რ ა დ ი: 2014-2016 წლებში ბელას სასიყვარულო რომანი ჰქონდა მსახიობ გრეგ სალკინთან. 2016 წლის 23 აგვისტოს მსახიობმა "Twitter" - ში გამოტყდა, რომ ბისექსუალია. ამჟამად, იგი ტაილერ პოზისთან განაგრძობს რომანტიულ შეხვედრებს.
ბავშვობაში ბელა დისლექსიით იყო გატანჯული, რის გამოც სკოლაში თანატოლების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს, აბუჩად აგდებასა და დევნას განიცდიდა. 

ბელა ტორნი დიდ მხარდაჭერასა უცხადებს და ეხმარება სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის გარეთ. ის კენიელი ბავშვის (Lydia Kanini Kiio) პირადი სპონსორია

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2003    Stuck on You    MC Sideline    
2007    Craw Lake    Julia    Short film
2007    Finishing the Game    Sue    
2007    Blind Ambition    Annabella    
2007    The Seer    Claire Sue (young)    
2009    Water Pills    Psych Out Girl    Short film
2009    Forget Me Not    Angela Smith (young)    
2010    My Day. My Life    Herself    Documentary[65]
2010    One Wish    The Messenger    
2010    Raspberry Magic    Sarah Patterson    
2012    Katy Perry: Part of Me    Herself    Documentary
2013    Underdogs    Laura (young)    Voice
2013    The Frog Kingdom    Princess Froglegs    Voice
2014    Blended    Hilary "Larry" Friedman    
2014    Mostly Ghostly: Have You Met My Ghoulfriend?    Cammy Cahill    
2014    Alexander and the Terrible, Horrible, No Good, Very Bad Day    Celia Rodriguez    
2014    The Snow Queen 2: The Snow King    Gerda    Voice[66]
2015    The Duff    Madison Morgan    
2015    Big Sky    Hazel    
2015    Alvin and the Chipmunks: The Road Chip    Ashley Grey    
2016    Shovel Buddies    Kate    
2016    Ratchet & Clank    Cora    Voice
2016    Boo! A Madea Halloween    Rain    
2017    Amityville: The Awakening    Belle Jones    Post-production
2017    Midnight Sun    Katie    Post-production
2017    Keep Watching    Jamie    
2017    The Babysitter    TBA    Post-production
2017    You Get Me    Grace    Post-production[67]
2017    The Death and Life of John F. Donovan    Jeanette    In production

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2006    Entourage    Kid    "I Wanna Be Sedated" (Season 3: episode 10)
2007    The O.C.    Young Taylor Townsend    "The Case of the Franks" (Season 4: episode 13)
2007–08    Dirty Sexy Money    Margaux Darling    Recurring role (Season 2)
2008    October Road    Angela Ferilli    "Stand Alone by Me" (Season 2: episode 11)
2008    My Own Worst Enemy    Ruthy Spivey    Main role
2009    Little Monk    Wendy    Main role
2009    In the Motherhood    Annie    "Practice What You Preach" (Season 2: episode 11)
2009    Mental    Emily    Pilot (Season 1: episode 1)
2010    Big Love    Tancy "Teenie" Henrickson    Main role (Season 4)
2010    Wizards of Waverly Place    Nancy Lukey    "Max's Secret Girlfriend" (Season 3: episode 19)
2010–13    Shake It Up    CeCe Jones    Lead role
2011    Good Luck Charlie    CeCe Jones    "Charlie Shakes It Up" (Season 2: episode 13)
2011    PrankStars    Herself    "Adventures in Dogsitting" (Season 1: episode 5)
2012    Frenemies    Avalon Greene    Television film
2014    Phineas and Ferb    Brigitte    Voice; "Night of the Living Pharmacists " (Season 4: episode 30)
2014    CSI: Crime Scene Investigation    Hannah Hunt    "The Book of Shadows" (Season 15: episode 4)
2014    Red Band Society    Delaney Shaw    "How Did We Get Here?" (Season 1: episode 9)
"What I Did For Love" (Season 1: episode 10)
2015    K.C. Undercover    Jolie    "Spy-Anoia Will Destroy Ya" (Season 1: episode 9)
2015    Perfect High    Amanda    Television film
2015    Scream    Nina Patterson    "Pilot" (Season 1: episode 1)
"Hello, Emma" (Season 1: episode 2)
"The Dance" (Season 1: episode 9)
2017    Famous in Love    Paige Townsen / August    Lead role

thorne, bella, ბიოგრაფია, ბელა, ტორნი, მსახიობის
სულ კომენტარი: 0
avatar