ბიოგრაფია

მედელინ პეტში / Madelaine Petsch / Medelin Petshi

18.07.2019 ჰოლივუდის მსახიობები 62 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   მედელინ გრობელარ პეტში        
დაბადების თარიღი:  18 აგვისტო, 1994 წელი
დაბადების ადგილი:  აშშ, ვაშინგტონის შტატი, პორტ-ორჩარდი, 
პროფესია:  მსახიობი
კარიერა: 2015 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 167 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ისლანდიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მედელინ პეში, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ პორტ-ორჩარდში დაიბადა. ათ წლამდე ოჯახთან ერთად სამხრეთში ცხოვრობდა.

გოგონას თავისი კაშკაშა წითური თმის გამო (იგი და მისი ძმა ამ ქალაქში ერთადერთი წითურები იყვნენ), სამხრეთაფრიკული აქცენტისა და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რელიგიურები არ იყვნენ სკოლაში თანატოლები მუდმივად დასცინოდნენ. 
„მე ყველაზე უცნაური ბავშვი ვიყავი ამ პატარა ქალაქში. ხშირად დამცინოდნენ. მე ძმა მიცავდა მხოლოდ, რომელიც ქვებს ესროდა იმათ, ვინც აბუჩად მიგდებდა"... გულდაწყვეტილი იხსენებს მსახიობი...

სამი წლის ასაკში მედელინა ცეკვებს სწავლობდა, ხუთი წლისა კი თეატრალურ სტუდიაში დადიოდა, შემდეგ კი - ხელოვნების სკოლაში შეიყვანეს.სკოლის დამთავრებისთანავე გოგონა ლოს-ანჯელესშ გადავიდა და სამსახიობო კარიერით დაკავდა. დიდ ქალაქში თავის სარჩენად, მან კფე-ბარში დაიწყო მუაობა.

ნათელმა გარეგნობა და ცეცხლისფერ-წითური თმები , ყოველთვის იპყრობდა მედლინისადმი ყურადღებას და იგი მაშინვე შენიშნეს სარეკლამო აგენტებმა და 2014 წელს პირველი, ვინც მასთან ხელშეკრულება გააფორმა Coca-Cola იყო. ამის შემდეგ, გოგონა პატარა ეპიზოდურ როლებში გადაიღეს, ხოლო, 2016 წელს რეჟისორმა ტეო პირიმ ფენტეზ-ჰორორში "მძინარე მზეთუნახავის წყევლა" მიიწვია.

იმავე წლის თებერვალში პეტში, შერილ ბლოსომის როლზე დაამტკიცეს მოზარდთა დრამატულ სერიალში "რივერდეილი", რომელიც დაფუძნებულია "არჩის" კომიქსებზე. მსახიობმა სერიალში მდიდარი და ახირებული გოგონას როლი შეასრულა, რომელმაც ახლახან დაკარგა ტყუპისცალი ძმა უცნაურ ავტოკატასტროფაში.
პროექტი უზარმაზარ წარმატებას მოელოდა, მედელინს კი მყისიერად გამოუჩნდა გულშემატკივართა არმია, ხოლო ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი გაუჩნდა.

სერიალში შესრულებული როლისთვის პეტშმა Teen Choice Awards - ის პრემია მიიღო «Choice Hissy Fit» - ის ნომინაციაში.
2017 წლის დეკემბერში რეჟისორმა ბენი ფაინმა მსახიობი კომედიაში "პრომო / F*&% the Prom" გადაიღო, რომელშიც განსაკუთრებული პოპულარობით არ უსარგებლია.

პ ი რ ა დ ი: 2017 წელს პეტშმა მონაწილეობა მიიღო საინფომაციო კომპანიაში  (the organization “People for the Ethical Treatment of Animals”).
გოგონას ჰყავს ბოიფრენდი ამერიკელი მუსიკოსი ტრევის მილსომი, რომლებმაც ერთმანეთი სერიალის "რივერდეილი" ქასტინგზე გაიცვნეს. ტრევისი ჯაგჰედ ჯონსის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, მან იგი ვერ მიიღო, რადგან ქოულ სპროუსმა აჯობა. მოგვიანებით,

ბიჭმა მედელინს ონლაინში მიულოცა მთავა როლზე დამტკიცება და Facebook-ზე მის მეგობართა წრეს შეემატა.
სერიალის პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში შეხვდა საღამოს წვეულებაზე და აქედან მოყოლებული ჯერჯერობით განუყრელად არიან.

ავტორი: ვაჟა ჩომახიძე

წყარო

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
2019 - Polaroid  
2016 - The Curse of Sleeping Beauty 
2015 -  The Hive

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი: 
2017 -  Riverdale
 

მედელინ, Medelin, Madelaine, Petsch, პეტში, Petshi
სულ კომენტარი: 0
avatar