დამატება

სუზენ უორდი / Susan Ward

03.07.2016 - 17:14
ბიოგაფია: სუზენ უორდი / Susan Ward

დაბადების სახელი: სუზენი
დაბადების თარიღი: 1976 წელი 15 აპრილი
დაბადების ადგილი: მონრო, ლუიზიანა, აშშ
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1992 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 163 სმ.

ბიოგრაფია: სუზენ უორდი 1976 წლის 15 აპრილს დაიბადა ქ. მონროში, ლუიზიანას შტატში, აშშ-ში. ის სწავლობდა კერძო ქრისტიანულ სკოლაში (Monroe Christian School) და ასევე Ouachita Parish High School- ში. მცირე ხნით სწავლობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლუიზიანას უნივერსიტეტში, სხვაგვარად, (now University of Louisiana at Monroe)-ში. 
მომავალი მსახიობის კარიერა საკმაოდ ადრე დაიწყო. 13 წლის ასაკში, მან შეთავაზება მიიღო ნიუ-იორკში მოდელთა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, რაც უცნაურ ვითარებაში მოხდა, როდესაც გოგონა დედასთან ერთად საყიდებლზე შევიდა სუპერმარკეტში.

სუზენმა ხელი მოაწერა "Ford" - ის ცნობილ სააგენტოსთან გადაღებებთან დაკავშირებულ კონტრაქტზე და გოგონა სამი წლის მანძილზე სასკოლო არდადეგების პერიოდში, ჟურნალებსა და კატალოგებში საბავშვო მოდელად მუშაობდა. 
16 წლის ასაკში სამოდელო სააგენტომ მას პირველი მცირე როლი შესთავაზა ტელესერიალში «Swans Crossing» - „გედების გზაჯვარედინი“. გოგონამ სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად გაკვეთილების მიღება დაიწყო და პარალელურად სხვადასხვა მოსმენები გაიარა. ამის შემდეგ, 1995 წელს მალე მიიღო ერთ-ერთი ეპიზოდური როლი ნაცნობ სერიალში „All My Children“ - „ყველა ჩემი ბავშვი“.  სტუდიას ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სუზენზე დაკვირვება ეწარმოებინათ და დარწმუნებულიყვნენ მის სამსახიობო შესაძლებლობებში, შემდეგ კი, როგორც პროექტის ძირითად მსახიობთან,ხელი მოეწერათ კონტრაქტზე.

უკვე ჰოლივუდში მცხოვრებმა სუზენ უორდმა, 1996 წელს ტელემაგნატ აარონ სპელინგისგან წინადადება მიიღო, შეესრულებინა virginal Meg Cummings -ის მცირე როლი სერიალში „მალიბუს სანაპიროები“, მაგრამ რვა ეპიზოდის შემდეგ, დაბალი რეიტინგის გამო, შოუ დაიხურა. შოუ ეთერში 1997-99 წწ-ში გადიოდა. 1999 წლიდან შეინიშნება მისი ერთგვარი საკარიერო წინსვლა კინოში. 

1999 წელს ითამაშა ფსიქოტროპ ბრიტანი ფორესტის როლი ეროტიულ თრილერში „The In Crowd“. ფილმმა კომერციული ჩავარდნები განიცადა კინოთეატრებში, მაგრამ საკმაო წარმატებებს მიაღწია საკაბელო და საოჯახო ვიდეოზე.
v 2000 წლიდან სუზენ უორდი გამოჩნდა ჰიტად ქცეულ ფილმში „Shallow Hal“ – „ბოროტების სიყვარული“. ის ასევე მონაწილეობდა მრავალ სხვა direct-to-DVD-ში. გამოჩნდა ასევე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებსა და შოუებში, სადაც განსაკუთრებით თავის მეგობრებს იწვევდა.

2009 წელს უზენი საოჯახო დრამაში ქლოეა კმერკოს, ახალგაზრდა ტანმოვარჯიშის დედის როლს თამაშობს on ABC საოჯახო დრამის სერიალში. აქ მან, შოუს პირველ ორ სეზონში ითამაშა. სუზენ უორდი ქორწინებაშია დევიდ რობინსონთან, რომელიც კინოსტუდია Morgan Creek Productions-ს ვიცე-პრეზიდენტია. მათ ერთმანეთი 1999 წელს გაიცვნეს და 2005 წელს დაქორწინდნენ. ქორწინების ცერემონიალი პატარძლის მეგობარმა დ.ნ. კლარკმა წაიყვანა. 
2013 წლის 14 ივლისს წყვილს შეეძინა ვაჟი ქამერონი, რითაც ძალიან გაიხარეს. მსახიობს ჰყავს ერთი ძმა - მაიკლ უორდი.

 ვაჟა ჩომახიძე.

 

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
1997 - Poison Ivy: The New Seduction - Sandy. 
2000 - The In Crowd - Brittany. 
2001 - Going Greek Wendy. 
2001 - Shallow Hal Jill. 
2002 - Would I Lie to You? - Olivia. 
2004 - Wild Things 2 - Brittney Havers. 
2005 - Cruel World - Ashley. 
2005 - Two for the Money -Girl in sportscar. 
2005 - Just Friends Hooker. 
2006 - Dead & Deader - Holly. 
2007 - Who's Your Caddy? - Mrs. Cummings. 
2008 - Toxic -Michelle. 
2010 - Order of Chaos - Tara. 
2010 - Costa Rican Summer - Aunt Carla. 
2014 - Four of Hearts - Jennifer St. Clair. 

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა: 
1995 - All My Children. 
1996 - Malibu Shores. 
1996 - Hercules: The Legendary Journeys. 
1997 - Xena: Warrior Princess. 
1997-1999 - Sunset Beach. 
2001 - Men, Women & Dogs. 
2002 - Friends Hayley. 
2002 - Boomtown. 
2004 - CSI: Miami. 
2005 - Play Dates. 
2005 - CSI: Crime Scene Investigation. 
2006 - Monk. 
2005-2006 - ust Legal. 
2007 - Women's Murder Club. 
2008 - Jack Hunter and the Lost Treasure of Ugarit. 
2009 - criminal Minds. 
2009 - 2011 -Make It or Break It. 
2012 - Major Crimes

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.