ბიოგრაფია

ჰილარი დაფი / Hilary Duff / ჰილარი დაფი (მსახიობი) ბიოგრაფია

27.04.2017 ჰოლივუდის მსახიობები 900 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ჰილარი ერჰარდ დაფი / (Hilary Erhard Duff)         
დაბადების თარიღი: 28 სექტემბერი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, მომღერალი, მოდელი, მეწარმე
კარიერა: 1993 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 157 სმ.

ბ  ი ო გ რ ა ფ ი ა: ჰილარი მეორე გოგონა იყო იმ დიასახლისის, რომელიც ოჯახის საქმიანობასთან ერთად, პროდუქტების მაღაზიის ქსელსაც მართავდა. გოგონას უფროსი და ჰეილია. ისიც მსახიობი და მომღერალია. დებმა ბავშვობაშივე ერთდოულად დაიწყეს სამსახიობო ხელოვნების დაუფლება. სცენაზე ჰილარი ექვსი წლის ასაკში გამოვიდა. მაშინ მან ბალეტ "მაკნატუნაში" შეასრულა როლი. დებში იმდენად დიდი იყო მსახიობობის სურვილი, რომ დედასთან ერთად, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. თუმცა, მამა ამ აზრის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო. ამიტომ ის, ტეხასში დარჩა. დაპირისპირება ოჯახთან იმდენად გართულდა, რომ ცოლქმარი განქორწინდა. 

რამდენიმე წლის მანძილზე, ჰილარი დაიკოსთან ერთად, დაუსრულებლად გადიოდა გასაუბრებებსა და ქასტინგებს. ბოლოს, როგორც იქნა, დებმა სარეკლამო რგოლებში მიიღეს როლები. თავდაპირველად, ჰილარი მასიურ სცენებში გამოჩნდა. შემდეგ კი - 11 წლის ასაკში, რეჟისორ შონ მაკნამარის მხატვრულ ფილმში "კასპერი 3: შეხვედრა" - მთავარი როლის შესრულება მიანდეს. ფილმში ჰილარი ახალგაზრდა ჯადოქრის როლს თამაშობდა.

ფილმს, განსაკუთრებული პოპულარობა არ ღირსებია და არც ახალგაზრდა მსახიობები მოხვედრია ვინმეს საურადღებოდ თვალში. მალე დაფი მეორე ფილმში გამოჩნდა, ეპიზოდურ როლში, მაგრამ აქ მისი ხსენებაც არ იყო, ტიტრზეც არ აღუბეჭდავთ. 1999 წელს გოგონა მიიწვიეს ფილმში "The Soul Collector". მსახიობმა ისე კარგად ითამაშა, რომ ის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის  «Young Artist Award» - ის პრემიით დააჯილდოვეს. 2000 წელი გოგონასთვის უნაყოფო აღმოჩნდა. იგი არავის არსად არ მიუწვევია. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ - ლილის როლს გამოჰკრა ხელი ფილმში - In Our Nature.

ჰილარი სრულიად გაოცებული დარჩა, როცა მას კომედიაში «Daddio», ეპიზოდური როლი მისცეს, ხოლო, საცდელი გადაღებების შემდეგ, გადაღებებიდან მოხსნეს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გოგონა, სერიოზულად დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ მსახიობობას შეეშვას. მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში, ნათესავები დაეხმარნენ. მათ უთხრეს მას, რომ ხელი აეღო ამ განზრახვაზე... და სწორადაც მოიქცნენ. მოგვიანებით, 2002 წელს  გოგონა კომედიური ფილმის "კადეტი კელი" ქასთინგებზე გამოცხადდა და მას მთავარი როლი მისცეს. 13 წლის იყო ჰილარი, როდესაც საოჯახო ჟანრის კომედიურ სერიალში "ლიზი მაკგუაერი", მთავარი როლი შესთავაზეს, ხოლო, 2003 წელს იგივე სახელწოდების მხატვრულ ფილმში ითამაშა. სერიალი ეკრანებზე 2001-2003 წლებში გადიოდა. მსახიობმა ორივე სეზონის 65 ეპიზოდში ითამაშა და მოზარდების არნახული გამოხმაურება ჰპოვა. იგი თინეიჯერთა უსაყვარლესი მსახიობი გახდა.

2003 წლიდან, იკადრეს და მსახიობს უფრო სერიოზული როლები შეთავაზეს. ჰილარი ამ დროისთვის, 16 წლის გახლდათ. უფრო მეტიც, მსახიობმა ამ პერიოდისთვის, ორი საქმიანობის კეთებას მიჰყო ხელი: პანტომიმასა და სიმღერას... და ეს ორი პროფესია, სულაც არ უშლიდა ხელს ერთმანეთს. შემდეგ, ის ჯაშუშურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში - "აგენტი კოდი ბენკსი" და საოჯახო ფილმში - "ბითუმად და იაფად" გამოჩნდა. ამის შემდეგ კი - მან ტელევარსკვლავობიდან - გზა კონოვარსკვლავობისკენ გაიკაფა.

2005 წელს, კარიერაში გოგონას გარკვეული ბიძგი მისცა მარკ როსმანის კომედიურმა მელოდრამამ - "იდეალური მამაკაცი". 
2006 წელს, მომდევნო ნამუშევარში, ჰილარი გამოჩნდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ, როგორც მომღერალი. "რეალურ გოგონებში" მან მადონას ცნობილი ჰიტი «Material Girl» შეასრულა. "რეალურ გოგონებში" ჰილარი თავის და ჰეილისთან ერთად თამაშობს.

გარკვეული შესვენების შემდეგ, ჰილარი სერიალებში "აჩრდილებთან მოსაუბრე" და "მხოლოდ სიმშვიდე" იხილეს. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის 2009 წელი. ის გადაიღეს აშშ-ს სერიალების ისტორიაში ყველაზე მრავალ სეზონიან (19) პროექტში "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი". იმავე წელს მსახიობმა დამაჯერებლად ითამაშა კომედიურ დრამაში - "სათადარიგო მინა". ამას, თან მოჰყვა ბევრი წარმატებული სურათი. 2010 წელს ჰილარი მელოდრამულ ფილმში "ღამის პროვინცია" - გადაიღეს. ასევე გადაიღეს სურათებში: "დიდებული განათლება" და  ბონისა და კლაიდის ამბავი."

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰილარი წარმატებულად უთავსებდა მსახიობობას მემღერლობას. ყველაფერი კი - 2003 წელს დაიწყო "ლიზი მაკგუაერით", როცა გოგონამ ფილმისთვის სიმღერა დაწერა. მან იმავე წელსვე გამოსცა თავისი პირველი ალბომი, რომელიც საშობაო სიმღერების კრებულს წარმოადგენდა და მას ერქვა «Santa Clause Lane». ალბომში იყო დუიეტი მილანი და რომეოსთან ერთად და თავის და ჰეილისთან ერთად. ამის შემდეგ, მსახიობმა რამდენიმე კიდევ სიმღერა გამოსცა. 2003 წელს მან ჩაწერა სოლო ალბომი «Metamorphosis», რომელიც აშშ- ჩარტებში ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდა და ერთ-ერთი წარმატებულის სტატუსიც მოიპოვა. ამის შემდეგ, ის მაშინვე გაემგზავრა გასტროლებზე. კონცერტის ბილეთები უსწრაფესად იყიდებოდა. ამ წელს, ასეთი წარმატება და აღიარება არც კრისტინა აგილერას ჰქონდა და არც ბრიტნი სპირსს.

ჰილარის ახალი ფირფიტა, რომლის სახელწოდებაც იყო «Most Wanted» -  2005 წელს გამოჩნდა. აქ მხოლოდ ორი ახალი სიმღერა იყო, დანარჩენები - მსახიობის საყვარელი სიმღერები და რემიქსები. ორი წლის შემდეგ,  კიდევ ერთი ალბომი გამოიცა სახელწოდებით - «Dignity». კრიტიკოსები ფირფიტას კეთილგანწყობით შეხვდნენ.

პ ი რ ა დ ი: რაც შეეხება მსახიობისა და მომღერლის პირად ცხოვრებას, ვერ ვიტყვი რომ კარგად მიდიოდა. თავად ჰილარიც ამბობდა ამას სხვადასხვა ინტერვიუში. შემდეგში, სიტუაცია თითქოს, დალაგდა კიდეც... მაგრამ, მომღერალ არონ კარტერს, გოგონა უკვე ყელსი ჰყავდა ამოსული და მასთან არც სექსი და არანაირი ურთიერთობა არ სურდა. ამიტმ, ერთმანეთს დაშორდნენ. ჰეილი არ დაბნეულა და მაშინვე სექს-რომანი გააბა ჯოელ მედენთან, რომელიც ჯგუფ «Good Charlotte» - ის მომღერალი იყო. მაგრამ, რატომღაც - ეს ურთიერთობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. დაფნი ამ პერიოდს ყველაზე მძიმედ იგონებს. მეორე ასეთი მძიმე ისტორია მას თაყვანისმცემელ მაქსიმ მაიაკოვსკისთან ჰქონდა. მასთან დაკავშირებით, ჰილარის სასამართლოშიც კი მოუწია ყურყუტმა. ბიჭს სურდა გოგონას დაუფლება და უარის თქმის შემდეგ, მას მოკვლით დაემუქრა. ამისთვის, ხელმოცარულმა რომეომ 117 დღე ციხეში გაატარა და 5 წლით პირობითი სასჯელი აირტყა.

2010 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა აშშ-ს ჰოკეისტთა პროფესიონალური ლიგის მოთამაშეს - მაიკ კომრის, რომელსაც 2016 წლის თებერვალში დაშორდა. ყოფილ ცოლ-ქმარს, საერთო შვილი ჰყავს - ლუკა მაიკ კომრი. განშორების შემდეგ, კომპენსაციის სახით ქალმა, ქმარყოფილს 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა.

დაფი ასევე საცალო ინდუსტრიაშიც მუშაობს. მას სამოსელის საკუთარი, საკმაოდ წარმატებული ინდუსტრია Stuff by Hilary Duff  და ორი - ექსკლუზიური სუნამოს ელიზაბეტ არდენისა და შეზღუდული მოდის კოლექცია Femme for DKNY Jeans აქვს. ის ასევე, დაკავებულია ლიტერატურით მწერალ ელის ალენთან ერთად. 2010 წელს  დაფმა დაწერა რომანი "ეპიქსირი", რომელიც ბეტსელერ წიგნების ნუსხაში მოხვდა გაზეთ The New York Times გამოკითხვით. ის ასევე, მუშაობს თზულებების Devoted (2011) და True (2013) გაგრძელებებზე. დაფი თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, მათ შორის Blessings in a Backpack და Think Before You Speak Campaign - თან.

ვაჟა ჩომახიძე.
 

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
1998    Casper Meets Wendy    Wendy    
2002    Human Nature    Young Lila Jute    
2003    Agent Cody Banks    Natalie Connors    
2003    The Lizzie McGuire Movie    Lizzie McGuire/Isabella Parigi    Main Role/Dual Role
2003    Cheaper by the Dozen    Lorraine Baker    
2004    A Cinderella Story    Sam Montgomery    
2004    Raise Your Voice    Terri Fletcher    
2004    In Search of Santa    Crystal    Voice
2005    The Perfect Man    Holly Hamilton    
2005    Cheaper by the Dozen 2    Lorraine Baker    
2006    Material Girls    Tanzie Marchetta    Also producer
2008    War, Inc.    Yonica Babyyeah    
2009    Stay Cool    Shasta O'Neil    
2009    What Goes Up    Lucy Diamond    
2009    According to Greta    Greta    Also executive producer
2011    Bloodworth    Raven Halfacre    
2012    She Wants Me    Kim Powers    
2012    Foodfight!    Sunshine Goodness[201]    Voice
2013    Wings    Windy    Voice
2014    Wings: Sky Force Heroes    Windy    Voice
2016    Flock of Dudes    Amanda L. Benson

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1997    True Women    Uncredited[202]    
1999    The Soul Collector    Ellie    Television film
2000    Chicago Hope    Jessie Seldon[202]    "Cold Hearts" (Season 6, Episode 17)
2001–04    Lizzie McGuire    Lizzie McGuire    Lead role
2001–05    Express Yourself    Herself    Interstitial series
2002    Cadet Kelly    Kelly Collins    Television film
2003
2005    George Lopez    Stephanie / Kenzie[202]    "Team Leader" (Season 2, Episode 22)
"George's Grand Slam" (Season 4, Episode 19)
2003    American Dreams    The Shangri-Las member[202]    "Change a Comin" (Season 2, Episode 8)
2004    Frasier    Britney[202]    Voice; "Frasier-Lite" (Season 11, Episode 12)
2005    Joan of Arcadia    Dylan Samuels    "The Rise & Fall of Joan Girard" (Season 2, Episode 14)
2005    Dear Santa    Herself    Television special
2006    Rebelde    Herself    Episode dated June 2, 2006
2007    The Andy Milonakis Show    Herself    "Andy Moves To L.A." (Season 3, Episode 1)
2007    Hilary Duff: This Is Now    Herself    Television documentary
2009    Ghost Whisperer    Morgan Jeffries    "Thrilled to Death" (Season 4, Episode 19)
2009    Law & Order: Special Victims Unit    Ashlee Walker    "Selfish" (Season 10, Episode 19)
2009    Gossip Girl    Olivia Burke    Recurring role (Season 3)
2010    Beauty & the Briefcase    Lane Daniels    Television film; also producer
2010    Community    Meghan    "Aerodynamics of Gender" (Season 2, Episode 7)
2012    Project Runway    Herself / Guest Judge    "It's Fashion Baby" (Season 10, Episode 11)
2013    Raising Hope    Rachel[203]    "The Old Girl" (Season 3, Episode 20)
2013    Two and a Half Men    Stacey    "Cows, Prepare to Be Tipped" (Season 10, Episode 23)
2013    Dora the Explorer    Jessica the Ice Witch    Voice; "Dora's Ice Skating Spectacular" (Season 8, Episode 10)
2014    Real Girl's Kitchen[204]    Herself    3 episodes
2015–present    Younger    Kelsey Peters    Main role
2016–2017    The Talk    Herself    Co-hostess

ჰილარი დაფი / Hilary Duff / ჰილარი
სულ კომენტარი: 0
avatar