დამატება

ტომ ჰენკსი / Tom Hanks

03.05.2016 - 19:07
ბიოგაფია: ტომ ჰენკსი / Tom Hanks

დაბადების სახელი: ტომას ჯეფრი ჰენკსი

დაბადების თარიღი: 1956 წელი, 9 ივლისი

დაბადების ადგილი: კონკორდი, კალიფორნიის შტატი, აშშ

პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი

კარიერა: 1974 წლიდან

ზოდიაქო: კირჩხიბი

სიმაღლე: 183 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახიობი თომას ჯეფრი ჰენკსი, აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია. მამამისი შეფ-მზარეულად მუშაობდა ადგილობრივ რესტორანში. დედა კი - ოფიციანტად. 5 წლის იყო ბიჭი, როცა მშობლები გაიყარნენ. კანონის თანახმად, უმცროსი შვილი დედას დარჩა, ხოლო, სამი უფროსი, მათ შორის ტომი, მამასთან. მამას, სამუშაოს ძიებაში, ქალაქიდან ქალაქში უწევდა ბავშვებთან ერთად გადანაცვლება. ტომს ძალიან ენატრებოდა დედა და ოდესღაც მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა, მანამდე კი - მამის ახალ-ახალი საყვარლების ყურება უწევდა.

ტომი ჩუმი და ჩაკეტილი ბავშვი იყო და ნებისმიერ კომპანიაში თავს უცხოდ გრძნობდა. სკოლებში, სადაც ის სწავლობდა, ყოველთვის თეატრალურ წრეებში ეწერებოდა. 12 წლისამ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო. მამა ამ ფაქტს ყოველთვის ეჭვით შესცქეროდა, რადგან არასდროს სჯეროდა მსახიობობით ფულის შოვნისა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ტომი კალიფორნიის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მაგრამ სწავლის ეიფორიამ სწრაფად გაუარა, რადგან თეორია ძალიან მშრალი აღმოჩნდა, მასწავლებლები მოსაწყენი, ხოლო, თანაკურსე -ბლები ნიჭიერებას კი არ ეყრდნობოდნენ, არამედ გახმაურებულ გვარებს სცემდნენ თაყვანს.

ტომს ექსპერიმენტული დადგმები, ახალგაზრდა რეჟისორები და გაბედული გოგონები იტაცებდა. ყველა გაოცდა, როცა მან თავისი თავნება თანაკურსელი -სამანტა ლიუისი შეიყვარა.

სხვათა მხარდაჭერისა და ყურადღების მიუხედავად, მსახიობმა მალე მიაღწია სერიოზულ წარმატებებს თაეტრის სცენაზე. ტომმა უნივერსიტეტს თავი დაანება და სამანტასთან ერთად, პატარა დრამატულ დასს შეუერთდა.

ტომი სამანტაზე დაქორწინდა და მალე მამა გახდა. შვილის გაჩენამ ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. მსახიობი როლებს ვერ ღებულობდა. სახლში კი - მშიერი ცოლშვილი ელოდა. მსახიობი მთელი დღე დაეხეტებოდა ქალაქში და სამუშაოს დაეძებდა...

1980 წელს ის გადაიღეს ფილმში „მან იცის, რომ მარტო ხარ“ (He Knows You're Alone). შემდეგ კი - შეთავაზება მიიღო სერიალში „მეგობრების ფიცი“. ტომს მალე ქალიშვილი შეეძინა და ოჯახი უფრო მეტს მოითხოვდა. სერიალის გადაღებისას ტომის ყურადღება რეჟისორმა რონ ჰოვარდმა მიიპყრო და მას მთავარი როლი შეთავაზა ნამდვილ კინოში.

1984 წელს გამოვიდა კომედია „ქალთევზა“ (Splash), რომელშიც მაყურებელს მსახიობი ძალიან მოეწონა. იმ დროისთვის ტომი, ნებისმიერ სამუშაოზე მიდიოდა, რის გამოც ბევრ ჩავარდნილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ტომი დღედაღამ მუშაობდა და ამის გამო, ცოლმა იგი ნამდვილ „ფული საჭრელ მანქანად“ აღიქვა. მსახიობი ბოლოს მიხვდა, რომ ისიც ადამიანია და ნებისმიერი ქურქი და ავტომობილი არ ღირს სიცოცხლის სამსხვერპლოდ, ხოლო, როცა შეიტყო, რომ სამანტა ხანგრძლივ დასვენებას აპირებდა ბავშვების გარეშე, მიხვდა რომ ქალი რაღაც ვერ იყო... არც ჰოლივუდის ბოჰემა უყურებდა მსახიობს კარგი თვალით, რადგან ძვირადღირებულ წვეულებებს გაურბოდა. ის პატიოსანი კაცი იყო, რის გამოც ოჯახიც გაუუცხოვდა და სამუშაოც.

რამდენიმე წლის შემდეგ, ტომმა ისევ შეახსენა თავი კინოსამყაროს. 1988 წელს ეკრანებზე გამოჩნდა სურათი „დიდი“ (Big), რამაც მსახიობს „ოქროს გლობუსი“ და კრიტიკის აღიარება მოუტანა.

1992 წელს ტომმა ითამაშა ფილმში „საკუთარი ლიგა“ (A League of Their Own). ეს ფილმი ჰენკსის სარეჟისორო დებიუტი გახლდათ. ფილმმა კარგი შემოსავალი მოიტანა.

1993 წელს ტომმა სწრაფად გადაინაცვლა კომედიიდან დრამატულ ჟანრში და დრამაში „ფილადელფია“ (Philadelphia) „შიდსით“ დაავადებული ახალგაზრდა გმირის როლი შეასრულა. ამ როლისთვის მან „ოსკარი“ დაიმსახურა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. მაგრამ მთავარი წარმატებები კიდევ წინ ელოდა.

1994 წელს გამოვიდა ფილმი „ფორესტ გამპი“ (Forrest Gump), რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისით მაყურებელი დიდად აღფრთოვანებული დარჩა და ის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად აღიარეს! აქ შესრულებულმა როლმა მსახიობს მეორე „ოსკარი“ მოუტანა, ხოლო, ფილმის შემოსავალი 500 მილიონი დოლარი გახლდათ.

მსახიობმა წარმარმატებების შემდეგ გადაწყვიტა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთ ფილმში ეთამაშა, რადგან სურდა ოჯახთან უფრო ახლოს ყოფილიყო. ტომი პარალელურად: პროდიუსერულ, სცენარისტულ და რეჟისორულ საქმიანობასაც განაგრძობდა.

„და ვინჩის კოდის“ გადაღებისას მსახიობი მაშინვე უქასტინგოდ დაამტკიცეს როლზე.

ტომი ამჟამადაც აქტიურად განაგრძობს სამსახიობო მოღვაწეობას. გასულ წელს, ის სამ ფილმში გადაიღეს, ხოლო, 2016 წელს მისი მონაწილეობით გამოდის ფილმები : „ჯოჯოხეთი“ (Inferno) და „წრე“ (The Circle).

პ ი რ ა დ ი: სამანტას ხელში მსახიობს ვაჟი კოლინი და გოგონა ელიზაბეტი შეეძინა. სამანტასთან მან მხოლოდ 10 წელი იცხოვრა.

1988 წელს მსახიობი თავის კოლეგა რიტა უილსონზე დაქორწინდა. წყვილმა ერთმანეთი სატელევიზიო შოუს გამართვამდე, სადაც ერთად მონაწილეობდნენ, ცოტათი უფრო ადრე გაიცვნო. მათი სასიყვარულო რომანი კარგა ხანს გაგრძელდა და ეს 1985 წელს მოხდა ფილმის „მოხალისეები“ (Volunteers) გადაღებისას. რიტას ხელში მსახიობს ორი ვაჟი: ჩესტერი და ტრუმენი შეეძინა.

2011 წელს მსახიობი ბაბუა გახდა. მის ქალიშვილს ოლივიას გოგონა გაუჩნდა. 2013 წელს კი - მეორე შვილიშვილი - გოგონა შარლოტა.

ტომი მართლმადიდებელი ქრისტიანია და კონსტანტინოპოლის პატრიარქის აშშ-ში ჩამოსვლის ცერემონიალს ესწრებოდა. მართლმადიდებელი ტომი მეორე ცოლის მოყვანის შემდეგ გახდა.

მსახიობი, როგორც თავად განაცხადა ერთ-ერთ ტელეშოუში, დიაბეტითაა დაავადებული. იმავე შოუში განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ტელესერიალი „დოქტორი ვინ“.

მსახიობი მოკრძალებულად ცხოვრობს. მას ძალიან უყვარს ოჯახური გარემო და ცოლშვილი. ის არ არის ჰოლივუდის ვარსკვლავთა ამპარტავნებით დაავადებული და ყვითელი პრესაც კი დადებითადაა განწყობილი მის მიმართ.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

1982 - Knows You’re Alone

1984 - Splash

1985 - The Man With One Red Shoe

1986 - The Money Pit

1987 - Dragnet

1988 - Big

1989 - The 'Burbs

1990 - The Bonfire of the Vanities

1992 - Radio Flyer

1993 - Sleepless in Seattle

1994 - Forrest Gump

1995 - Apollo 13

1996 - That Thing You Do!

1998 - Saving Private Ryan

1999 - The Green Mile

2000 - Cast Away

2002 - Road to Perdition

2004 - Elvis Has Left The Building

2006 - The Da Vinci Code

2007 - Charlie Wilson’s War

2008 - The Great Buck Howard

2009 - Angels & Demons

2011 - Larry Crowne

2012 - Cloud Atlas

2013 - Saving Mr. Banks

2015 - Bridge of Spies

2016 - Inferno

2016 - The Circle

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1982 – Taxi

1982 - Happy Days

1983 - Family Ties

1998 - From the Earth to the Moon

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.