დამატება

სელინა ჯადე / Celina Jade

30.10.2016 - 16:16
ბიოგაფია: სელინა ჯადე / Celina Jade

დაბადების სახელი: სელინა ჯადე
დაბადების თარიღი: 1985 წლის 10 ივნისი
დაბადების ადგილი: ჰონკონგი
პროფესია: მსახიობი, მოდელი, მომღერალი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 175 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი სელინა ჯადე 1985 წელის 10 ივნისს დაიბადა ჰონკონგში. მამამისი წარმოშობით ამერიკელია - კუნგ-ფუს ვარსკვლავი. დედა კი - ჩინელი. მსახიობი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია 2013-2015 წლებში გადაღებული ტელესრიალით „ისარი“, სადაც ის 1, 2 სეზონის 18 ეპიზოდში თამაშობს შადოს როლს, ხოლო, მე-3 სეზონში - მეის როლს. მისი კინო და სატელევიზიო პროექტები დღემდე 11 ნამუშევარს მოიცავს.

განსაკუთრებით აღსანიშანავია, მის მიერ შესრულებული როლები სერიალში „Arrow“ და ფილმებში: „Legendary Assassin“, „Long nga“ და „Tomorrow Comes Today“. 

მისი კინო დებიუტი 2008 წელს შედგა მხატვრული ფილმით „Long nga“, სადაც მსახი-ობმა ჰიუ იუორის როლი შეასრულა წარმატებით, რის შემდეგაც ის რეჟისორთა და პრო-დიუსერთა ყურადღების ცენტრში მოექცა.ერთი წლის შემდეგ, გოგონა კვლავ მიიწვიეს ახალ ფილმში „Ga yau hei si 2009 “. ამის შემდეგ, მსახიობს იწვევენ ამერიკულ სატელევი-ზიო შოუებში: like Dolce Vita, Jade Solid Gold და რეგულარულად გამოდის ჩინეთის თითქმის ყველა სატელევიზიო არხზე, მათ შორის ჰუნან ТВ-სა და CETV-ში.

აქ მიღწეული წარმატებების შედეგ, მსახიობმა პირველი როლები მიიღო ამერიკულ ფილმებში. წამყვანი მსახიობის რანგში გამოდიოდა პიტერ ჰოსთან ერთად შოუში „აზიის სუპერვარსკვლავი“.

14 წლის ასაკში სელინამ აზიის მასშტაბით სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც იაპონელ პროდიუსერთან, Tetsuya Komuro-სთან დადო გარიგება. მათ ერთობ-ლივად ორი ფირფიტა გამოსცეს, რომელსაც სხაელად „კარგი ამბები“ და „ცუდი ამბები“ ერქვა. 15 წლის ასაკში მან თავისი პირველი ჰიტ-სიმღერა"Kwong Ying Zi Gan" შეასრულა ტაივანში. ამის შემდეგ, გოგონა ბევრმა სარეკლამო კომპანიამ მიიწვია, რომელთაგან აღ-სანიშნავია: for Marks & Spencer, Cathay Pacific, Motorola და Ponds გლობალი.

2007 წელს გოგონამ, მუსიკალურ მაგნატ პაკო ვონგთან დაიწყო თანამშრომლობდა. სელინამ ასევე, ლეგენდარულ ანსამბლ - Assassin "Ceng Jing Xin Teng" სიმღერა შეასრუ-ლა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მთელი აზიის მასშტაბით. 2009 წელს გოგონამ დატოვა პაკოს კომპანია და Nettwerk Music Group-ის გენერალურ დირექტორ-თან, ტერი მაკბრაიდთან დადო კონტრაქტი. 2012 წლის მიწურულს ჯეიდამ დამოუკი-დებლად ჩაწერა ალბომი და ინტერნეტით გაავრცელა. 
ვაჟა ჩომაძიძე.

 


 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.