დამატება

ფორესტ უიტაკერი / Forest Whitake

18.07.2016 - 08:26
ბიოგაფია: ფორესტ უიტაკერი / Forest Whitake

დაბადების სახელი: ფორესტ სთივენ უიტაკერი
დაბადების თარიღი: 1961 წლის 15 ივლისი
დაბადების ადგილი: ლონგვიუ, ტეხასის შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
კარიერა: 1975 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 190 სმ.

ბიოგრაფია: ფორესტი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის აღგაფრთოვანებენ. მის კარიერაში მრავალი ცნობილი ფილმი და პრესტიჟული ჯილდოებია. მისი ნამუშევრები სავსეა დრამატიზმით. მისი გმირები ყოველთვის მოითხოვენ თანაგრძნობას. ამიტომ აფასებენ მას, როგორც უნიკალურ მსახიობს.

ფორესტი 1961 წლის 15 ივლისს დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ ლონგვიუში. აქ მან პირველი 4 წელი იცხოვრა, შემდეგ კი - ოჯხთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა. ლონგვიუში უითაქერებმა ახალი სახლი იყიდეს, რაც ყველანაირად აკამაყოფილებდა ოჯახში მყოფ კიდევ სამ ბავშვს. შვილებს ძირითადად დედა ზრდიდა. ბავშვების აღზრდის კვალდაკვალ მან პედაგოგიური განათლების მიღებაც შეძლო და თვისი სპეციალობითაც დაიწყო მუშაობა. მომავალი მსახიობის მამა, მთელ თავის დროს პრაქტიკულად სამუშაოს უთმობდა. ის სადაზღვევო აგენტი იყო და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, მისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა იყო. ოჯახს საკმარისი შემოსავალი გააჩნდა და ბავშვებმაც კარგი განათლება მიიღეს. ფორესტი კერძო სკოლაში სწავლობდა და პარალელურად სიმღერასა და სამსახიობი ხელოვნებაში მეცადინეობდა, რის წყალობითაც ის სცენაზე ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში აღმოჩნდა. მან დილან თომასის დადგმაში ითამაშა. სამსახიობო ხელოვნება მსახიობის ერთადერთი გატაცება არ ყოფილა .ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, კარგი სპორტული მონაცემები ჰქონდა. ამიტომაც, კალიფორნიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას სპეციალურ სპორტულ სტიპენდიას იღებდა. თუმცა, შემდეგ იძულებული შეიქნა სპორტისთვის თავი დაენებებინა, რისი მიზეზიც ზურგის დაზიანება შეიქნა. მან სტიპენდია და ინსტიტუტი დაკარგა. მომხდარი მაინცდამაინც დიდი ტრაგედია არ ყოფილა მისი მომავალი ცხოვრებისთვის. ამ ამბის შემდეგ, უიტაკერმა მუსიკალურ კონსერვატორიაში ჩააბარა, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებდა, სადაც მსახიობი, გარკვეული დროით საოპერო სომღერის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი - თეატრალურ ფაკულტეტზე გადავიდა. ამის შემდეგ, ლონდონის დრამატულ სტუდიაში სწავლობდა, რომელიც სინამდვილეში არა ლონდონში იყო განთავსებული, არამედ კალიფორნიის ბერკლში. ასე და ამგვარად, თავისი პროფესიული სამსახიობო კარიერის შექმნამდე, მდიდარი განათლებით აღიჭურვა. შესაძლოა, ამანაც მოუტანა ახალგაზრდა მსახიობს პირველი წარმატებები. 

ფორესტის კარიერის ადრეულ ეტაპზე, აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალი. პატარ-პატარა როლების თამაშის კვალდაკვალ, მსახიობი იმავე დროს, ძალიან ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში. იგი პლანეტის საუკეთესო რეჟისორებთან მუშაობდა. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორები ამერიკული კინოს პირველი ვარსკვლავები ხდებოდნენ. მსახიობმა თავისი დებიუტი ფილმში „Fast Times at Ridgemont High“ შონ პენომთან ერთად ითამაშა. სერიალში „Amazing Stories“ მისი კოლეგები იყვნენ დენი დე ვიტო და კევინ კოსტნერი. ფილმში „The Color of Money“ კი - ტომ კრუზი და პოლ ნიუმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ოლივერ სთოუნის ფილმი „Platoon“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩარლი შინი, ტომ ბრენჯერი, უილიამ დეფო და ჯონი დეპი. ასე რომ, თავისი კარიერის პირველივე დღეებიდანვე, უიტაკერს მსოფლიო კინემატოგრაფის ელიტის გვერდით უწევდა „გამობრწყინება“ და რეჟისორებთან და პროდიუსერებთან მუშაობა , რითაც უდიდეს გამოცდილებას იღებდა და ბევრ რამეს სწავლობდა. წამყვან როლებზე დამტკიცება მსახიობმა 1987 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის, მან რობინ უილიამსის სურათში „Platoon“ პირველად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი. ამის შემდეგ, იყო ფილმები: „Bloodsport“, „Johnny Handsome“ და კლინთ ისთვუდის ფილმი „Bird“. ეს ფილმი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მსახიობისთვის კანის ფესტივალზე, ასევე ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზეც“. მსახიობმა საუკეთესო როლები ითამაშა ფილმებში: „Even Money“, „The Great Debaters“, „The Air I Breathe“, „Street Kings“, „Hurricane Season“, „Vantage Point“, „The Last King Of Scotland“. დიახ, ამ ფილმებმა მოუტანეს მას პრემიები: „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „BAFTA“, „ემმი“ და მრავალი სხვადასხვა ჯილდო. ბოლო დროს, უიტაკერი დრამატულ და მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობს. 2013 წელს გადაღებული ფილმი „The Butler“ კინოკრიტიკამ განსაკუთრებული სითბოთი მიიღო. ფილმი ოსკარზე წარადგინეს. ასევე, რამდენიმე ნომინაციაზე მსახიობიც წარადგინეს.

პ ი რ ა დ ი: 1966 წელს ფორესტ უიტაკერი დაქორწინდა მსახიობ კეიშ ნეშზე, რომელთანაც ერთად მხატვრულ ფილმში „Blown Away“ თამაშობდა. წყვილი ამჟამად, ოთხ ბავშვს ზრდის. თავისუფალ დროს, მსახიობი იოგათი და კარატეთია დაკავებული. მხარს უჭერს კვების ვეგეტერიანულ წესს. იგი საკუთარ ჯანმრთელობას სხვადასხვა მხრივაც უთმობს ყურადღებას. ბოლო დროს, მარცხენა თვალის თანდაყოლილი ფტოზის ოპერირებაზეც ალაპარაკდა, რადგან თვალის ბოჭკოვანი ნერვის მდგომარეობა უარესდება, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის მხედველობის ველის სიჯანსაღეს.
ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.