ბიოგრაფია

სიგურნი უივერი / Sigourney Weaver / Sigurni Uiveri (მსახიობის ბიოგრაფია)

02.08.2018 ჰოლივუდის მსახიობები 410 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   სიუზან ალექსანდრა უივერი

დაბადების თარიღი:  8 ოქტომბერი, 1949 წელი

დაბადების ადგილი:  მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ

პროფესია:  მსახიობი, პროდიუსერი

კარიერა:  1970 წლიდან

ზოდიაქო:  სასწორი

სიმაღლე: 180 სმ.

ა:   ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი - სიუზან ალექსანდრა უივერი, ცნობილია ფსევდონიმით სიგურნი უივერი, რომელიც მან 14 წლის ასაკში აიღო, ფ.სკოტ ფიცჯერალდის რომანის "დიდი გეთსბის" პერსონაჟისგან.

გოგონა მანჰეტენში დაიბადა 1949 წლის 8 ოქტომბერს. სიგურნის მამას, სილვესტერ ლ. უნივერ-უმცროსს, შოტლანდიური და ინგლისური წარმოშობა აქვს და ის სატელევიზიო პროდიუსერად მუშაობდა. მსახიობის დედა ელიზაბეთ ინგლსი ინგლისელი იყო და ოჯახის დიდი სიყვარულის გამო, მსახიობის კარიერაზე უარი განაცხადა. სიგურნის მასზე 4 წლით უფროსი ძმა ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 1959 წელს უივერების ოჯახმა, 30 ჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. 1961 წელს სიგურნმა სწავლა  ბერლის გოგონათა აკადემიაში დაიწყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, დედამ იგი კერძო სკოლაში გადაიყვანა. . გოგონა საკმაოდ მაღალი ბავშვი იყო ასაკთან შედარებით და მისი ამხანაგი "ლილიპუტებისგან" მუდმივ დაცინვას განიცდიდა. ბულინგისგან სხვაგვარად რომ ვერ შეძლო თავის დაცვა, გადაწყვიტა "კლასის მასხარა" გამხდარიყო.

1962 წელს ოჯახი დროებით სან-ფრანცისკოში გადავიდა. მსახიობი თავისი სიმაღლის გამო, აქაც ძლიერი დაცინვის საგანი გახდა. მოგვიანებით, უივერები კონეკტიკუტში დაბინავდნენ. გოგონამ აქ განაგრძო სწავლა ეთელ უოლკერის სკოლაში და აქაც იგივე პრობლემას წააწყდა.

სწავლისას სიგურნი სკოლის დრამატულ წრეში გამოდიოდა. ამ პერიოდში იგი თანამშრომლობდა საფონდო მსახიობთა დასთან ერთად და გამოდიოდა სპექტაქლებში: "ტრეილერი, სურვილით მოწოდებული" და "შენ არ შეგიძლია მისი წაყვანა".

დაამთავრა რა თავის მშობლიურ ნიუ-იორკში სტენფორდის უნივერსიტეტი, მსახიობმა სწავლა იელის დრამის სკოლაში განაგრძი, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ, თავის თანაკლასელ, შემდგომში კინოვარსკვლავ მერილ სტრიპთან ერთად სპექტაკლებში დაიწყო თამაში.

თეატრში, იმის გამო, რომ სიგურნი საკმაოდ მაღალი იყო, ხშირად მოხუცებულებისა და მეძავების როლებს აძლევდნენ. თუმცა, მან მაინც მოახერხა ეთამაშა ისეთ პიესებში, როგორიცაა: "ბაყაყები", " ბუნება და კაცობრიობის მიზანი", "დარილი და ქეროლი და კენი და ჯენი", "ვენეციელი ვაჭარი" და "როგორ მოგწონთ ეს".

პირველი, ვინც გოგონას სერიოზულად შეხედა, როგორც მსახიობს - კრისტოფერ დურანი და მისი დრამატურგთა ჯგუფი გახლდათ. მათ ერთობლივად დაწერეს პიესა "ლუზიტანიის სიმღერა". ეს პაროდიაა თანამედროვე, (იმ დროის) ბროდვეის მუზიკლებისა და კაბარეთა სტილის შესახებ. პიესა სულ 24 - ჯერ დაიდგა - 1979-1981 წლებში. აქ შესრულებული როლისთვის სიგურნიმ პრემია მიიღო, როგორც  საუკეთესო დრამატულმა მსახიობმა. 70-იანი წლების შუახანებში იგი რამდენიმე რეკლამასა და ტელესრიალში "სომერსეთი" - გადაიღეს.

კინემატოგრაფში მისი დებიუტი 1977 წელს შედგა ეპიზოდური როლით, რომელიც სულ 6 წამი გრძელდებოდა, ვუდი ალენის ფილმში "ენი ჰოლი". რამდენიმე ხნის შემდეგ,  მსახიობის აღმასვლა დაიწყო და ამის მიზეზი პოლიციის ლეიტენანტის ელენ რიპლის როლის შესრულება გახდა, რიდლი დკოტის მეცნიერულ-ფანტასტიკურ თრილერში "სხვა", რომელიც თავდაპირველად, მამაკაცისთვის იყო დაგეგმილი.

კინემატოგრაფში მისი დებიუტი 1977 წელს შედგა ეპიზოდური როლით, რომელიც სულ 6 წამი გრძელდებოდა, ვუდი ალენის ფილმში "ენი ჰოლი". რამდენიმე ხნის შემდეგ,  მსახიობის აღმასვლა დაიწყო და ამის მიზეზი პოლიციის ლეიტენანტის ელენ რიპლის როლის შესრულება გახდა, რიდლი დკოტის მეცნიერულ-ფანტასტიკურ თრილერში "სხვა", რომელიც თავდაპირველად, მამაკაცისთვის იყო დაგეგმილი. აქ შესრულებული როლისთვის მსახიობი ბრიტანეთის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ამ გახმაურებული ბლოკბასტერის შემდეგ, მსახიობი 1982 წელს გადაიღეს ფილმში "სიცოცხლისთვის სახიფათო წელი". ასევე, ამ ფილმა დიდი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ავსტრალიაში. შემდეგ მეგა-ჰიტად ფანტასტიური ჟანრის ფილმი "მოჩვენებებზე მონადირეები" გახდა, სადაც მსახიობი დანი ბარეტის კომიკურ როლს ასრულებს. ასევე წარმატებულად იტამაშა მან პოპულარულ ფილმში "გულისმჭამელები".

კინემატოგრაფში მისი დებიუტი 1977 წელს შედგა ეპიზოდური როლით, რომელიც სულ 6 წამი გრძელდებოდა, ვუდი ალენის ფილმში "ენი ჰოლი". რამდენიმე ხნის შემდეგ,  მსახიობის აღმასვლა დაიწყო და ამის მიზეზი პოლიციის ლეიტენანტის ელენ რიპლის როლის შესრულება გახდა, რიდლი დკოტის მეცნიერულ-ფანტასტიკურ თრილერში "სხვა", რომელიც თავდაპირველად, მამაკაცისთვის იყო დაგეგმილი. აქ შესრულებული როლისთვის მსახიობი ბრიტანეთის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ამ გახმაურებული ბლოკბასტერის შემდეგ, მსახიობი 1982 წელს გადაიღეს ფილმში "სიცოცხლისთვის სახიფათო წელი". ასევე, ამ ფილმა დიდი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ავსტრალიაში. შემდეგ მეგა-ჰიტად ფანტასტიური ჟანრის ფილმი "მოჩვენებებზე მონადირეები" გახდა, სადაც მსახიობი დანი ბარეტის კომიკურ როლს ასრულებს. ასევე წარმატებულად იტამაშა მან პოპულარულ ფილმში "გულისმჭამელები".

ახლგაზრდობაში უივერი მრავალ ჯილდოზე წარადგინეს, თუმცა - რამდენიმეს მიღება შეძლო, რადგან ალბათ, აქაც სიმაღლემ შეუშალა ხელი...

პ ი რ ა დ ი:   1967 წელს, როცა მსახიობი დროებით იზრაელში ცხოვრობდა, რეპორტიორ აარონ პატამზე დაქორწინდა. თუმცა ისინი სწრაფადვე დაშორდნენ ერთმანეთს.

1983 წელს სიგურნიმ უილიამსთაუნის ფესტივალზე რეჟისორი ჯიმ სიმპსონი გაიცნო და 1984 წლის 1 ოქტომბერს მას ცოლად გაჰყვა. აღსანიშნავია, რომ ქმარი ცოლზე 6 წლით უმცროსია. ცოლქმარს მხოლოდშობილი ასული ჰყავს და მისი სახელია შარლოტა, რომელიც 1990 წელს მოევლინა ამ სამყაროს.

ავტორი:  ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

1977 - Annie Hall              

1978 - Madman                  

1979 - Alien        

1981 - Eyewitness             

1982 - The Year of Living Dangerously        

1983 - Deal of the Century               

1984 - Ghostbusters          

1985 - One Woman or Two            

1986 - Half Moon Street    Dr. Lauren Slaughter          

1988 - Gorillas in the Mist: The Story of Dian Fossey               

1989 - Ghostbusters II      

1992 - The Snow Queen    Narrator (voice)  

1993 - Rabbit Ears: Peachboy         

1994 - The Wild Swans    

1995 - Copycat   

1997 - The Ice Storm        

1999 - A Map of the World             

2000 - Company Man       

2001 - Heartbreakers        

2002 - Tadpole   

2006 - Snow Cake              

2007 - Happily N'Ever After                           

2008 - Vantage Point        

2009 - Avatar       Dr. Grace Augustine          

2010 - Crazy on the Outside            

2011 - Cedar Rapids          

2012 - The Cabin in the Woods      

2014 - Exodus: Gods and Kings      

2015 - Chappie                   

2016 - Finding Dory          

2017 - The Meyerowitz Stories (New and Selected)   

2020 - Avatar 2

2021 - Avatar 3

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1976 - Somerset 

1977 - The Best of Families             

1979 - 3 by Cheever: The Sorrows of Gin     

1986 - 2010 -Saturday Night Live  

1997 - Snow White: A Tale of Terror            

2002 - Futurama

2008 - Eli Stone  

2009 - Prayers for Bobby 

2012 - Political Animals  

2015 - Penn Zero: Part-Time Hero Lady Starblaster  

2015 - 2017 -       Doc Martin          

2016 - Years of Living Dangerously              

2017 - The Defenders

ბიოგრაფია, Sigurni Uiveri, Sigourney Weaver, სიგურნი უივერი, მსახიობის
სულ კომენტარი: 0
avatar