ბიოგრაფია

კეიტ ბოსვორტი / Kate Bosworth

28.11.2016 ჰოლივუდის მსახიობები 887 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: კეტრინ ენ ბოსვორტი
დაბადების თარიღი: 2 იანვარი, 1983 წელი
დაბადების ადგილი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი, ფოტომოდელი, პროდიუსერი
კარიერა: 1996 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 165 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფი ა: კეიტი ერთადერთი ბავშვი იყო, Talbots - ის მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჰელ ბოსვორტის და დიასახლის პატრისია პოტერისა. გოგონა დაბადებით სექტორული ჰეტეროქრომია: მარცხენა თვალი ცისფერი აქვს, მარჯვენა კი - ნახევრად ყავისფერი. 

ბავშვობაში გოგონა ცხენოსნობით იყო გატაცებული და ოცნებობდა პროფესიონალი მხედარი გამხდარიყო. 14 წლის ასაკში, ის საცხენოსნო სპორტის სახეობაში ჩემპიონი გახდა.მსახიობმა Cohasset-ის უმაღლეს სკოლაში ფრანგული ენა შეისწავლა. აქვე გამოდიოდა ლაკროსის საფეხბურთო გუნდში. 

სამსახიობო კარიერა გოგონამ 1998 წელს დაიწყო. მისი კინოდებიუტი შედგა მხატვრულ ფილმში „The Horse Whisperer“, სადაც მან ჯუდითის როლი ითამაშა. ფილმისთვის ეძებდნენ მსახიობს, რომელსაც ცხენზე ჯდომა და ჯირითი შეეძლო და ბუნებრივია, კეიტი ამ როლისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ფილმი კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

2000 წელს კეიტი პრინსტონის უნივერსიტეტში მიიღეს, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი გაცდენების გამო, რაც გადაღებებით იყო გამოწვეული, გამორიცხეს.იმავე წელს, მსახიობი გადაიღეს ბელა ბანკის როლში სატელევიზიო დრამაში „Young Americans“. სერიალის გადაღება გაუგებარი მიზეზებიღ შეწყდა. იმავე წელსვე, კეიტი მცირე როლით გამოჩნდა ფილმში „Remember the Titans“. 

2001 წელს მსახიობი იმ მიზნით, რომ უფრო იოლად შეძლებდა უკეთესი ფილმების ქასთინგებზე მოხვედრას, ლოს-ანჯელესში გადავიდა.

კინო სამყაროში ხმაურიანი შეჭრა კეიტ ბოსვორტმა 2002 წელს შესძლო, ფილმით „Blue Crush“. გადაღებების დროს, რამდენიმე თვის მანძილზე, მსახიობი სერფინგში დღეში 7 საათს ვარჯიშობდა. ფილმმა დადებითი შეფასება მოიპოვა და კინო გაქორავებაში 40 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავალი მოიტანა. ამის შემდეგ, მსახიობი წარმატებით ასრულებს სხვადასხვა ფილმებში, როგორც მთავარ როლებს, ისე - სახასიათოს.

2008 წლის იანვარში მსახიობი ბრენდ Calvin Klein Inc - ის სახე გახდა. 

2010 წელს გოგონამ სტილისტ შერი ქოულთერთან მეგობრობა გააბა და მათ ერთობლი-ვად საიუველირო ქსელი JewelMint შექმნეს. კეიტი აქ დიზაინერიც იყო.

2011 წლიდან 2014 წლებში ის სულ 10 ფილმში გადაიღეს, ხოლო, მარტო 2015 წელს, 6 ფილმში. ესენია: „Before I Wake, Amnesiac,Bus 657, Life on the Line, 90 Minutes in Heaven,We Shot Ourselves“. 

პ ი რ ა დ ი: მსახიობი საქველმოქმედო ორგანიზაციის Appalachia Service Project წევრია. 
2002 წლის იანვრის ბოლოდან, კეიტი ორლანდ ბლუმის საყვარელი იყო, შემდეგ კი - 2006 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის სექტემბრიდან, ტემპერამენ-ტიანმა გოგონამ, სასიყვარულო რომანი გააბა ბრიტანელ მოდელსა და მუსიკოსთან ჯეიმს რუსოსთან, რომელიც მარკ ჯეიკობსის წვეულებაზე გაიცნო. გოგონას ვნებებით დაკმაყოფილებულმა რუსომ, მის საპატივცემულოდ სიმღერა «To Make You Mine» დაწერა. რუსოსთან რომანის პერიოდში, კეიტი მსახიობ ალექსანდრ სკარსგორდომთანაც ასწრებდა განავარდებას.

2011 წლის ივლისიდან, სასიყვარულო რომანებში კარგად გაწაფული მსახიობი, რეჟისორ მაიკლ პოლიშემთან ურთიერთობდა. 2012 წელს წყვილმა ნიშნობა გამოაცხადა, ხოლო, 2013 წლის 31 აგვისტოს იქორწინა კიდეც. ქორწილი როკ კრიკის რანჩოზე შედგა ფილიპსბურგში, მონტანას შტატში. 

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
1998 - The Horse Whisperer 
2000 - Remember the Titans
2002 - The Rules of Attraction 
2003 - Advantage Hart 
2003 - Wonderland 
2004 - Beyond the Sea
2004 - Win a Date with 
2005 - Bee Season 
2006 - Superman Returns
2007 - The Girl In The Park
2008 - "21"
2010 - The Warrior’s Way
2010 - Lost Girls and Love Hotels
2011 - Straw Dogs
2011 - Life Happens
2013 - Movie 43
2013 - Homefront
2014 - Still Alice
2015 - Before I Wake 
2015 - Amnesiac
2015 - Bus 657
2015 - Life on the Line
2015 - 90 Minutes in Heaven
2015 - We Shot Ourselves

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2000 - Young Americans

Bosworth, Kate, კეიტ, ბოსვორტი
სულ კომენტარი: 0
avatar