დამატება

რამი მალეკი / Rami Malek

02.08.2016 - 08:33
ბიოგაფია: რამი მალეკი / Rami Malek

დაბადების სახელი: რამი საიდ მალეკი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 12 მაისი
დაბადების ადგილი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2000 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 183 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ამერიკელმა მსახიობმა რამი მალეკმა, განსაკუთრებული ცნობადობა 2012 წელს მხატვრულ ფილმში „The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2“ ბენჯამინის როლის შესრულებით მოიპოვა, ხოლო, მანამდე მას კარგად იცნობდნენ ფილმებიდან: „Night at the Mu-seum“, „Night at the Museum: Battle of the Smithsonian“.

რამი 1981წელს დაიბადა ლოს-ანჯელესში არაბულ-ეგვიპტური წარმოშობის ოჯახში. მას ტყუპისცალი ძმა ჰყავს, რომელსაც სამი ჰქვია. ის რამის დაბადებიდან 4 წუთის შემდეგ იშვა. მალეკი ნოტრ-დამის საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც, კალი-ფორნიაში შერმან ოუკსის სკოლის უფროს კლასში განაგრძო სწავლა. აქედან, ინდიანას შტატის ქ. ევანსვილის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მისი დამთავრების შემდეგ, ბაკალავრის წოდება მიიღო.

რამის სამსახიობო კარიერა 2004 წლიდან დაიწყო რამდენიმე ტელესერიალში შესრულებული როლებით: „Gilmore Girls“ - ენდის როლი, „Over There“ - ჰასანის როლი, „Medium“ - ტიმოტი კერხერის როლი. ასევე განსაკუთრებული ცნობადობა მოუპოვა 2005-2007 წლებში კომედიურ სერიალში „The War at Home“, მოზარდი გეის - კენის როლმა. ეს სერიალი Fox -ის ტელეარხზე გადიოდა.

2006 წელს მსახიობი გადაიღეს კინო-ფილმში „Night at the Museum“, სადაც მან ფარაონ აკმე-რნას როლი შეასრულა და იგივე როლი განასახიერა 2009 წელს ფილმში „Night at the Museum: Battle of the Smithsonian“. 2007 წელის გაზაფხულზე მსახიობი ლონს-ანჯელესის Elephant Theatre სცენაზე გამოჩნდა და ქეით ბანინის თეატრალურ დადგმაში „ჯეიმის “ სახით.

2010 წელს მსახიობი კვლავ გამოჩნდა ტელე-ეკრანებზე ტერორისტ-მკვლელის მარკოს ალ-ზაკარის სახით, სერიალში «24». ცოტა მოგვიანებით, მან კარგი გამოძახილი მიიღო კინო-კრიტიკოსებისგან კაპრელ მერიელ შელტონის როლის შესრულებისთვის სერიალში „The Pacific“. ამ როლისთვის მალეკი „ემის“ პრემიაზე წარადგინეს.

„The Pacific“ გადაღებებისას მსახიობი აღმასრულებელ პროდიუსერს თომ ჰენკსს შეხ-ვდა. მას მალეკის თამაში მოეწონა. მალე ჰენკსმა რემი კოლეჯის სტუდენტის სთივ დი-ბიასის როლზე მიიწვია მხატვრულ ფილმში „Larry Crowne“. გაქირავებაში აღნიშნული სურათი 2011 წელს გამოვიდა.

2010 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ეგვიპტელი ვამპირის ბენჯა-მინის როლზე დაამტკიცეს პოპულარული მხატვრული ფილმის „The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2“ დამამთავრებელ ნაწილში, რომლიც ეკრანებზე 2012 წელს გამო-ვიდა.

20015 წელს გამოვიდა ფილმი „Night at the Museum: Secret of the Tomb“, სადაც მსახი-ობი კვლავ ფარაონის როლში მოგვევლინა.

2015 წელს რამი მალეკი გადაიღეს დეტექტიურ სერიალში „Mr. Robot“, სადაც იგი ახალგაზრდა პროგრამისტის ელიოტის როლს თამაშობს, რომელიც პიროვნების დისო-ციალური აშლილობით არის ავად. ელიოტი გადაწყვეტს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები პროფესია ჰაკერობაა. ის აღმოჩნდება საიდუმლო ორგანიზაციის გავლენის ქვეშ, რომელსაც სურს ამერიკის მსხვილი კორპორაციების განადგურება.ამჟამად, მსახიობი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

ვაჟა ჩომახიძე

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.