ბიოგრაფია

ეშლი ოლსენი / Ashley Olsen (ბიოგრაფია)

09.03.2018 ჰოლივუდის მსახიობები 190 0 0.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:  ეშლი ფულერ ოლსენი / Ashley Fuller Olsen

დაბადების თარიღი:  1986 წლის 13 ივნისი

დაბადების ადგილი:  ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი, აშშ

პროფესია:  მსახიობი, პროდიუსერი, მეწარმე, სამოსელის დიზაინერი

კარიერა:  1987 წლიდან

ზოდიაქო:  ტყუპები

სიმაღლე:  160 სმ.

ა:  ეშლი ოლსენმა, სამსახიობო კარიერა 9 თვის ასაკში დაიწყო, როცა 1987 წელს, ის და მისი ტყუპისცალი და მერი-კეიტი, ქასტინგზე სერიალისთვის, "სავსე სახლი", მიშელ ტანერის როლზე შეარჩიეს. გადაღებებით, რიგ-რიგობით ორივე და იყო დაკავებული, მაგრამ ტიტრებში მიუთითებდნენ, როგორც ერთ ადამიანს - მერი კეიტ ეშლი ოლსენს. სერიალის ბოლო სეზონამდე, მაყურებელს ეგონა, რომ ერთი ადამიანი ასრულებდა როლს. ბოლო სეზონში კი - ტიტრებზე ორთავე დას აღნიშნავდნენ.

ტყუპ დების მამა, იპოთეკის ბანკირი იყო, დედა კი - მენეჯერი. ტყუპების გარდა, მშობლებს კიდევ უფროსი შვილი ტრენტი და ნაბოლარა ელიზაბეტი ჰყავდათ აღსაზრდელი. როცა ტყუპი დაიკოები 9 წლისანი გახდნენ, მათი ოჯახი დაიშალა. მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, მაგრამ ტყუპებთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა და მხარდაჭერა ჰქონდა. ეშლის ძირითადად ბიზნესი იტაცებდა, მერი-კეიტს - კი შემოქმედობითობა. ეშლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ჯანმრთელობით, ტემპერამენტითა და საქმიანობით.

1993 წელს დებისთვის კომპანია Dualstar შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად, გოგონებს საკმაოდ წარმატებულ ფილმებში აყენებდა მთავარი როლების შემსრულებლებად. მოგვიანებით კი კომპანიამ - გოგონების გამოსახულებიანი სამოსელის, ჟურნალებისა და პლაკატების გამოშვება დაიწყო.

1995 წელს, სერიალის დასრულების შემდეგ, ესლიმ მერი-კეიტთან ერთად, წარმატებულად  განაგრძო გადაღებები ვიდეო-ფილმებში და დები პოპულარულები გახდნენ "თინეიჯერულ" ბაზარზე 2000 -იან წლების დასაწყისში. 2000-2005 წლებში კომპანია Mattel მათ თოჯინებს უშვებდა.

2004 წელს ეშლი მერისთან ერთად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მერიმ ერთ წელიწადში დატოვა. მანამდე კი - ისინი ჰოლივუდში Campbell Hall Episcopal Day School - ში სწავლობდნენ.

იმავე წელს, ეშლი დასთან ერთად, ერთობლივ ფილმში "ნიუ-იორკის გაელვება" ბოლოჯერ გადაიღეს.

7 წლის ასაკიდან ეშლი დასთან ერთად, ყველაზა ახალგაზრდა პროდიუსერი გახდა. დებმა პროექტი "ორმაგი ვარსკვლავები" შექმნეს და დაინტერესებულ ფანატებს თავისუფლად შეეძლოთ მათი ალბომების, ფილმებისა და ვიდეკლიპების ნახვა.

ეშლი უპირატესობას კომპანიის საკითხებს ანიჭებს, ვიდრე სამსახიობო ხელოვნებას. მას ძალიან უყვარს: ფეხბურთი, გოლფი, იოგა, ცეკვები, ბალეტი და ჰიპ-ჰოპი.

2006 წელს ეშლიმ გამომცემლობა  «National Enquirer»-ს უჩივლა და მისგან 40 მილიონი დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით, რადგან დების წარუმატებელი სურათები გამოაქვეყნეს ნახევრად დახუჭული თვალებითა და დასათაურებით "ეშლი ოლსენი ნარკოტიკულ სკანდალშია ჩართული". მსახიობი ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკი არასოდეს გაუსინჯავს და ყველაფერი ეს, მისი ავტორიტეტის შესალახად მოიგონეს.

პ ი რ ა დ ი:  2001 წელს მან კოლუმბიის უნივერსიტეტელი მეთ კეპლანი გაიცნო, რომელსაც სამი ჭლის სექსურთიერთობის შემდეგ დაშორდა. 2005 წელს გოგონამ ხანმოკლე ურთიერთობა გააბა მსახიობ  ჯარედ ლეტოსთან და 30 წლის კლუბის მეპატრონე სკოტ სარიტიანოსთან. 2007 წელს კი - ვნებამოძალებული მსახიობი, ველომრბოლელ ლენს არმსტრონგთან სცლიდა მოჭარბებულ ენერგიას.

2008 წელს მან ახალი პარტნიორი, მსახიობი ჯასტინ ბარტი გაიცნო და მასთან სექსმოღვაწეობა განაგრძო. ხმებიც კი დაირხა, რომ დაქორწინებას აპირებენო მაგრამ, მათი რომანი მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ეშლი ლაიმას ინფექციით იყო დაავადებული.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2009 - The Jerk Theory

2004 - New York Minute

2003 - The Challenge

2002 - When In Rome

2002 - Getting There

2001 - Holiday in the Sun

2001 - Winning London

2000 - Our Lips Are Sealed

1999 - Switching Goals, Passport to Paris

1998 - Billboard Dad

1995 - It Takes Two

1994 - How the West Was Fun, The Little Rascals

1993 - Double, Double Toil and Trouble

1992 - To Grandmother's House We Go

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1987 – 1995 - Full House

1992 – 1997 - Hangin' with Mr. Cooper

1995 – 2005 - The Wonderful World of Disney

1996 – 2007 - 7th Heaven

1998 – 1999 - Two of a Kind

 2001 – 2002 - So Little Time

Olsen, ოლსენი, დიზაინერი, ეშლი, Ashley, ბიოგრაფია, მსახიობი, პროდიუსერი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...