ბიოგრაფია

შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი / Shakira Isabel Mebarak Ripoll

22.04.2016 მუსიკოსები 1090 0 0.0

Загрузка...

შაკირა 1977 წლის 1 თებერვალს დაიბადა. კოლუმბიელი მომღერალია, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მუსიკალური პროდიუსერი, ქორეოგრაფი და მოდელია. მან განსაკუთრებულ წარმატებებს 2000 წლიდან მიაღწია, როგორც ესპანურ ენოვან, ასევე ინგლისურენოვან მუსიკალურ ბაზარზე. მომღერლის სახელი არაბულიდან  شاكِرة‎‎ - შაკირა - ქართულად „მადლობელს“ ნიშნავს. ჰინდის ენაზე კი - „სინათლის ქალღმერთს“. შაკირა ბარნკილში დაიბადა და აღიზარდა. სკოლიდანვე დაიწყო სცენაზე გამოჩენა. დიდი ინტერესი გამოამჟღავნა ლათინო-ამერიკული და არაბული მუსიკის მიმართ. ასევე როკ-ნ-როლის მიმართულებითაც. მუცლით ცეკვამაც მოხიბლა.

შაკირამ, გასული საუკუნის 90 -იან  წლებში თავისი პირველი სტუდიური ალბომი Magia и Peligro გამოსცა და დიდ კომერციულ წარმატებებს მიაღწია; ოღონდაც, მისი ცნობადობა ლათინურ ამერიკაში აღზევდა - სადებიუტო ალბომით - Pies Descalzos, რომელიც 1996 წელს გამოსცა და მეოთხე ალბომით - Dónde Están los Ladrones? – რომელიც 1998 წელს გამოვიდა.

შაკირა ინგლისურენოვან ბაზარზე, 2001 წელს გამოჩნდა თავისი მეხუთე ალბომით - Laundry Service, რომლის მთავარი სინგლი იყო - «Whenever, Wherever» და რომელიც ყველაზე გაყიდვადი გახდა მსოფლიოში 2002 წელს. მალე მან თავისი წარმატებულობა მეექვსე და მეშვიდე ალბომებით: Fijación Oral, Vol. 1  და Oral Fixation - ით დაამტკიცა, ხოლო, 2005 წელს - Vol. 2 -ი  გამოსცა.

ბოლო მისი წარმატებული სვლა 21 -ე საუკუნის ყველაზე გაყიდვადი სიმღერის «Hips Don't Lie» ს გამოცემა იყო! მერვე და მეცხრე ალბომები: 2009 წელს She Wolf და 2010 წელს, Sale el Sol - იყო. კრიტიკოსებისგან თანხმობა მიიღო, მაგრამ Epic Records - თან დაძაბული ურთიერთობის გამო, ფართოდ გახმაურებული ვერ გახდა. მისი ოფიციალური სიმღერა, რომელიც 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწერა «Waka Waka (This Time for Africa)» მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილ ყველა დროის სიმღერებს შორის, ყველაზე გაყიდვადი იყო. ეს სიმღერა 629 მილიონი ნახვით, YouTube - ზე, იმ დროს მერვე ადგილზე აღმოჩნდა. 2014 წელს შაკირას მეათე ალბომის გამოსვლას, წინ უძღოდა - მთავარი სინგლი- «Can't Remember to Forget You».

შაკირამ მრავალი პრიზი მოიგო: მათ შორის ხუთი - «MTV Video Music Awards» - ი, ორი გრემი, რვა - Latin Grammy Awards - ი, შვიდი - Billboard Music Awards -ი, 28 - Billboard Latin Music Awards -ი და ოქროს გლობუსის ნომინაციები. მომღერალმა, სულ მსოფლიოს მასშტაბით -125 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, მათ შორის 70 მილიონი ალბომი იყო.

გარდა მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობისა, შაკირა საქველმოქმედო საქმიანობაშიც არის ჩართული. მას საკუთარი საქველმოქმედო ფონდი - Pies Descalzos Foundation -ი აქვს. გამოდიოდა აგრეთვე ბილ კლინტონის შექმნილ საქველმოქმედო ფონდის - «Clinton Global Initiative» -ს ღონისძიებებზე.  2010 წელის თებერვალში კი - პრეზიდენტმა ობამამ ოვალურ კაბინეტში მიიწვია, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამის განხილვაზე. 2013 წელს შაკირა ფორბსის სიაში მოხვდა, როგორც ერთ-ერთი სახე, 100 ყველაზე ძლიერ ქალთა შორის მსოფლიოში.

შაკირა, Shakira, Isabel Mebarak Ripoll, მუსიკოსი, მომღერალი, მებარაკ, შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი, იზაბელი, Shakira Isabel Mebarak Ripol, რიპოლი
სულ კომენტარი: 0
avatar