ბიოგრაფია

რეიჩელ მაკადამსი / Rachel McAdams

25.04.2016 ჰოლივუდის მსახიობები 945 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: რეიჩელ ენ მაკადამსი

დაბადების თარიღი:1978 წელი, 17 ნოემბერი

დაბადების ადგილი: ლონდონი, ონტარიო, კანადა

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 1997 წლიდან

ზოდიაქო: მორიელი

სიმაღლე: 163 სმ.

ბიოგრაფია: რეიჩელი ონტარიოს პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით, ლონდონში დაიბადა და მეზობელ ქალაქ სენტ-ტომასში აღიზარდა... მამა ლანსი - სატვირთოს მძღოლი იყო. დედა სანდრა კი - მედიცინის და. რეიჩელს უმცროსი ძმა დანიელი და უმცროსი და კეილინი ჰყავს. 4 წლისამ ფიგურულ სრიალში დაიწყო ვარჯიში. 12 წლისა კი - საზაფხულო ბანაკ «Original Kids»-ში თეატრალურ დადგმებშო მონაწილეობდა. სწავლობდა -ში და განათლების მიღება Central Elgin Collegiate Institute-ში განაგრძო.

რეიჩელმა წარმატებით დაამთავრა იორკის უნივერსიტეტი ტორონტოში და თეატრის განხრით, 2001 წელს BFA- ხარისხი მიიღო.

მსახიობმა 2002 წელს ითამაშა ფილმში „სრულყოფილი ღვეზელი“ (Perfect Pie). აქ შესრულებული როლით ის კანადის („ოსკარის“ ექვივალენტურ ) Genie Award -ის პრემიაზე წარადგინეს. შეასრულა. იმავე წელს, მან მთავარი როლი ითამაშა რობ შნაიდერთან ერთად, ფილმში - „მაგარი გოგონა“ (The Hot Chick).

მსახიობის პირველი თვალშისაცემი როლი იყო რეჯინა ჯორჯის პერსონაჟი, რომელიც მან 2004 წელს ფილმში - „საზიზღარი გოგონები“ (Mean Girls) შეასრულა. იმავე წელს, ნიკოლს სპარკსის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში - „უბის წიგნაკი“ (The Notebook) გამოჩნდა. 2005 წელს კი - კომედიაში - „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (Wedding Crashers).

2009 წელს რეიჩელმა ირენ ადლერის როლი შეასრულა გაია რიჩის ფილმში - „შერლოკ ჰოლმსი“ (Sherlock Holmes). 2010წელს კი - გამოვიდა ფილმი - „დილა მშვიდობისა“ (Morning Glory), სადაც მან მთავარი როლი (ბეკი) ითამაშა. თუმცა, მსახიობმა ნამდვილ აღიარებას ფილმით „საზიზღარი გოგონები“ (Mean Girls) მიაღწია.

2009 წელი რეიჩელის ცხოვრებაში მეტად დატვირთული აღმოჩნდა.

თავდაპირველად, მაკადამსმა მთავარი როლი შეასრულა პოლიტიკურ თრილერში „დიდი თამაში“ (State of Play), სადაც ის სამ „ოსკაროსანთან“: ბენ აფლეკთან, რასელ კროუსთან და ჰელენ მირენთან ერთად თამაშობდა. ამას გარდა, მან მთავარი როლი შეასრულა სურათში - „დროში მოგზაურის ცოლი“ (The Time Traveler's Wife) ერიკ ბანასთან ერთად და კიდევ სამ ფილმში მოგვევლინა.

2010 წელს რეიჩელმა ერთერთი მთავარი როლი შეასრულა ამერიკულ კომედიაში -„დილა მშვიდობისა“ (Morning Glory) - დაიან კიტონთან, ჰარისონ ფორდთან და ჯეფ გოლდბლიუმთან ერთად, ხოლო, 2011 წელს ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ (Midnight in Paris) - გამოჩნდა ინეზის როლით. 2012 წელს მსახიობი ფილმში „აღთქმა“ (The Vow) მთავარი როლით მოგვევლინა.

რეიჩელისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2015 წელი. მსახიობი ზედიზედ ხუთ ფილმში გადაიღეს: „ყველაფერიკარგად იქნება“ (Every Thing Will Be Fine), „პატარა უფლისწული“ (The Little Prince), „ალოჰა“ (Aloha), „ცაცია“ (Southpaw) და „ყურადღების ცენტრში“ (Spotlight).

2016 წელს კი - მსახიობი ახალ ფილმში „დოქტორი სტრენჯი“ (Doctor Strange) მთავარ როლში მოგვევლინება. ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. მაკადამსი ასევე განაგრძობს გადაღებებს პროექტში - „შერლოკ ჰოლმსი 3“ (Sherlock Holmes 3), რომელიც წარმოებაში 2015 წლის 6 აგვისტოს ჩაეშვა.

     : რეიჩელს 2005 წლის მეორე ნახევრიდან 2007 წლის მეორე ნახევრამდე, რაიან გოსლინგთან ჰქონდა რომანი. ეს ურთიერთობები, ფილმის „უბის წიგნაკის“ (The Notebook) გადაღებისას გაჩაღდა. 2008 წელს კი - მათი სასიყვარულო ოდისეა განშორებით დასრულდა.

2009 წელს მსახიობს რამდენიმე თვიანი რომანი ჰქონდა მსახიობ ჯოშ ლუკასთან.

2010 წლის შუა პერიოდში კი - ფილმის „შუაღამე პარიზში“ გადაღებისას, რეიჩელმა განაცხადა, რომ მაიკლ შინომითაა გატაცებული. ეს ურთიერთობა კი - სამი წელი გაგრძელდა.

ჯერჯერობით კი, უცნობია - თუ ვინ ჰყავს მიზანში ამოღებული ამ მომხიბვლელსა და სექსუალურ ქალბატონს!

      :

2001 - Shotgun Love Dolls

2002 - Guilt by Association

2002 - My Name Is Tanino

2002 - Perfect Pie

2002 - The Hot Chick

2004 - Mean Girls

2004 - The Notebook

2005 - Wedding Crashers

2005 - Red Eye

2005 - The Family Stone

2007 - Married Life

2008 - The Lucky Ones

2009 - State of Play

2009 - The Time Traveler's Wife

2009 - Sherlock Holmes

2010 - Morning Glory

2011 - Midnight in Paris

2011 - Sherlock Holmes: A Game of Shadows

2012 - The Vow

2012 - To the Wonder

2012 - Passion

2013 - About Time

2014 - A Most Wanted Man

2015 - Every Thing Will Be Fine

2015 - Spotlight

2015 - Aloha

2015 - The Little

2015 - Southpaw

2016 - Doctor Strange

        :

2001 - The Famous Jett Jackson

2002 - Earth: Final Conflict

2003 - 2005 - Slings and Arrows

2015 - True Detective

 

Rachel, რეიჩელი, რეიჩელ მაკადამსი Rachel McAdams, McAdams, მაკადამსი
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...