დამატება

მაიკლ პიტი / Michael Pitt

03.05.2016 - 19:22
ბიოგაფია: მაიკლ პიტი / Michael Pitt

დაბადების სახელი: მიხეილ კარმენ პიტი

დაბადების თარიღი: 1981 წელი, 10 აპრილი

დაბადების ადგილი: ვესთ ორინჯი, ნიუ-იორკი, აშშ

პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი, კომპოზიტორი

კარიერა: 1990 წლიდან

ზოდიაქო: ვერძი

სიმაღლე: 180 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მაიკლი თავის ოჯახში, 4 შვილიდან ნაბოლარა იყო. მან ადრე გააცნობიერა, რომ მსახიობობა სურდა, რის შესახებაც 10 წლის ასაკში მშობლებს გამოუტყდა. 16 წლისამ, ბიჭმა ოჯახი დატოვა და ნიუ-იორკში გააგრძელა თავისი ცხოვრება. იგი თანატოლ მოზარდებთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, კურიერად მუშაობდა და ვარსკვლავობაზე ოცნებობას შეუპოვრად განაგრძობდა.

მაიკლი ბევრს უკრავდა გიტარაზე. ასევე ქმნიდა მუსიკასა და ტექსტებს - ყველაფერი ეს, მას მოგვიანებით გამოადგა როკ-ჯგუფ Pagoda -ში, რომელიც გრანჟის სტილში უკრავდა. მალე ის ნიუ-იორკის თეატრალური დაოსტატების დასის წევრი გახდა, საიდანაც დიდი კინოს სამყაროსკენ გაიხსნა გზა!

ეკრანებზე ის, პირველად 90-იანი წლების შემდეგ გამოჩნდა. თავდაპირველად, ისეთი პატარა როლებით, რომ ფილმების ტიტრებზე მისი გვარის დაწერა ავიწყდებოდათ კიდეც.

2000 წელს ცნობილმა რეჟისორმა, გას ვან სენტმა ახალგახრდა მსახიობი თავის დრამაში „მოძებნო ფორესტერი“ (Finding Forrester). შემდეგ 2001 წელს ჯონ ქამერონ მითჩელმა იგი მუსიკალურ დრამაში „ჰედვიგი და გაბოროტებული დიუმი“ (Hedwig nd the Angry Inch). ამიერიდან მსახიობი, ყოველწლიურად რამდენიმე როლის შემოთავაზებებს იღებდა, რის წყალობითაც ის თანდათანობით უახლოვდებოდა თავისი ოცნების განხორციელებას.

2002 წელს მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიანდეს ბარბეტა შრიოდერის თრილერში „მკვლელობების ათვლა“ (Murder by Numbers). ერთი წლის შემდეგ კი - თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა ბერნარდო ბერტოლუჩის ისტორიულ სურათში „მეოცნებეები“ (The Dreamers).

2003 წელს მან ასევე მთავარი როლი შეასრულა არონ ვუდლის დრამაში „მარტორქას თვალები“ (Rhinoceros Eyes). ამავე წელს, მან ჯეიმს კოკსის თრილერში „უონდერლენდი“(Wonderland) ითამაშა. 2005 წელს მსახიობი, რეჟისორმა გას ვან სენტმა მუსიკალურ-ბიოგრაფიული ჟანრის დრამაში „ბოლო დღეები“ (Last Days) ცნობილი როკ-მუსიკოსის ბლეიკის როლზე.

ამიერიდან, მეორე ხარისხოვანი როლების შესრულება ისტორიას ჩაბარდა. მსახიობი უკვე მთავარ როლებშია.

2010- 2011 წლებში მაიკლი ცნობილ სერიალში „მიწისქვეშა იმპერია“ (ardwalk Empire) ჯიმი დარმოდის როლზე.

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მსახიობისთვის 2014 წელი. ის გადაიღეს ფილმებში: „მაფიის გაქურდვა“ (Rob the Mob), „მე დასაწყისი“ (I Origins), „ჩვენი სურნელი“ (The Smell of Us), „თქვენ ვერ მოიგებთ“ (You Can't Win) და „ჩვენ სიზიფე ვართ“ (We Are Sisyphos) და სცვ. იმავე წელსვე გადაიღეს იგი, ცნობილ სრიალში „ჰანიბალი“ (Hannibal).

ხოლო, 2015 წელს მსახიობი ფილმში „დამნაშავე“ (Criminal) გამოჩნდა მთავარი როლით.

წელს მსახიობი მძაფრსიუჟეტიან თრილერში "მოჩვენება აბჯარში" (Ghost in Shell) მიიწვიეს, სადაც იგი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს. ფილმის პრემიერა 2017 წლის მარტში შედგება.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

1998 - 54

1999 - Even Housewives in Minnesota Have Those Daydreams

2000 - Finding Forrester

2001 - Hedwig and the Angry Inch

2002 - Murder by Numbers

2003 - The Dreamers

2004 - The Heart Is Deceitful Above All Things

2005 - Last Days

2006 - Delirious

2007 - Silk

2008 - Pericle il Nero

2014 Love Rob the Mob

2014 - I Origins

2014 - The Smell of Us

2014 - You Can't Win

2014 - We Are Sisyphos

2015 - Criminal

2017 - Ghost in Shell

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1998 - Law & Order

1999—2000 - Dawson's Creek

2003 - Law & Order: Special Victims Unit

2010—2011 - Boardwalk Empire

2014 – Hannibal

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.