ბიოგრაფია

მიშა ბარტონი / Mischa Barton (ბიოგრაფია)

08.11.2017 ჰოლივუდის მსახიობები 348 0 0.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:   მიშა ბარტონი /  Mischa Barton           
დაბადების თარიღი:  24 იანვარი, 1986 წელი
დაბადების ადგილი:  ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია:  მსახიობი
კარიერა: 1995 წლიდან
ზოდიაქო:  მერწყული
სიმაღლე:  174 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  მიშას დედა ირლანდიელია. მამა კი - ინგლისელი. დედა პროფესიით მსახიობი და ფოტოგრაფია. მამა - ვალუტის ბროკერი. მიშას მშობლებმა, ნისლიანი ალბიონი დატოვეს, რადგან გოგონას მამას ახალი სამსახური შესთავაზეს ნიუ-იორკში და ისიც მაშინვე დათანხმდა. მიშა ბარტონს, ორმაგი მოქალაქეობა 2006 წლიდან აქვს. მას ორი და ჰყავს:  უფროსი - ზოი და უმცროსი - ენია. დებს ახალ ქვეყანაში სტანდარტული ცხოვრება ჰქონდათ: სწავლობდნენ სკოლაში და საზაფხულო არდადეგებზე დასასვენებლად საბავშვო ბანაკებში დადიოდნენ. ერთ-ერთ მოგზაურობაში, ბარტონმა მკითხველების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მოხსენება წაიკითხა კუთა შესახებ. ამ დროს, მსმენელთა დარბაზში აგენტი იჯდა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს დაეძებდა. მან პირველმა შესთავაზა 8 წლის მიშას, ბედი სამსახიობო ხელოვნებაში ეცადა...

საბოლოო, ჯამში, მიშამ საკარიერო გზა ბროდვეის პატარა თეატრალური დადგმებიდან დიდი პოპულარობით დაიწყო. ამომავალი დიდების პირველმა სხივებმა, გოგონა სპექტაკლში - "სლავები" -  შესრულებული როლით გააბრწყინეს. ის სრულიად ბავშვი, დიდ სცენაზე ოსკაროსან მსახიობ მარისა ტომეისთან ერთად გამოდიოდა. რეპეტიციების დროს, გოგონას რუსული აქცენტის დაუფლება მოუხდა, რასაც მან ძალიან ადვილად და ბრწყინვალედ გაართვა თავი. ამ სპექტაკლს ზედიზედ მიჰყვა ახალი დადგმები: «Where the Truth Lies», «Twelve Dreams», «One Flea Spare», რომლებშიც მსახიობმა სესაშურად გაიბრწყინა.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, გოგონამ ძალები ტელევიზიაში მოსინჯა. მან სერიალში "All My Children" ითამაშა და პარალელურად სამოდელო კარიერას შეუდგა  «Ford» - ის სააგენტოში. მსახიობმა, მოულოდნელად - დიდების გზა, კინოხელოვნებაში განაგრძო. ამ მხრივ, მისი პირველი დებიუტი 1995 წელს შედგა მოკლემეტრაჟიან ფილმში «Polio Water», სადაც დიანას როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობს სასწრაფოდ შესთავაზეს როლები: დრამონდის ტელეფილმში "ნიუ-იორკის სადგური", დევონ სტოკარდის დრამაში "Lawn Dogs", მისტიურ დრამაში "მეექვსე გრძნობა", თრილერში "პარანოია" და მელოდრამაში "კოლეჯი".

მსახიობის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა მოზარდთა სექსუალურ თემატიკაზე გადაღებულ ფილმებში, უცნაური სახასიათო როლების შესრულებით, სადაც კარგად ჩანდა, თუ რა ბრწყინვალედ იცნობდა ის საწინააღმდეგო სქესის იდუმალ მხარეებს. ამ პერიოდისთვის, კიდევ ერტი მნიშვნელოვანი როლი (მერი) ითამაშა მან დრამასი "თქვენ ვერ დაგეწევიან", რომელიც მეორე "დაკარგული და შეშლილი" სათაურითაც გამოვიდა.

გოგონას სერიოზული წარმატება მაშინ ეწვია, როცა ეკრანებზე კინოსტუდია «Fox» -ის მიერ გადაღებული სერიალი "ერთხელ კალიფორნიაში" გამოვიდა. მიშა, თანდათანობით, ზრდასრული გოგონების როლების შესრულებაზე გადავიდა. ასე მაგალითად, 2006 წელს მან კრისტენ ტეილორის როლი ითამაშა მელოდრამაში "ორგაზმი ოჰაიოში". ერთი წლის შემდეგ კი - მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ საომარ დრამაში "Closing the Ринг" ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. ამას მოჰყვა "ქალწულობის ტერიტორია", რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს ნაწარმოების "დეკამერონის" მიხედვითაა გადაღებული, სადაც მან შეყვარებული პამპინეს როლი შეასრულა.  

პ ი რ ა დ ი:  რაც შეეხება მიშას პირად ცხოვრებას, მას რომანები ჰქონდა: ტეილორ ლოკთან, ჯეიმი დორნენომთან და ბრეტ საიმონთან. ცნობილია, რომ 2008 წლიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით სექსუალური ძალები, "ექსცენტრიულ" ლუკ პრიჩარდთან მოსინჯა. საზოგადოებაში, დიდი ხმაური გამოიწვია მიშას რომანმა კოლეგასთან ფილმიდან "მარტოხელა გულები", ბენჟამინ მაქენზისთან. ამის კვალდაკვალ, უსაქმურმა პრესამ, გოგონას პარალელური რომანი იკვლია ბრენდონ დევისთან, რომელიც ცნობილი გარდაცვლილი მილიარდერის, მარვინ დევისის შვილიშვილია. ეს უკანსკნელი, ოდესღაც კი - კომპანია «20th Century Fox» - ს ფლობდა. 

მიშა ბარტონი, შეეცადა ასევე, ცხოვრება აეწყო ჯფუფ «Whitestarr» - ის სოლისტთან, რომელიც ლეგენდარული პროდიუსერის ლუი ადლერ სისკოს შვილია.

მსახიობი აქტიურადაა დაკავებული  საქველმოქმედო საქმიანობით. ის თავის ფულს სწირავს ფონდს, რომელიც ჩართულია ძუძუს კიბოს კვლევაში და გლობალური დათბოვანების კვლევის ფონდსაც აფინანსებს.

2007 წლის მიწურულს, მიშა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიომრეს, რომელსაც თან არ ჰქონდა მართვის მოწმობა. მანქანაში კი -მოსაწევი უპოვეს. მეორე დღეს, მსახიობი 10 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 2008 წელს გაასამართლეს და პირობითი მიუსაჯეს. 

ბარტონმა ჩადენილი დანაშაული გულწრფელად აღიარა და ყველას გასაგონად საჯაროდ განაცხადა, რომ ამ საქციელით კარგი გაკვეთილი მიიღო.

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

1995    Polio Water    Diane    Short film
1997    Lawn Dogs    Devon Stockard    
1999    Pups    Rocky    
1999    Notting Hill    12-Year-Old Actress    
1999    The Sixth Sense    Kyra Collins    
2000    Paranoid    Theresa    
2000    Skipped Parts    Maurey Pierce    
2001    Lost and Delirious    Mary 'Mouse' Bedford    
2001    Julie Johnson    Lisa Johnson    
2001    Tart    Grace Bailey    
2003    Octane    Natasha 'Nat' Wilson    
2006    The Oh in Ohio    Kristen Taylor    
2007    Closing the Ring    Young Ethel Ann    
2007    St Trinian's    JJ French    
2007    Virgin Territory    Pampinea    
2008    Assassination of a High School President    Francesca Fachini    
2009    Walled In    Sam Walczak    
2009    Homecoming    Shelby Mercer    
2010    Don't Fade Away    Kat    
2011    You and I    Lana    
2012    Into the Dark    Sophia Monet    
2012    Ben Banks    Amy    
2012    Apartment 1303 3D    Lara Slate    
2013    Bhopal: A Prayer for Rain    Eva Gascon    
2013    A Resurrection    Jessie    Also producer[98]
2014    Zombie Killers: Elephant's Graveyard    Toni    
2014    Mining for Ruby    Jessica King    
2014    Hope Lost    Alina    
2015    L.A. Slasher    The Actress[99]    
2015    Checkmate    Lauren Campbell    
2015    The Hoarder    Ella    
2015    Swat Unit: 877    Agent Melanie Hamlin    
2015    American Beach House    Ms. Maureen    
2015    Starcrossed    Kat    
2015    Operator    Pamela Miller    
2016    Deserted (2016 film)    Jae    
2016    Father    Jennifer    
2017    The Basement    Kelly Owen    
2017    Monsters at Large    Katie Parker    
2017    The Executor    Tara

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1995    All My Children    Lily Montgomery    1 episode
1996    New York Crossing    Drummond    Movie
1996–97    KaBlam!    Betty Ann Bongo (voice)    Recurring role (15 episodes)
2000    Frankie & Hazel    Francesca 'Frankie' Humphries    Movie
2001–02    Once and Again    Katie Singer    Recurring role (8 episodes)
2002    A Ring of Endless Light    Vicky Austin    Movie
2003    Fastlane    Simone Collins    Episode: "Simone Says"
2003–06    The O.C.    Marissa Cooper    Main role (76 episodes)
2009    The Beautiful Life: TBL    Sonja Stone    Main role (5 episodes)
2010    Law & Order: Special Victims Unit    Gladys Dalton    Episode: "Savior"
2012    Cyberstalker    Aiden Ashley    Movie
2016    Recovery Road    Olivia    Episode: "Parties Without Borders"
2016    Dancing with the Stars    Herself    Contestant on season 22
2017    The Joneses Unplugged    Rebecca Jones    Movie

ბიოგრაფია, ბარტონი, მიშა, Mischa, მსახიობი, Barton
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...