ბიოგრაფია

სნუპ დოგი / Snoop Dogg / Snup Dogi

07.04.2019 მუსიკოსები 35 0 0.0

Загрузка...

image

კელვინ კორდოზარ ბროდუსი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით სნუპ დოგი.noop Dogg (დ. 20 ოქტომბერი, 1971) — ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, მარიხუანასთან დაკავშირებული აქტივისტი და მსახიობი. იგი ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სცენის რეპერი და პროდიუსერ/რეპერ Dr. Dre-ს ერთ-ერთი პროტეჟე. მოზარდობაში იგი მოხვდა განგსტერულ დაჯგუფებაში Crips. სკოლის დამთავრების შემდეგ დაპატიმრებული იქნა კოკაინის მოხმარების გამო და უეინსაიდის საგრაფოს ციხეში ექვსი თვე დაჰყო. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა Dr. Dre-ს მიერ. თანამშრომლობდა Dr. Dre-სთან, სოლო სადებიუტო დისკზე The Chronic და ფილმის Deep Cover საუნდტრეკში შესულ სიმღერაზე.

image

სნუპის სადებიუტო ალბომი Doggystyle ლეიბლზე Death Row Records 1993 წელს გამოსვლისთანავე მოხვდა ბილბორდის 100-ეულში და რ’ნ’ბ ჩარტში. გამოცემიდან პირველივე კვირაში თითქმის მილიონი ასლის ოდენობით გაყიდული Doggystyle 1994 წელს პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა. მასში შეტანილია ჰიტად ქცეული სინგლები, რომელთა შორის არის What's My Name და Gin & Juice. 1994 წელს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის Murder Was The Case საუნდტრეკი, რომელშიც თავად სნუპიც მონაწილეობდა. 1996 წლის დასაწყისში მას მოხსნეს ყველა ბრალდება, დაკავშირებული მისი დაცვის წევრის მიერ 1993 წელს ფილიპ ვოლდემარიამის მკვლელობის გამო. მეორე ალბომი, Tha Doggfather, რეპერმა იმავე წელს გამოსცა. ჩანაწერი ასევე მოხვდა რამდენიმე ჩარტში, სინგლის Snoop's Upside Ya Head დახმარებით. მისი წარმატება წინამორბედისგან განსხვავდებოდა და 1997 წელს ორმაგი პლატინის სტატუსიც შესძინა.

Tha Doggfather იყო სნუპის უკანასკნელი სტუდიური დისკი Death Row-ზე. შემდეგ იგი გადავიდა ლეიბლზე No Limit Records, სადაც ჩაწერა შემდეგი სამი ალბომი — Da Game Is to Be Sold, Not to Be Told(1998) No Limit Top Dogg (1999) და Tha Last Meal (2000). ამას მოჰყვა ლეიბლებზე Priority/Capitol/EMI Records 2002 წელს გადასვლა. ალბომის Paid tha Cost to Be da Boss გამოცემის შემდეგ 2004 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Geffen Records. ამ ლეიბლზე გამოვიდა ალბომები R&G (Rhythm & Gangsta): The MasterpieceTha Blue Carpet TreatmentEgo Trippin' და Malice 'n Wonderland. უკანასკნელი დისკი, გამოცემული ლეიბლზე Priority იყო Doggumentary (2011 წლის მარტი).

image

მუსიკასთან ერთად, სნუპი მონაწილეობს სხვადასხვა ფილმსა და შოუში: Doggy Fizzle TelevizzleSnoop Dogg's Father Hood და Dogg After Dark. იგი ასევე არის ახალგაზრდული საფეხბურთო ლიგისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი. სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობისათვის ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სნუპი აკრძალული იყო, თუმცა ბრიტანეთში ეს აკრძალვა გაუქმდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ. მისი ნათესავები არიან ნეიტ დოგი, დეზ დილინჯერი, RBX, Lil' Dead, ბრენდი ნორვუდი და რეი ჯეი. 2009 წლის სექტემბრიდან EMI-მ სნუპი დანიშნა კვლავ გააქტიურებული ლეიბლის Priority Records თავმჯდომარედ.

image

2012 წელს, იამაიკაზე მოგზაურობის შემდეგ სნუპმა განაცხადა რასტაფარის მოძრაობის მხარდაჭერაზე და ახალ იმიჯზე, Snoop Lion. ამ ფსევდონიმით მან გამოუშვა რეგის ჟანრის Reincarnatedდა ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხრობილია მის იამაიკურ მოგზაურობებზეა. რეპერის მეცამეტე სტუდიური ალბომი Bush 2015 წლის მაისში გამოვიდა.

წყარო

სნუპ დოგი, Snoop Dogg, Snup Dogi
სულ კომენტარი: 0
avatar