ბიოგრაფია

მელისა ბენოისტი / Melissa Benoist (ბიოგრაფია)

08.11.2016 ჰოლივუდის მსახიობები 997 0 0.0

Загрузка...


დაბადების სახელი: მელისა მარი ბენუა-ჯენერი, ბენოისტი
დაბადების თარიღი: 4 ოქტომბერი, 1988 წელი
დაბადების ადგილი: ლიტლტონი, ტეხასი, აშშ
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
კარიერა:1999 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 173 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, მელისა მარი ბენუა-ჯენერი განსაკუთრებით ცნობილია 2012-2014 წლებში გადაღებული ტელესერიალით (მუსიკალური დრამა-კომედიით) „Glee“ და 2014 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „Whiplash“, რისთვისაც დაიმსახურა Awards-ისა და Sundance-ის ფესტივალის მთავარი პრიზები. 

გოგონა ტეხასის შტატში, ჰარისების საგრაფოში დაიბადა და კოლორადოს შტატის ქალაქ ლიტლტონში აღიზარდა, ჯიმ და ჯული ბენუების ოჯახში. მას ორი ბიოლოგიური და: ჯესიკა და კრისტინა ჰყავს. მამის მხრიდან, მეორე ქორწინების შედეგად კი - ხუთი ძმა და ნახევარდები: ტანერი, ესტელა, კოკო და რაკეტნო-ტორი.

2007 წელს კოლორადოში, ქალაქ არაპაჰოს Centennial-ის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2011წელს კი - ნიუ-იორკში მანჰეტენის Marymount-ის კოლეჯი. 

კინოში მისი დებიუტი, 2008 წლის მაისში შედგა ფილმში „Tennessee“. ამის შემდეგ კი -კალიფორ-ნიაში გადაიღეს რამდენიმე ტელესერიალში.

მსახიობს ძირითადად იღებენ: დრამაში, კრიმინალური და თრილერის ჟანრის ფილმებსა და სერიალებში.

ის ასევე, მონაწილეობას მიიღებს 2016 წლისთვის დაგეგმილ მხატვრულ ფილმში „Low Riders“, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

პ ი რ ა დ ი: 2015 წლის მარტში, მსახიობი თავის ყოფილ კოლაგაზე, სერიალიდან „Glee“, ბლეიკ ჯენერზე დაქორწინდა. არჩეულია ცნობილი ფირმა „Coca Cola“-ს ახალ ელჩად. 2013 წლის ივნისში კომპანიამ მანილინისა და ფილიპინების სხვადასხვა ცენტრებში წარგზავნა, როგორც პროდუქციის რეკლამირებისთვის, ისე - ფანატებთან შესახვედრად. 

2014 წლის სექტემბერში, ჰაკერული ოპერაციის შედეგად, ყოფილ ბოიფრენდთან ერთად გადაღებული, მსახიობის სექსუალური და გრაფიკული ფოტოები აღმოჩნდა ინტერნეტ სივრცეში - სათაურით "The Fappening" მოვლენები. ამასთან დაკავშირებით, მელისამ განაცხადა: „ასეთ უკულტურობას, მხარი არ უნდა დაუჭირონ“! 

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2008 - Tennessee
2014 - Whiplash
2015 -Danny Collins 
2015 - The Longest Ride
2015 - Band of Robbers
2016 - Low Riders 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2010 - Law & Order: Criminal Intent
2010 - Blue Bloods
2010 - Law & Order: Special Victims Unit
2010 - The Good Wife
2011 - Homeland
2012 - 2014 - Glee 
2013 - MasterChef 
2015 – Supergirl 

Melissa, მელისა, ბენოისტი, ბიოგრაფია, Benoist
სულ კომენტარი: 0
avatar