დამატება

ენ ჰეთეუეი / Anne Hathaway

22.08.2016 - 10:59
ბიოგაფია: ენ ჰეთეუეი / Anne Hathaway

დაბადების სახელი: ენ ჟაკლინ ჰეთეუეი
დაბადების თარიღი: 12 ნოემბერს 1982 წელს
დაბადების ადგილი: ბრუკლინში, ნიუ–იორკი, აშშ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1989 წლიდან
სიმაღლე: 173 სმ.
ზოდიაქო: მორიელი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ენ ჰეთეუეი დაიბადა 12 ნოემბერს 1982 წელს ბრუკლინში, ნიუ–იორკი. ჯერარდ ჰეტეუეი, ენის მამა, ადვოკატი იყო, დედა კი – ქეით მაკალეი – მსახიობი. ენის ბავშვობამ ნიუ–ჯერსის შტატში ჩაიარა – ის დიდი სიამოვნებით თამაშობდა თავის ორ ძმასთან ერთად: მათი თამაშები, რაც მართალია, ხშირად სრუდებოდა ჭრილობებით და მოტეხილობებით, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ სულიერი სიძიერე. საინტერესოა, რომ ბავშვობიდანვე ენის ცხოვრება ინგლისს უკავშორდებოდა, და საქმე მარტო იმაშია არაა, რომ მისი წინაპრები ინგლისელები და ირლანდიელები იყვნენ – განსაკუთრებულად ახლოა მისი კავშირი ინგლისურ ლიტერატურასთან. დავიწყოთ იქიდან, რომ ენ ჰეთევეი უილიამ შექსპირის ცოლის სახელია! დედის მაგალითით შთაგონებული და შესაძლებელია, თავისი ცნობილი სეხნიის, ენიმ ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა, რომ ხელოვნების ადამიანი გახდებოდა. გოგონა ძალიან დაინტერესებული იყო თეატრით. ის კარგად მღეროდა: ბუნებით დადგმული სოპრანო. ბუნებრივი მიზანსწრაფულობა, რომელიც სამსახიობო ნიჭთან იყო შერწყმული – ყველაფერი იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ თეატრალურს სცენას სიხარულით უნდა მიეღო ახალგაზრდა დებიუტანტი და ასეც მოახდა. ენი მიიღეს თეატრალურ ჯგუფში,სადაც მან წარმატებულად დაიწყო თავისი ბავშვური როლების შესრულება და კვლავ ინგლისურ ლიტერატურასთან შეხვედრა: ენი თამაშბს მუსიკალურ სპექტაკლში "ჯეინ ეირი'",რომელიც შარლოტა ბრონტეს ცნობილი წიგნის მიხედვით იყო დადგმული. 

მშობლებმა არ დართეს ენს ნება, თავი მთლიანად მიეძღვნა სამსახიობო კარიერისთვის და სწავლა დაევიწყებინა. ენს არ გაუწევია წინააღმდეგობა მშობლებისთვის და სკოლა დაამთავრა. მას სურდა კარიერის გაგრძელება ბროდვეიზე. თუმცა, თეატრალური პროდიუსერები ძალაინ მაღალ გოგონად თვლიდნენ იმისათვის, რომ ბავშვების როლები შეესრულებინა და ამავე დროს, მას მისი გარეგნობა არ აძლევდა საშუალებას უფროსების როლი ეთამაშა. ამ ფაქტმა ენს დიდად არ გაუცრუა გული – ის აგრძელებდა მონაწილეობას სკოლის სპექტაკლებში და მღეროდა. 1998 წელს სკოლის გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა კარნეგი ჰოლში.. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, მან სინჯები გაიარა ტელევიზიაში და ის დაამტკიცეს ერთ-ერთ როლზე ტელესერიალში «Get real». სერიალმა ეთერში დიდ ხანს არ იარსება, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა მოასწრო მაყურებლების სიყვარულის მოპოვება, მისმა თამაშმა კი - კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. 

ტელესერიალში მონაწილეობის დახმარებით, ენი კინემატოგრაფიის რეალობაში მოხვდა. მან მთავარი როლი მიიღო სურათში "The Princess Diaries". მისი გმირი, მორიდებული სკოლის მოსწავლე, მია თერმოპოლისია. ამ ფილმის გადასაღები მოედანი ახალგაზრდა მსახიობისთვის თავისებურ სკოლად იქცა: ჯული ენდრიუსთან – გამოცდილ მსახიობთან მუშაობამ, ბევრი რამ ასწავლა ახალბედას; სურათის რეჟისორი გარი მარშალი იყო – ცნობილი ფილმების: "ადამიანი ბორტს მიღმა", "ლამაზმანები" და "გაქცეული პატარძალი" ავტორი . მარშალმა თავის ინტერვიუში ილაპარაკა მსახიობის შესახებ: "ენის ტალანტს მრავალი მხარე გააჩნია – ეს ჯულია როერთსის, ოდრი ჰეპბერნის და ჯუდი გარლენდის შეხამებაა". 
როდესაც 2001 წელს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ენმა მოხიბლა არა მარტო ჯენოვიის მაცხოვრებლები, არამაედ მილიონობით მაყურებლები. 
ენიმ გადაწყვიტა განათლების გაგრძელება და "ვასარის"კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც სერიოზულად დაკავდა ინგლისური ლიტერატურის შესწავლით. 

2002 წელს მსახიობმა გაახმოვანა ანიმაციურ ფილმში "კატის დაბრუნება'", ერთ-ერთი როლი. თავის შემდეგ ფილმში,  იგი დაუბრუნდება კომედიურ ზღაპარს. "მოჯადოევებული ელას" სიუჟეტის მიხედვით, მისი გმირი, დამორჩილების უნარითაა დაჯილდოვებული და უსიტყვოდ ასრულებს ნებისმიერი ადამიანის ბრძანებას – ის მთელი ძალეით ებრძვის ამ ჯადოქრობას და ბოლოს და ბოლოს, უამრავი თავგადასავლების შემდეგ - ბედნიერებას იპოვის. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

2001 - The Princess Diaries
2001 - The Other Side of Heaven Jean Sabin
2002 - The Cat Returns
2002 - Nicholas Nickleby
2004 - Ella Enchanted
2004 - The Princess Diaries 2: Royal Engagement Mia Thermopolis
2005 - Hoodwinked!
2005 - Havoc
2005 - Brokeback Mountain
2006 - The Devil Wears Prada
2007 - Becoming Jane
2008 - Get Smart
2008 - Passengers
2008 - Rachel Getting Married
2009 - Bride Wars
2010 - Valentine's Day
2010 - Alice in Wonderland
2010 - Love & Other Drugs
2011 - Rio
2011 - One Day
2012 - The Dark Knight Rises
2012 - Les Misérables
2013 - Don Jon Emily Lombardo Cameo
2014 - Song One Franny
2014 - Rio 2
2014 - Don Peyote
2014 - Interstellar
2015 - The Intern
2016 - Alice Through the Looking Glass

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.