დამატება

ოუენ ვილსონი / Owen Wilson

10.08.2016 - 12:08
ბიოგაფია: ოუენ ვილსონი / Owen Wilson

დაბადების სახელი: ოუენ ვილსონი
დაბადების თარიღი: 1968 წლის 18 ნოემბერი
დაბადების ადგილი: დალასი, ტეხასის შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი
კარიერა: 1994 წლიდან
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 179 სმ

ბიოგრაფია: ოუენის ბედი ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო გადაწყვეტილი. მისი მამა დალსის ტელესტუდიაში მუშაობდა, დედა კი - ფოტოგრაფობით იყო დაკავებული. ოჯახის სამთავე შვი-ლი მსახიობი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ლებერალურად ზრდიდნენ ბავ-შვებს, მათ საშუალო შვილის ოუენის ატანა დაბადების დღიდანვე ნახევარი საათითაც კი არ შეეძლოთ, რადგან ის მართლაც გაუსაძლისი თვისებების ბავშვი იყო. ჯერ კიდევ საფენებში მყო-ფი, გააფთრებით იბრძოდა თავისუფლებისთვის, ხოლო, სკოლაში სწავლისას პირდაპირ გამოსა-შვები გამოცდებიდან გამოაგდეს, რადგან მან გეიმეტრიის მასწავლებელს ამოხსნილი ამოცანე-ბის რვეული მოჰპარა და თანაკლასელებს ჰასუხები დაურიგა, რის შემდეგაც ოუენი სხვა სკოლა-ში გადაიყვანეს,რომლის დასრულებისთანავე, ნიუ-მექსიკოს სამხედრო აკადემიაში შევიდა. საბოლოოდ ბედმა ოუენი ოსტინის უნივერსიტეტში მიიყვანა. იქ მომავალი მსახიობი თავის მენტორს, უეს ანდერსონს შეხვდა. მომავალი კოლეგები ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ისინი დამეგობრდნენ, რის შემდეგაც, ეს ურთიერთობა სამსახურშიც განაგრძეს.

უესი აღტაცებული იყო მეგობრის ამბიციურობით და გადაწყვიტა მისთვის მთავარი როლი მიეცა საკუთარ პიესაში „ღამე ტუნისში“. ახალგაზრდებმა სწრაფად იპოვეს სერთო ენა. ღამით ერთად უყურებდნენ ფილმებს და საყვარელი რეჟისორების შესახებ კამათობდნენ. რაც შეეხება საქმეს, ანდერსონმა რამდენიმე საკურსო დაუწერა მეგობარს. ასე რომ, 1991 წელს ოუენმა მეგობ-რის დახმარებით დაამთავრა უნივერსიტეტი.

1994 წელს მათ ერთობლივად დაწერეს მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Bottle Rocket“ სცენარი და გადაიღეს კიდეც იგი. ბუნებრივია, მთავარი როლი უილსონს შეხვდა. ოუენისა და უილის მე-გობრებმა აღნიშნული ფილმი ცნობილ ჯეიმს ბურკს უჩვენეს, რომელმაც გუშინდელი სტუდენ-ტების ნამუშევარი ღირსეულად შეაფასა და მათ 5 მილიონი დოლარი მისცა, რომ ფილმი სრულ-მეტრაჟიანი გაეხადათ. ფილმის განახლებული ვარიანტი 1996 წელს გამოვიდა. მიუხედავად მსა-ხიობების ექსცენტრიული თამაშისა, დამფინასებელს მათ მხოლოდ მილიონი დოლარი დაუბ-რუნეს. ბიჭებმა გული არ გაიტეხეს და ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. ისინი ერთ სახლში დასახ-ლდნენ და გადაწყვიტეს კინო-კარიერისთვის მიეხედათ. ოუენმა თავისი ფილმით პირდაპირ ჰოლივუდში მივიდა. იქ ის მეორე ხარისხოვანი როლებით დააკავეს კომედიურ ჟანრში. 1996 წელს მსახიობი ფილმში „The Cable Guy“ ჯიმ ქერისთან ერთად გადაიღეს.

1997 წელს მსახიობმა მხატვრულ ფილმში „Anaconda“ შეასრულა ჰერი დიქსონის როლი, რომლის კვლდაკვალაც „Armageddon“-ის გადაღებებშიც მონაწილეობს ოსკარის როლის შესრულებით. ამ პროექტში მონაწილეობდნენ: ბრიუს უილისი, ბენ აფლეკა და ლივ ტაილერი. ვილსონს არც სცენარისტობა დავიწყებია. საავტორის როლში, იგი ფილ- მებში თამაშის პარალელურად ანდერსონს ეხმარებოდა კომედიების: „რაშმორის აკადე-მია“ და „მარადიული შუაღამე“ სცენარების შექმნაში. ვილსონს ხშირად უწევდა მაღალ-ბიუჯეტიან ფილმებსა და ინტელექტუალური ფილმების ავტორებს შორის არჩევანის გაკეთება. მსახიობი სწრაფად განიცდიდა შემოქმედებით ზრდას და იგი უკვე მეორე ხარისხოვანი როლებიდან, ვარსკვლავური გეგმებისკენ იცქირებოდა. 1999 წლიდან, მან სერიოზული განაცხადი გააკეთა ფილმებით: „The Minus Man“, „reakfast of Champions“, „The Haunting“, რითაც კინო ინდუსტრიის ბოსების ყურადღება მიიპყრო და თანდათან მათი ნდობაც მოიპოვა.

2000 წლიდან ოუენ ვილსონი სახელი კინოაფიშებზე მსხვილი შრიფტით გამოჩნდა, და რაც ყველაზე მთავარია, მსახიობის ცნობა დაიწყეს გატეხილი ცხვირით. უკვე პოპუ-ლარობის მიუხედავად მსახიობს ის ძველი იმიჯი, რაც პირველი ფილმიდან მოჰყვებო-და: იმპროვიზაციის დიდი უნარი, მგრძნობიარობა, ორიგინალური ხელწერა, არ შეუც-ვლია. პროდიუსერებმა იმდენად დიდი ნდობა გამოუცხადეს, რომ მას ჯეკი ჩანის მეწ-ყვილეობა მიანდეს კომედიაში „Shanghai Noon“. ცოტა მოგვიანებით კი - სიქველში „Shan-ghai Knights“ გამოჩნდა მასთან ერთად. ოუენ ვილსონი კიდევ უფრო წარმატებული გახ-და ფილმში „Meet the Parents“, სადაც იგი ბენ სტილერის და რობერთ დე ნიროს გვერდი-გვერდ ასრულებდა მთავარ როლს. ყოველ მის მიერ შესრულებულ პერსონაჟს, მსახიობი განსაკუთრებული გამომსახველობით, ხიბლითა და ცოცხალი ტემპერამენტით ეკიდე-ბოდა.

2000 წლიდან ვილსონზე უკვე დიდი მოთხოვნა იწყება. ამ დროს ის ედი მერფისთან ერთად, თამაშობს კომედიაში „I Spy“. ამ პერიოდში ოუენი მთელი თავით გადაეშვა სამ- სახიობო სამუშაოში. მან უკვე ითაკილა მსახიობებისათვის დამახასიათებელი შაბლო-ნური მარკები და ყოველ პროექტში მონაწილეობისას საკუთარ სტილს წარმოსახავდა. 2004 წლისთვის იგი უკვე რამდენიმე პროექტში მონაწილეობდა. მათგან აღსანიშნავია კომე-დიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „Starsky & Hutch“, სადაც იგი ბენ სტილერთან ერთად თამაშობს. ამას მოჰყვა ფილმები: „Around the World in 80 Days“, „Meet the Fockers“, „The Big Bounce“ და „The Wendell Baker Story“. 

ჰოლივუდის კომიკურ მსახიობთა მწვერვალს ოუენმა 2005 წელს მიაღწია, როცა მან მთავარი როლი შეასრულა შემოსავლიან ფილმში „Wedding Crashers“, ხოლო, 2006 წელს მან სრულ განვითარებას მიაღწია კომედიაში „You, Me and Dupree“. მართალია, ფილმმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ მსახიობმა თავისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა და აქ გაიცნო თავისი მომავალი პარტნიორი კეიტ ჰად-სონი.

მსახიობის შემოქმედებაში მომავალ წარმატებას დიდხანს არ დაუყოვნებია და მან ტრენკის რომანის მიხედვით გადაღებულ ამერიკულ საოჯახო ფილმ-კომედიაში „Night at the Museum“ ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობი, მაშინვე 7 პროექტში მიიწვიეს ერთდრო-ულად, რის გამოც, ის რეალურ ცხოვრებას ფაქტიურად მოსწყდა. ეს ფილმები იყო: „Marmaduke, How Do You Know, Little Fockers, Hall Pass, Midnight in Paris, Cars 2, The Big Year“.  2013 წელს მსახიობი გადაიღეს ფილმებში: „The Internship“, სადაც ის ნიკის როლს თამაშობს და „Free Birds“, სადაც რეჯის როლს ასრულებს. 2014 წელს ითამაშა ფილმებში: „he Grand Budapest Hotel“, „Night at the Museum 3“ და „Inherent Vice“.  2015 წელს ოუენმა ფილმში „Squirrels to the Nuts“ არნოლდის როლი შეასრულა.

პ ი რ ა დ ი: ბუნებრივია, მსახიობს თავისი კოლეგების უმეტესობის მსგავსად, პი-რადზე საუბარი არ უყვარს. ვისთანაც მას პირველი რომანი ჰქონდა, ეს მსახიობი კეიტ ჰადსონი იყო. 

2007 წლის 26 აგვისტოს მსახიობი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, სანტა-მონიკას საავადმყოფოში მიიყვანეს. პრესის ინფორმაციით, მსახიობს წამლების დიდი რაოდენობა ჰქონდა მიღებული, რის შემდეგაც ორივე ხელზე ვენები გადაიხსნა. ამის მიზეზად, კეტრინთან კონფლიქტს ასახელებენ. ამ ამბის შემდეგ, წყვილი ცოტა ხანს კიდევ ურთიერთობდა. შემდეგ კი - ორთავემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საბოლოოდ დაშორდნენ.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
1996 - Bottle Rocket 
1996 - The Cable Guy
1997 - Anaconda
1998 - Armageddon
1998 - Permanent Midnight 
1999 - The Haunting 
1999 - Breakfast of Champions
1999 - Heat Vision and Jack 
1999 - The Minus Man
2000 - Meet the Parents
2000 - Shanghai Noon
2001 - Behind Enemy Lines 
2001 - Zoolander
2001 - The Royal Tenenbaums
2002 - I Spy
2003 - Shanghai Knights
2004 - Around the World in 80 Days
2004 - Meet the Fockers
2004 - The Big Bounce
2004 - The Life Aquatic with Steve Zissou
2004 - Starsky & Hutch
2005 - The Wendell Baker Story
2005 - Wedding Crashers
2006 - Night at the Museum 
2006 - You, Me and Dupree 
2007 - The Darjeeling Limited
2008 - Drillbit Taylor 
2008 - Marley & Me 
2009 - Night at the Museum: Battle of the Smithsonian
2009 - Fantastic Mr. Fox
2010 - Marmaduke
2010 - How Do You Know
2010 - Little Fockers 
2011 - Hall Pass
2011 - Midnight in Paris
2011 - Cars 2 
2011 - The Big Year 
2013 - The Internship
2013 - Free Birds
2014 - The Grand Budapest Hotel 
2014 - Night at the Museum 3
2014 - Inherent Vice 
2015 - Squirrels to the Nuts 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.