დამატება

დაკოტა ჯონსონი / Dakota Johnson

02.05.2016 - 09:36
ბიოგაფია: დაკოტა ჯონსონი / Dakota Johnson

დაბადების სახელი: დაკოტა მაი ჯონსონი

დაბადების თარიღი: 4 სექტემბერი 1989 წელი

დაბადების ადგილი: ოსტინი, ტეხასი, აშშ

პროფესია:  მსახიობი, მოდელი

კარიერა:  1999 წლიდან

ზოდიაქო: სასწორი

სიმაღლე: 173 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: დაკოტა მსახიობთა ოჯახში დაიბადა. მამამისი მსახიობი დონ ჯონსონია, დედა კი - პოპულარული მსახიობი - მელანი გრიფტი. დაკოტას ბებიაც მსახიობი იყო და ის ტიპი ჰედრენი გახლდათ. ბაბუა პიტერ გრიფტიც მეტნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო. გოგონა ნორვეგიულ, ინგლისურ, შვედური და გერმანული წარმომავლობისაა.

ჯერ კიდევ პატარა იყო დაკოტა, როცა მისი მშობლები გაიყარნენ. 1996 წელს დედა ხელახლა გათხოვდა. გოგონას მამინაცვალი ანტონიო ბანდერასი გადა. ოჯახში კიდევ მსახიობის ძმა ალექსანდრი და და სტელა იზრდებოდა.

დაკოტა «Aspen Community» - ის სკოლაში სწავლობდა. სკოლაში სწავლისას ის ცეკვებით იყო გატაცებული. მოზრდილობის ასაკში ის ჟურნალ «Teen Vogue» - ის მოწყობილ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. ამიტომ დაკოტამ გადაწყვიტა მომავალში მოდელი გამხდარიყო.

10 წლის იყო მსახიობი, როცა მან კინოში პირველი პატარა როლი შეასრულა მამინაცვლის ფილმში - „უუფლებო ქალი“.

17 წლის ასაკში დაკოტამ სამოდელო სააგენტო «IMG Models» - თან კონტრაქტი გააფორმა. 2009 წელს კი - ის მოდელის რანგში «MANGO» - ს ფირმასთან თანამშრომლობდა ჯინსების რეკლამირების მიმართულებით.

მომდევნო როლი მსახიობმა 2010 წელს დევიდ ფინჩერის ფილმში, „სოციალური ქსელი“, შეასრულა. აქ მან ამელია რიტერი ითამაშა. ამის შემდეგ, მოკლემეტრაჟიან ფილმში „ყველაფერი, რაც ბრწყინავს“ გამოჩნდა.

2011 წელს მსახიობი პარალელურად ორ ფილმზე მუშაობდა: მელოდრამაზე „საშინლად ლამაზი“ და კომედიაზე „თხები“. 2012 წელს მსახიობი ოთხ ფილმზე დაამტკიცეს.

2013 წელს დაკოტა მელოდრამაში - „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades of Grey) დაამტკიცეს, სადაც მან მთავარი როლი ითამაშა. ფილმი ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა.

2014 წელს დაკოტა ფილმში - „წითელი ხაზი“ გამოჩნდა ანიტას როლით. დღესდღეისობით მსახიობი 10-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, რაც მის კარგ მომავალზე მეტყველებს და ის უკვე კინომანთა აღიარებული მსახიობია.

დაკოტა არ უხერხულობს კამერების წინ გაშიშვლებაზე იმ მომენტშიც კი, როცა პიკანტური სცენებია გადასაღები. გოგონას მიაჩნია, რომ მას საერთოდ არა აქვს სირცხვილის შეგრძნება. მისთვის სახასიათო როლების შესრულებისას ვიზუალური მხარე კი არ არის მთავარი, არამედ გრძნობათა მაქსიმალურად გულწრფელი გამოსახვა.

მსახიობისთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა 2015 წელი. მან 8 ფილმში მოახერხა თამაში.

2016 წლის 12 მაისს მისი მონაწილეობით, სადაც დაკოტა მთავარ როლს ასრულებს, იტალიურ-ფრანგული კრიმინალური დრამა - „უფრო დიდი შხეფი“ (A Bigger Splash) გამოვა.

მსახიობი ჩასმულია აგრეთვე, 2017 წლის სამ პროექტსა და 2018 წლის ერთ პროექტებში, სადაც ის მთავარ როლებს შეასრულებს.

პ ი რ ა დ ი: 2007 წელს დაკოტამ ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების რეაბილიტაციის ერთთვიანი კურსი გაიარა. მსახიობს რომანული ურთიერთობა ჰქონდა გიტარისტ ნოა გერშთან.

2012 წელს დაკოტამ მსახიობ ჯორდი მასტერსონთან გააბა შეხვედრები. მალე მათ შორის კონფლიქტი ფილმში „გრეის ორმოცდაათი ელფერი“, დაკოტას მონაწილეობამ გამოიწვია. მასტერსონი აღშფოთდა ფილმში ასახული პიკანტური სცენებით. ამას გარდა, დაკოტა შეყვარებულის საიენტოლოგიური რელიგიის მოსაზრებებს არ იზიარებს, რამაც მათი ურთიერთობა საბოლოოდ დაამძიმა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

1999 - Crazy in Alabama

2010 - The Social Network

2011 - Beastly

2012 - For Ellen

2012 - Goats

2012 - 21 Jump Street

2012 - The Five-Year Engagement

2014 - Gay Dude

2014 - Need for Speed

2014 - Cymbeline

2015 - Fifty Shades of Grey

2015 - Chloe and Theo

2015 - Black Mass

2015 - A bigger splash

2016 - How to Be Single

2017 - Fifty Shades Darker

2018 - Fifty Shades Freed

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2013 - The Office

2012 - 2013 - Ben and Kate

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.