ბიოგრაფია

უილიამ ჰ. მეისი / William H. Macy (მსახიობის ბიოგრაფია)

04.04.2017 ჰოლივუდის მსახიობები 838 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   უილიამ ჰოლ მეისი უმცროსი / (William Hall Macy Jr.).          
დაბადების თარიღი:  13 მარტი, 1950 წელი
დაბადების ადგილი:   მაიამი, ფლორიდა, აშშ
პროფესია:   მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი
კარიერა:   1964 წლიდან
ზოდიაქო:   თევზები
სიმაღლე:   173 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: უილიამი - "ოსკარ"- ის ორგზის ნომინატია. ორჯერ მიიღო: "ემი" და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო პრემია (Actors Guild). ასევე, გახლავთ: თეატრისა, ტელევიზიისა და კინოს მასწავლებელი და რეჟისორი. მისი კარიერა, პირველ რიგში - დაფუძნებულია პატარა ფილმებში, დამოუკიდებელ კინოსა და მძაფრ-სიუჟეტიან პროექტებში  მონაწილეობაზე.

უილიამ ჰოლ მეის უმცროსი, 1950 წლის 13 მარტს დაიბადა ქალაქ მაიამში, ფლორიდის შტატში. გაიზარდა ჯორჯიისა და მერილენდის შტატებში. მამამისი - უილიამ ჰოლ მეის უფროსი, წარდგენილი გახლდათ Distinguished Flying Cross (მფრინავთა ჯვრის) ჯილდოზე და მიღებული აქვს საავიაციო მედალი მეორე მსოფლიო ომში ბომბდამშენ B-17 -ის საუკეთესო პილოტი. მოგვიანებით, იგი კომპანიას განაგებდა ატლანტაში და საერთაშორისო კომპანია  Dun & Bradstreet - ში მუშაობდა მანამ, სანამ მერილენდში არ დაარსა სადაზღვევო სააგენტო და უილიამ უმცროსს 10 წელი არ შეუსრულდა. უილიამ უმცროსის დედა - ლოისი, სანამ უილიამ უფროსს შეხვდებოდა, სამხედრო ქვრივი იყო. შვილისთვის დედა ყოველთვის "სამხრეთელი ლამაზმანი"  იყო. ილიამს ჰყავს ძმა - ფრედ მარილი დედის პირველი ქორწინებიდან.

უილიამი საკუთარ თავს "მასხარას" უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სკოლაში სწავლამდე ძალიან მორცხვი და მორიდებული ბიჭუნა იყო. მას შემდეგ, რაც ძმამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა, ნიჭიერთა შოუში ასრულებდა სიმღერებს, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონდა. მოგვიანებით, მსახიობი პრეზიდენტის სკოლაში მოწყობისკენ ისწრაფოდა. 1968 წელს მან კამბერლენდში   Allegany High School - ი დაამთავრა. უილიამი "ჰიპების" ანტისაომარი მოძრაობის წევრი იყო. მარიხუანას, ნახევრად სინთეზურ ფსიქოტროპულ (LSD) ნივთიერებასა და სხვა სახის ნარკოტიკებსაც ეტანებოდა. (ასე რომ - ახალგაზრდობაში, "მაგარი ბიჭი" იყო).

უილიამმა, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა დასავლეთ ვირჯინიის ვეტერინალური კოლეჯი განაგრძო, შემდეგ კი - Goddard - ის კოლეჯში გადავიდა და თეატრში მოხვდა. 1971 წელს კოლეჯი დაასრულა და ჩიკაგოში გადავიდა, სადაც ბარმენად დაიწყო მუშაობა.

ერთ წელწადში, მან დევიდ მამეტსა და სხვებთან ერთად, "წმინდა ნიკოლასის" სახელობის თეატრალური კომპანია ჩამოაყალიბა, სადაც ბევრი როლი შეასრულა და დადგა «American Buffalo» და «The Water Engine» პროექტები.

ლოს-ანჯელესში ცხოვრების შემდეგ, 1980 წელს, მსახიობი ნიუ-იორკში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო ბროდვეის 50 - ზე მეტ და სხვადსახვა დადგმებში. ეკრანებზე, ერთ-ერთი საყურადღებო (კუს როლი, რომელსაც სოკრატე ერქვა) მან 1984 წელს შეასრულა ფილმში «The Boy Who Loved Trolls».

1987 წელს უილიამმა მონაწილეობა მიიღო მამეტის ფილმებში "თამაშის სახლი" / «House of Games», ხოლო, 1988 წელს კრიმინალურ კომედიაში "ყველაფერი იცვლება" / «Things Change», 1991 წელს ფილმში «Homicide» და 1994 წელს დრამაში "ოლეანა" / «Oleanna».

მოგვიანებით კი - ბარი ლევინსონის კომედიურ დრამაში «Wag the Dog» და დევიდ მამეტის  ფილმში «State and Main» - გამოჩნდა. 2004 წელს კვლავ მამეტის ფილმში "სპარტანელი" / «Spartan» ითამაშა. 

ეჭვგარეშეა, რომ უილიამის კარიერული წინსვლა მის მიერ შესრულებულმა ერტ-ერთმა საუკეთესო, "ფარგოს" როლმა განაპირობა, რომლის გამოც იგი ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს.

მის მიერ განსახიერებული როლებიდან გამოყოფენ აგრეთვე -  კომედიაში "ბენი და ჯუნი" / «Benny & Joon», სთივენ შატერის თრილერებში: «Above Suspicion», «Gus Van Sant's» - შექმნილ პერსონაჟებს. ასევე ყურადსაღებია ფილმები: «Happy, Texas», «Mystery Men» და «Magnolia», სადაც იგი ჯერემ ბლეკმენთან და ტომ კრუზთან ერთად თამაშობს.
2001 წელს უილიამსმა ბლოკბასტერ «Jurassic Park III» -ში შეასრულა მამინაცვლის როლი, რის შემდეგაც ნილ სლავინის «Focus» - ში გამოჩნდა. 2002 წელს კრიმინალურ კომედიაში «Welcome to Collinwood» მოევლინა მაყურებელს.

2003 წელს უილიამმა "ემის" ორი ჯილდო მიიღო მთავარი როლისა და სცენარის შექმნაში მონაწილეობისთვის დრამაში «Door to Door», რომელი ბილ პორტერის, პორტლენდის კომივოიაჟერის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ასევე მისი ნამუშევრები: "სასწრაფო დახმარება / «ER»" და "სპორტის ღამე" / «Sports Night» ნომინირებული იყო "ემის" ჯილდოზე.

2007 წელს თავი გამოიჩინა უოლტ ბეკერის ფილმში «Wild Hogs» შესრულებული როლით.
2008 წელს იგი ერთდროულად რამდენიმე პროექტში მონაწილეობდა: «The Deal»,  «Bart Got a Room», «The Lonely Maiden», «Family Man». იმავე წელს გადაიღეს ფილმებში: «Antique», «Keep Coming Back», «Hurricane Mary» და საშინელებათა სურათში «House of Re-Animator».
2009 წელს კვლავ გაიბრწყინა ფილმში  «Yes Man».
2011 წელის 9 იანვარს, აშშ-ს ტელეარხ  Showtime - ზე გამოჩნდა პოლ ებოტისკომედიური დრამა,  სატელევიზიო სერიალი "უსირცხვილოები" / "Shameless", რომელიც იმავე სახელწოდების ბრიტანული სერიალის ადაფტაციას წარმოადგენს. უილიამი აქ დისფუნქციური ოჯახის მამის, მთავარ, ფრენკ გალაგერის როლს ასრულებს. მისი გმირი - მარტოხელა ალკოჰოლიკი და ნარკომანია, რომელსაც ექვსი შვილი ჰყავს და იმდროს, როცა მათი მამა დღედაღამ დაკავებულია თავისი ერთგული ხელობით, შვილები დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ. 

პ ი რ ა დ ი: 
უილიამი 1997 წელს მსახიობ ფელისიტი ჰაფმანზე დაქორწინდა. ქორწინებიდან წყვილს - ორი ქალიშვილი ჰყავს:სოფია გრეისი და ჯორჯია გრეისი.
უილიამი - სარწმუნოებით ლუთერიანელია და ცნობილია თავისი დიდი ლიბერალობით. ძალიან კეთილი და გულისხმიერი პიროვნებაა. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. უკრავს ჰავაურ გიტარაზე, რომელსაც "უკულელე" ჰქვია. დაკავებულია სამეურნეო საქმიანობებით: უყვარს ჩარხვა და ხეზე კვეთა. ის ასევე, არის ცერებრალური დამბლის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუკი, რომელიმე რეჟისორი, მოისურვებს მულტფილმ "სიმპსონების" ბაზაზე სატელევიზიო პროექტის შექმნას, უილიამი - ნედ ფლანდესის როლზე, მთავარი კანდიდატი იქნებაო.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

1980 - Foolin' Around        
1983 - Without a Trace    
1985 - The Last Dragon    
1987 - Radio Days        
1988 - Things Change        
1991 - Homicide    
1992 - The Water Engine    
1993 - Being Human        
1994 - The Client    
1995 - Murder in the First    
1996 - Fargo    
1997 - Colin Fitz Lives!    
1998 Pleasantville    
1999 - Happy, Texas    
2000 - State and Main    
2001 - Jurassic Park III    
2002 - It's A Very Merry Muppet Christmas Movie    
2003 - The Cooler    
2004 - Cellular    
2005 - Sahara    
2006 - Doogal    
2007 - Wild Hogs    
2008 - The Deal    
2009 - The Maiden Heist        
2010 - Marmaduke    
2011 - The Lincoln Lawyer    
2012 - The Sessions    
2013 - A Single Shot    
2014 - The Wind Rises    
2015 - Walter        
2016 - Blood Father    
2017 - The Layover    

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1978 - The Awakening Land
1984 - The Boy Who Loved Trolls    
1985 - 1988 - Spencer: For Hire    
1986 - Kate & Allie    
1987 - The Equalizer    
1988 - The Murder of Mary Phagan    
1988 - Lip Service        
1990 - Law & Order    
1992 - Law & Order
1993 - Bakersfield P.D.    
1994 - 2009 - ER    
1998 - Superman: The Animated Series    The Director    
1999 - Batman Beyond    
1999 - 2000 - Sports Night    
2002 - Door to Door    
2003 - Out of Order    Steven
2004 - Reversible Errors    Arthur Raven    
2005 - The Wool Cap    
2006 - The Simpsons    
2006 - 07    Curious George    
2007 - The Unit    
2011 - Shameless

ბიოგრაფია, Macy, მეისი, მსახიობის, william, უილიამ
სულ კომენტარი: 0
avatar