დამატება

კეიტი ქესიდი / Katie Cassidy ბიოგრაფია

14.05.2016 - 15:15
ბიოგაფია: კეიტი ქესიდი / Katie Cassidy ბიოგრაფია

დაბადების სახელი: კეიტი ქესიდი / Katie Cassidy

დაბადების თარიღი: 25 ნოემბერი 1986

დაბადების ადგილი: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ

პროფესია: მსახიობი

ზოდიაქო: მშვილდოსანი

ბიოგრაფია: ამერიკელი კინო მსახიობი, მომღერალი და ფოტო-მოდელი, კეიტი ქესიდი, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში დაიბადა. მისი მშობლები: - 70-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი - დევიდ ქესიდი და ყოფილი მოდელი - შერი ბენედონი, 70-80-იან წლებში ერთმანეთს მრავალჯერ გაეყარნენ და კვლავ შეერთდნენ. ამიტომ, გოგონა მათი პირველი შეუღლებიდან 15 წლის შემდეგ დაიბადა.

მამის მხრიდან, მისი ბებია და ბაბუა იყვნენ: მსახიობი ჯეკ ქესიდი და ეველენ უორდი. ქეთი კასაბლანკაში გაიზარდა, კალიფორნიის შტატში, სადაც დედასთან და მამინაცვალ, სასწრაფო დახმარების ექიმ, რიჩარდ ბენოდონომთან ერთად. მსახიობს თავის ნამდვილ მამასთან - დევიდ ქესიდთან, ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ქეთის ორი უფროსი და ჰყავს: ჯენა და ჯეიმე. იგი ბავშვობაში აკრობატიკით იყო დაკავებული,რაც შემდეგ იმაში გამოადგა, რომ კალიფორნია ფლაიერსის მხარდამჭერი გუნდის წევრი გახდა.

2005 წელს მან საშუალო სკოლა დაამთავრა, სადაც ასევე მხარდამჭერთა გუნდის წევრი იყო. კეიტი თანდათან შოუ-ბიზნესით დაინტერესდა. ცნობილია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფ დრიმ სტრიტის ორ წევრთან: როკერ გრეგ რაპოსოსთან (2002-2003) და პოპ-ვარსკვლავ ჯესი მაკარტნისთან (2004-2007). 2003 წელს თრექი «We`re In Love» მაკარტნიმ გოგონას მიუძღვნა და როგორც ხმები დადის, ალბომიც «Right Where You Want Me» მასზეა დაწერილი. როგორც მაკარტნიმ განაცხადა, მეგაჰიტი Bleeding Love კეიტს მიუძღვნა.

ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლისას, ქესიდი სამოყვარულო თეატრში თამაშობდა. მოგვიანებით, 2004 წელს, ის იყო ისეთი ბრენდის მოდელი, როგორიცაა «Abercrombie and Fitch», კერძოდ კი მისი Rock и Republiс, რამაც გოგონას გზა გაუხსნა სამსახიობო კარიერისკენ. ქეთის, დედა, სანამ სკოლას არ დაამთავრებდა, შოუ-ბიზნესით დაკავებას უშლიდა.

ქესიდს ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში სწავლა სურდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას 2005 წელს, ტელევიზიაში მაშინვე რამდენიმე როლი მისცეს. მსახიობმა ზოის როლი ითამაშა პროექტ 7th Heaven-ში, მიწვეული იყო სერიალ Sex, Love & Secrets-ში,რომელიც მალე დახურეს. 2002 წელს მან გამოსცა სინგლი «როგორც სჩანს, მიყვარხარ». 2006 წელს მსახიობმა ითამაშა პატარა როლი საშინელებათა ფილმის რიმეიკში When a Stranger Calls, ფილმში Click ადამ სენდლერთან და კიდევ ერთ კლასიკურ საშინელებათა ფილმში Black Christmas.

პარიზში მან, ლაიამ ნისენთან და მეგი გრეისსთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მხატვრული ფილმის «მოტაცება» გადაღებებში. ის მიიწვიეს ასევე საკულტო სერიალის "დალასი" რეიმიკში ლიუსი ევინგის როლზე. ქასთინგებში მან ისეთ მსახიობებს აჯობა, როგორიცაა: ლინდსი ლოჰანი და ჯესიკა სიმპსონი. "დალასის" გადაღებები დაგეგმილი იყო 2008-2009 წლებისთვის.

ამას გარდა, ქესიდი დრო და დრო სერიალში «ზებუნებრივი», გვევლინება ხოლმე. კეტმა გაიარა მოსმენები ქურდ ბელი თელბოთის როლზე, მაგრამ საბოლოოდ, მონადირე-დემონის რუბის როლზე დაამტკიცეს. როლის შესასრულებლად მას კიკბოქსინგის და სხვა საბრძოლო ხელოვნების შესწავლამ მოუწია.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2006 - When a Stranger Calls

2006 - The Lost

2006 - Click

2006 - Black Christmas

2007 - Spin

2007 - Live!

2007 - Walk the Talk

2008 - Taken

2010 - A Nightmare on Elm Street

2011 - Monte Carlo

2013 - Kill for Me

2014 - The Scribbler

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2003 - The Division

2005 - Listen Up!

2005 - 7th Heaven

2005 - Sex, Love & Secrets

2007 - 08 - Supernatural Ruby

2009 - Harper's Island

2009 - 10 - Melrose Place

2010 - 2012 - Gossip Girl

2011 - The Celebrity Apprentice 4

2011 - New Girl

2012 - present Arrow

2015 - The Flash

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.