ბიოგრაფია

ჰალი ბერი / Halle Maria Berry

12.09.2016 ჰოლივუდის მსახიობები 919 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: ჰალი მარია ბერი
დაბადების თარიღი: 14 აგვისტო, 1966
დაბადების ადგილი: კლივლენდი, ოჰაიო, აშშ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1989 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 165 სმ.

ბიოგრაფია: ჰალი მარია ბერი (ინგლ. Halle Maria Berry; დ. 14 აგვისტო, 1966) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. მიღებული აქვს „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ ფილმისათვის „გაიცანით დოროტი დენდრიჯი“. 2001 წელს კი „ოსკარიოსკარი“, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის „მონსტრების მეჯლისი“. ბერი ერთადერთი აფრიკელ-ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ქალია. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი და კოსმეტიკის კომპანია Revlon-ის წარმომადგენელია. მსახიობის კარიერამდე, ბერიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სილამაზის კონკურსში. 1986 წელს მან მოიპოვა მის აშშ-ის საპატიო ტიტული. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1991 წელს ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“, ამას მოჰყვა როლი ფილმში „ფლინსტონები“ (1994), „ბულვორტი“ (1998), „იქს-ადამიანები“ (2000). ჰალიმ ასევე განასახიერა „ბონდის გოგო“ - ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). წარუმატებელი აღმოჩნდა ბერისთვის ფილმი „ქალი-კატა“ (2005), როდესაც Golden Raspberry Award-მა იგი ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად დაასახელა და პერსონალურად გადასცა ეს სამარცხვინო ჯილდო. კარიერის მანძილზე ჰალი ორჯერ გასცილდა მეუღლეს. პირველი მათგანი კალათბურთელი დევიდ ჯასტისი იყო, მომდევნო კი მუსიკოსი ერიკ ბენეტი. 2005 წლის ნოემბრიდან ბერიმ სასიყვარული რომანი გააბა ფრანგ-კანადელ მოდელ გაბრიელ ობრისთან. მათი პირველი ქალიშვილი - ნალა არიელა ობრი 2008 წლის 16 მარტს დაიბადა.

სერიალები:

1989 - Living Dolls    
1991 - Amen    
1991 - A Different World    
1991 - They Came from Outer Space    
1991 - Knots Landing    
1993 - Alex Haley's Queen     
1995 - Solomon & Sheba    
1998 - The Wedding    
1998 - Frasier    
1999 - Introducing Dorothy Dandridge    
2005 - Their Eyes Were Watching God    
2014–15 - Extant    

ფილმები:

1991 - Jungle Fever    
1992 - Boomerang    
1993 - Father Hood    
1994 - The Flintstones    
1995 - Losing Isaiah    
1996 - Executive Decision    
1997 - B*A*P*S    
1998 - Bulworth    
2000 - X-Men        
2001 - Swordfish        
2002 - Die Another Day    
2003 - X2: X-Men United    
2004Catwoman    
2005 - Robots    Cappy    
2006 - X-Men: The Last Stand    
2007 - Perfect Stranger        
2010 - Frankie and Alice    
2011    - New Year's Eve        
2012 - Dark Tide    
2013 - Movie 43        
2014 - X-Men: Days of Future Past    
2016 - Kidnap    
2017 - Kingsman: The Golden Circle    

maria, ბერი, Berry, Halle, ჰალი
სულ კომენტარი: 0
avatar