დამატება

მილა იოვოვიჩი / Milla Jovovich

26.05.2016 - 13:21
ბიოგაფია: მილა იოვოვიჩი / Milla Jovovich

დაბადების სახელი: მილა იოვოვიჩი
დაბადების თარიღი: 17 დეკემბერი 1975 წელი
დაბადების ადგილი: კიევი, უკრაინა
პროფესია: მსახიობი, მომღერალი, მოდელი, მოდელიორი
კარიერა: 1988 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 165 სმ.

ბიოგრაფია: 1975 წელს კიევში დაიბადა. მამა - ბოგდან იოვოვიჩი ჩერნოგორიიდანაა, პროფესიით ექიმია. დედა - გალინა ლოგინოვა, ეროვნებით რუსია, საბჭოელი და ამერიკელი მსახიობია. მილა ბავშვობაში დნეპროპეტროვსკის საბავშვო ბაღში დადიოდა.1980 წელს ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი - აშშ-ში, კერძოდ, საკრამენტოში. მალე აქედანაც მოიცვალეს ადგილი და ლოს-ნჯელესში დამკვიდრდნენ.

1980-იანი წლების დასაწყისში მისი მშობლები რეჟისორ ბრაიან დე პალმის მოსამსახურეებად მუშაობდნენ. სკოლაში მას ნაბიჭვარი ამერიკელი ბავშვები ამრეზით უყურებდნენ და მისი წარმომავლობის გამო დასცინოდნენ. მილა 15 წლის იყო, როცა მამამისი სამედიცინო დაზღვევებთან დაკავშირებით, ფინანსური მაქინაციების გამო, დაიჭირეს და 20 წელი მიუსაჯეს. ციხეში ის 5 წელი იჯდა. მილას აღზრდითა და შოუ-ბიზნესში დამკვიდრებით დასაწყისში დედა იყო დაკავებული, რომელიც თანდათან თავადაც დაუბრუნდა კინოს.

სამოდელო ბიზნესში, პირველად 11 წლის ასაკში გამოჩნდა იტალიური ჟურნალ «Lei»-ის გარეკანზე. მოგვიანებით ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა - რიჩარდ ავედონმა მას ჟურნალისთვის «Mademoiselle» შესთავაზა ფოტოსესიების გაგრძელება. როცა ფოტოგრაფმა გოგონას ასაკი გაიგო, მან ფოტოების გადაღება დააჩქარა. ავედონის მხრიდან - გაფრთხილების შემდეგ, მან სურათების აღდგენა გააგრძელა. ამერიკულმა თოქ-შოუებმა რამდენიმე თვის განმავლობაში არასრულწლოვანის შოუ-ბიზნესში ჩართვის გამო, როგორც ჩვევიათ ხოლმე, ისეთი აურზაური ატეხეს. მაგრამ, საკმაო რეიტინგისა და ფულის მოპოვების შემდეგ, ეს „სატელევიზიო ვამპირები“ მიჩუმდნენ. ამ წელს მილა 15 ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. მილა ივანოვიჩი მონაწილეობდა სარეკლამო კომპანიის Revlon - ის ჩვენებებზე „მსოფლიოს ყველაზე დაუვიწყარი ქალები“. მან კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ფირმებთან: Hugo Boss, Guess, Calvin Klein. ჰონორარმა დღეში 3 000 დოლარს მიაღწია. 1998 წლიდან L'Oreal-ის სარეკლამო სახე გახდა.

კინოში პირველად 1988 წელს, 13 წლის ასაკში გადაიღეს, ზალმან კინგის მხატვრულ ფილმში „ორი მთვარის შეერთება“. 15 წლის ასაკში, 1991 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში“. 1992 წელს ფილმში „ჩაპლინი“, ჩარლი ჩაპლინის მეუღლის მილდრედ ჰარისის როლი შეასრულა. ფილმის „დაბნეულობისა და კაიფის ქვეშ“ გადაღებებისას, სადაც ის ეპიზოდურ როლს თამაშობდა, მსახიობი შონ ენდრიუსი გაიცნო. 1992 წლის ოქტომბერში წყვილი დაქორწინდა, მაგრამ ერთი თვის სიამოვნების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. 

1994 წელს მილამ თავისი პირველი მუსიკალური ალბომი „ღვთაებრივი კომედია“ გამოსცა. იმავე წელს ივა თავის ჯგუფთან «Plastic Has Memory» ერთად, ევროპასა და აშშ-ია გასტროლებზე.

მხოლოდ 1996 წელს დაუბრუნდა მსახიობი კინოს და მონაწილეობა მიიღო რეჟისორ ლიუკ ბესონის ფილმის ქასთინგებში. 1997 წელს, მეორე მცდელობის შემდეგ, ის ღებულობს როლს ფილმში - „მეხუთე ელემენტი“, ხოლო, იმავე წლის მიწურულს, მსახიობი ცოლად გაჰყვა რეჟისორს. 1998 წელს მილას რეჟისორ სპაიკ ლის სურათში -„მისი თამაში“, ბოზვანდარას როლი შეხვდა. 1999 წელს ჟანა დ’არკის როლი შეასრულა იგივე სახელწოდების ბესონის ფილმში და იმავე წელს გასცილდა ქმარს.

2000 წელს მილა, ბერლინის კინოფესტივალის გახსნისას, რეჟისორ ვიმ ვენდერსის ფილმში „სასტუმრო მილიონი დოლარი“, მელ გიბსონთან ერთად მოგვევლინა. ფილმი პრიზით „ვერცხლის დათვი“ დაჯილდოვდა. 2001 წელს ივოვიჩი ბენ სთილერის კომედიაში „სამაგალითო მამრი“ გადაიღეს.

მილა მოდელ კარმენ ჰოუკთან ერთად სამოსლის ფირმის - «Jovovich-Hawk» - ის შემქმნელია. 2004 წელს ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოდელი იყო L'Oreal - ის კოსმეტიკის რეკლამირებისას. ჟურნალ Forbes - ის რეიტინგის თანახმად, მისი შემოსავალი 10,5 მილიონ დოლარს შეადგენდა ფილმების ჰონორარების ჩათვლით. 

2005 წელს მილა უკრაინაში, ყირიმში ჩავიდა საბავშვი ბანაკის „არტეკის“ 80 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მილა რეჟისორ პოლ ანდერსონის ხუთ მძაფრსიუჟეტიან ფილმშია გადაღებული. 2006 წელს გამოვიდა თრილერი „ულტრაიისფერი“. იმავე წელს შედგა კრიმინალური დრამის „45 - კალიბრი“ შეზღუდული რელიზი. ოფიციალურ საიტზე, ბორის აკუნინის რომანის მიხედვით გადაღებულ, პოლ ვერხუვენის ფილმში «The Winter Queen», ივოვიჩი მონაწილეობის შესახებ იყო ინფორმაცია. 2007 წლის 28 თებერვალს ვერხუვენმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ ფილმის სათაური შეიცვლებოდა ორიგინალთან მიმართებაში - სახელწოდებით „აზაზელი“. (ძველი ებრაელების

რწმენით აზაზელი უდაბნოს ეშმაკია). რეჟისორის აზრით, ახალი სათაური უფრო დამაინტრიგებელია.

2009 წელს მილა მარიო სორენტიმ ეროტიულ ფოტოსესიაში გადაიღო ჟურნალისთვის «Purple Fashion». 

2010 წელს გახდა სპეციალური საქველმოქმედო ჩანთის Tommy Hilfiger სარეკლამო სახე, რომელიც ასოციაცია Breast Health International -ის დახმარებით შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა. იმავე წელს რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ მსახიობი ფილმში „ფურფუშები“ მთავარ როლში გადაიღო, სადაც რუს მსახიობ კონსტანტინ ხაბენსკისთან და ივან ურგანტთან ერთად ითამაშა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმების ხელშეწყობისთვის გამართულ შოუში "ProjectorParisHilton".

პირადი ცხოვრება: გათხოვილი იყო მსახიობ შონ ენდრიუსზე და რეჟისორ ლიუკ ბესონზე. 2007 წელს შვა ქალიშვილი ევერ გაბო, რეჟისორ პოლ ანდერსონისგან. 2009 წლის 22 აგვისტოს ცოლად გაჰყვა მასვე. 2014 წლის 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ცოლ-ქმარი მეორე შვილის გაჩენას ელოდება. წყვილს კიდევ ერთი გოგონა ეყოლება.

თავის ოფიციალურ საიტზე ივა ამონარიდებს აკეთებს თავისი დღიურიდან, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება. მილა მარიხუანას ლეგალიზაციას ემხრობა და «High Times» - ის გარეკანზეც გამოჩნდა. მილა ორთაბრძოლის ხელოვნებითაა დაკავებული, კერძოდ ბრაზილიური „ჯიუ-ჯითსუთი“. მილა მემარცხენეა. თავის თვითერზე იოვოვიჩი გვიყვება, რომ დაბადებით ის მართმადიდებელი ქრისტიანია, მგრამ შეუძლია „ნებისმიერ ეკლესიაში იაროს, სადაც სიყვარული და სულიერებაა განფენილი“.

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.