დამატება

ელენა შილოვა / Елена Шилова

21.06.2016 - 14:32
ბიოგაფია: ელენა შილოვა / Елена Шилова

დაბადების სახელი: ელენა შილოვა
დაბადების თარიღი: 6 დეკემბერი 1988 წელი
დაბადების ადგილი: სოლიკამსკი, რუსეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 172 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ელენა შილოვა რუსეთის პერმსკის ოლქის პროვინციულ ქალაქ სოლიკამსკში დაიბადა. სკოლაში გოგონა თეატრის ისტორიას, ვოკალს, ცეკვას და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს დაეუფლა. მან ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე გადაწყვიტა ხელოვნების მსახური გამხდარიყო. რადგან მსახიობის გვარ-მოდგმაში ამ პროფესიის წარმომადგენელი არავინ ყოფილა, მისი ნათესავები და ახლობლები გოგონას გადაწყვეტილებას გამხდარიყო ВГИК-ის სტუდენტი, არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
მსახიობმა 2012 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (мастерскую Фокина). თეატრალურ სცენაზე სადიპლომო სპექტაკლებში: «Точка зрения», «Хористка» и «Чайка» გამოჩნდა.

2011 წელს მისი კინოდებიუტი შედგა ლიუსის როლით მრავალსერიან პროექტში «Пончик Люся». ამ როლისთვის დამწყებ მსახიობს დიდად გარდაქმნა მოუწია. პლასტიკური ქირურგების დახმარებით ელენასთვის სახეზე დასადები სპეციალური ბალიშები შექმნეს. მისი სხეული კი - უფორმო სამოსელით დაფარეს. ინტერვიუზე მან განაცხადა: „ლუსია მე ძალიან მომწონს, რადგან ის ყოველთვის მხიარულია. მე მგონია, რომ ასეთებს ახლა იშვიათად შეხვდები“. ამის შემდეგ, ელენა სხვადასხვა პროექტებში მიიწვიეს და სცენიდან სწრაფად გადაინაცვლა კინოში. 

2014 წელს მან წარმატებით შეასრულა მთავარი როლი სერიალში «Сестра моя, любовь», რითაც მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, “ჰყავს თუ არა მას მეგობარი ვაჟი“, მსახიობმა განაცხადა: „მე ჯერ ჩემს სიყვარულს არ შევხვედრილვარ!“ მსახიობი მეტისმეტად ბუნებრივია არამხოლოდ როლების შესრულებისას, არამედ ვიზუალურადაც. ის საერთოდ არ „იგრიმება“, რის გამოც მისით აღფრთოვანებულია რუსული პუბლიკა.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2014 - Подмена в один миг. 
2013 – Незабудки. 
2013 – Васильки. 
2012 – Русалка. 
2012 - В ожидании весны. 
2011 - Медовая любовь. 
2011 – Испанец. 
2011 - Белая ворона. 
2010 - Белый налив. 
2009 - Предлагаемые обстоятельства. 

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა:
2014 - Сестра моя, Любовь. 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.