დამატება

მარგარეტ ქუელი / Margaret Qualley

11.08.2016 - 11:07
ბიოგაფია: მარგარეტ ქუელი / Margaret Qualley

დაბადების სახელი: Sarah Margaret Qualley
დაბადების თარიღი: 23 ოქტომბერს, 1994 წელს
დაბადების ადგილი: მონტანა, აშშ
პროფესია: მოდელი, მსახიობი
სიმაღლე : 175 სმ
ზოდიაქო: სასწორი

ბიოგრაფია: მარგარეტ ქუელი დაიბადა 23 ოქტომბერს, 1994 წელს მონტანაში. ცნობილია, როგორც მარგარეტ ქუელი, ამერიკელი მოდელი და მსახიობი. მაყურებელი მას კარგად იცნობს HBO-ს ტელე-სერიალიდან "მიტოვებულები". აქ ის ასრულებს ჯილი გარვის როლს. მსახიობის დედაა ენდი მაკდაუელი. მამა კი - პოლ ქუელი, რომელიც ცნობილია, როგორც: მოდელი, მუსიკოსი, შემსრულებელი და რანჩოს მფლობელი. მარგარეტს ჰყავს და რეინი, რომელიც მსახიობი, მოცეკვავე და მოდელია.

მსახიობი ჩრდილოეთ კაროლინაში იზრდებოდა. ის დებიუტანტი იყო თავის დასთან ერთად პარიზში "Bal des débutantes" საბალეტო კონკურსზე, რის შემდეგაც ნიუ-იორკის ფრანგული აკადემიის მოსწავლე გახდა. 17 წლის ასაკში მან წინადადება მიიღო სამხრეთ კაროლინის საცეკვაო კომპანიისგან, რომ მისი მოსწავლე გამხდარიყო. მაგრამ, მან ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაზე შეაჩერა თავისი არჩევანი.

მარგარეტმა სამოდელო კარიერაში 16 წლის ასაკში მოსინჯა ძალები ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რომელიც ალბერტა ფერეტიმ მოაწყო. ამჟამად, მან ხელი მოაწერა კონტრაქტებს სამოდელო კომპანიებთან: IMG Models და Uno Models Barcelona. 

მსახიობი 2013 წელს პირველად გამოჩნდა ეკრანებზე მცირე როლით რეჟისორ გი კოპოლის ფილმში "Palo Alto". შემდგ იგი მიიწვიეს HBO-ის ტელე-სერიალში "მიტოვებულები". 2017 წელსადამ ვინგარდის ფილმში "Death Note" მარგარეტმა მია სუთონის როლი შეასრულა.

2014 წლიდან გოგონამ სწავლა ნიუ-იორკს უნივერსიტეტში დაიწყო.

ვაჟა ჩომახიძე.

ფილმოგრაფია:
2013 - Palo Alto
2014-გადაღ. - The Leftovers
2016 - The Nice Guys
2016 - Novitiate
2017 - Sidney Hall
2017 - Death Note

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.