დამატება

პიტერ დინქლეიჯი / Peter Dinklage

13.05.2016 - 16:44
ბიოგაფია: პიტერ დინქლეიჯი / Peter Dinklage

დაბადების სახელი: პიტერ დინკლეიჯი

დაბადების თარიღი: 1969 წლის 11 ივნისს

დაბადების ადგილი: მორისთაუნი, ნიუ-ჯერსი, აშშ

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 1995 წლიდან - დღემდე

ბიოგრაფია: ამერიკული კინოსა და თეატრის მსახიობი პიტერ დინქლეიჯი დაიბადა 1969 წლის 11 ივნისს მორისთაუნში, ნიუ-ჯერსის შტატში სკოლის მუსიკის მასწავლებლისა და უმუშევარი სადაზღვევო აგენტის ოჯახში. 1987 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ვერმონტიოს შტატის (Bennington College) ბენინგტონის ხელოვნების კოლეჯში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. არის ვეგეტერიანელი. 2005 წლიდან დაქორწინებულია თეატრის რეჟისორ ერიკა შმიდტზე. 2011 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ გოგონა.

პიტერი ახონდროპლაზის მემკვიდრეობითი ავადმყოფობით დაიბადა, რამაც ჯუჯად აქცია. მისი სიმაღლე 135 სანტიმეტრია. მსახიობის ორთავე მშობელი და ძმა ჯონათანიც საშუალო სიმაღლისაა.

ყველაზე პირველად მან ითამაშა არტ-ჰაუსის მცირე ბიუჯეტიან ფილმში «ცხოვრებას მიცემული».კარიერა 1995 წლიდან დაიწყო. 2003 წელს ფართო აღიარება მოიპოვა ფილმში «სადგურის ზედამხედველი », რომლისთვისაც 2004 წელს აშშ-ს მსახიობთა გილდიის პრემიაზე წარადგინეს. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის, ის მრავალ ჯილდოზე იყო ნომინირებული. მათ შორის "თანამგზავრულ ჯილდოზე" ნომინაციაში (Outstanding Talent) «განსაკუთრებული ნიჭი», ეს ჯილდო მან მოიგო. ამავე წელს მსახიობი, ჰერი ოლდმენთან ერთად, გადაიღეს ფილმში «პატარა ცეროდენები», ეს ფილმი მაშინვე DVD-ზე გამოვიდა. ასევე გადაიღეს ფილმებში: 2003 წელს «ელფი», 2006 «მიცანით დამნაშავედ», 2007 წელს «სუპერძაღლი» და ბრიტანულ ტრაგიკომედიაში «სიკვდილი დაკრძალვებზე», 2008 წელს იგი რეჟისორმა ენდრიუ ადამსონმა, ის აირჩია წითური გნომ ტრამპკინის როლზე - ფილმში «ნარნის ქრონიკები: პრინცი კასპიანი». დინკლეიჯი 2010 წელს გადაიღეს ტრილერში «The Knights of Badassdom».

2011 წელს, სერიალში "სამეფო კარის თამაშები", ტირიონ ლანისტერის როლის შესრულებისთვის, პიტერ დინკლეიჯს მიანიჭეს «ემმის» პრემია ნომინაციაში - «მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელი მსახიობი დრამატულ ტელესერიალში» და პრემია «ოქროს გლობუსი», ნომინაციაში - «მეორე ხარისხოვანი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მინი-სერიალებში, ტელესერიალებსა და ტელეფილმებში».

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

1995 - Living in Oblivion

1996 - Bullet Building Manager

1998 - Safe Men

1999 - Pigeonholed

2001 - Human Nature, Never Again

2002 - 13 Moons

2003 - Elf

2004 - The Station Agent, 89 Seconds in Alcázar

2005 - The Baxter, Escape Artists, Fortunes, Lassie

2006 - Find Me Guilty, The Limbo Room, Little Fugitive

2007 - Ascension Day, Death at a Funeral, Underdog

2008 - The Chronicles of Narnia: Prince Caspian, Penelope

2009 - Saint John of Las Vegas

2010 - ამერიკულ რეიმიკში - Death at a Funeral, The Last Rites of Ransom Pride, I Love You Too, Pete Smalls Is Dead

2011 - A Little Bit of Heaven

2012 - Ice Age: Continental Drift

2013 - The Knights of Badassdom

2014 - X-Men: Days of Future Past, The Angriest Man in Brooklyn, Low Down

2015 - Pixels

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.