ბიოგრაფია

რომან აბრამოვიჩი / Roman Abramovich

06.01.2019 ოლიგარქები 34 0 0.0

Загрузка...

რომან აბრამოვიჩი — რუსი მეწარმე. 2000-2008 წლებში იყო ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი. 2008 წლის 12 ოქტომბრიდან ჩუკოტკის დუმის დეპუტატი. 2008 წლის 22 ოქტომბრიდან — ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის დუმისთავმჯდომარე.
დაბადების თარიღი: 24 ოქტომბერი, 1966
დაბადების ადგილი: სარატოვი, რუსეთი
იახტა: Eclipse
მეუღლე: დაშა ჟუკოვაირინა მალანდინა, ოლგა იურიევნა ლისოვა, 
შვილები: არკადი აბრამოვიჩი, სოფია აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩი ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერია, რომელიც ამჯამად 10,2 მლრდ დოლარის მფლობელია. ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, დუმის ყოფილი დეპუტატი, კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, არა მხოლოდ დიდი უძრავ-მოძრავი ქონების პატრონია, არამედ მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც აქვს.

1966 წელს სარატოვში დაბადებული და ადრე დაობლებული აბრამოვიჩის პირველი ბიზნესი1988 წელს კოოპერატივი „სიმყუდროვე“ იყო, რომელიც რეზინის სათამაშოებს უშვებდა. 90-იან წლებიდან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე გადავიდა და მალე ყველაზე მდიდარ რუს ოლიგარქად გადაიქცა. მართალია, მის მერე სხვებიც გამოჩნდენენ, დღეს ზოგიერთ რუს მილიარდერს მასზე მეტი ქონებაც აქვს, მაგრამ აბრამოვიჩი მაინც ერთ-ერთი პირველია ახალ რუს მილიარდერებს შორის, რომელმაც მსოფლიო სახელი მოიხვეჭა.

ბიზნესმენს შვიდი შვილი ჰყავს. ამჟამად საყვარელ ქალთან – დარია ჟუკოვასთან ერთად ცხოვრობს, ვის გამოც დიდი ხნის ოჯახი დაანგრია და მშვენიერ სტიუარდესასა და ხუთი შვილის დედას დაშორდა.

"ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩზე ბრტამულმა გამოცემა "სანმა" პუბლიკაცია მოამზადა, რომელშიც წარმოგვიდგინა მილიარდერის ოჯახი.

"რომან აბრამოვიჩი ყოველ ახალ წელს დიდ წვეულებას აწყობს. წლეულს მას სხვა ცნობილ სახეებთან ერთად პოლ მაკარტნი სტუმრობდა.

როგორც წესი, იკრიბებიან მისი შვიდებიც. აბრამოვიჩს ხომ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 7 შვილი ჰყავს.

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს.

ანა, 26 წლის

ანა მეორე ცოლისგან, ირინასგან ჰყავს. მის დედას რომანი 11-წლიანი თანაცხოვრების სემდეგ 2007 ელს გაშორდა.

ანა ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს.


არკადი, 25

არკადი მამის 11.7-მილიარდიანი ქონების მემკვიდრეა. მას ხშირად ნახავთ "ჩელსის" თამაშებზე.

რომან აბრამოვიჩს სურდა არკადისთვის მოსკოვის ცსკა ეყიდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. 

ამის შემდეგ არკადის დანიური "კოპენჰაგენის" შეძენს სურვილი გაუჩნდა.


სოფია, 23

აბრამოვიჩის შვილებში ყველაზე "ველური" სოფიაა.

მას ხშირად ნახავთ ღამის კლუბებში, უყვარს მალდივის კუნძულებზე დასვენება, სადაც საკუთარი სასტუმრო აქვს. 

სოფია ცხენოსნობითაცაა გატაცებული. ჰყავს სამი ცხენი - დორა, ბილი და ზანზიბარი.


არინა, 17

არინაც ჯირითითაა გატაცებული. მამამისს აყიდინა 50 ათასევროიანი ცხენი როან გელდინგი, რომელმაც ამასწინათ ოლიმპიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

იგი ზოოლოგიის სპეციალობით ავსტრალიაში აპირებს კარიერის გაგრძელებას.


რომან აბრამოვიჩის ბოლო შვილი ირინასგან ილიაა. იგი 16 წლისაა. მამას სურდა პრესტიჟულ სკოლაში მიეყვანა, მაგრამ შვილმა არ იუსურვა. 

ირინას შემდეგ რომანი დაშა ჟუკოვაზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ბავშვი ჰყავს - 9 წლის აარონი და 5 წლის ლეა ლუ.

Roman Abramovich, რომან აბრამოვიჩი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...