ბიოგრაფია

იულია მიხალკოვა / Юлия Михалкова ბიოგრაფია

24.09.2016 რუსი მსახიობები 998 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: იულია მიხალკოვა
დაბადების თარიღი: 1983 წელი, 12 ივლისი
დაბადების ადგილი: ზედა პიშმა, სვერდლოვსკის ოლქი, რუსეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი 
სიმაღლე: 170 სმ.
 
ბიოგრაფია: იულიამ მე - 10 კლასში სწავლისას, მუშაობა დაიწყო ადგილობრივ ტელევიზიაში, "ახალგაზრდების ამბების" წამყვანის თანამდებობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონა ურალის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო ქალაქ ეკატერინბურგში.

იგი პირველი კურსიდანვე გახდა უნივერსიტეტის მასანკანის გუნდის წევრი. უნივერსიტეტში სწავლის ორი წლის სემდეგ, მსახიობი ეკატერინბურგის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მოხვდა, რომელიც 2008 წელს დაამთავრა, სპეციალობით - "დრამატული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი".

2005 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი იულია, ეკატერინბურგის ტელევიზიის მეოთხე არხის გადაცემების წამყვანი გახდა. მოგვიანებით კი - პროგრამაში, "ახალი ამბები", ამინდის პროგნოზი მიჰყავდა.

2008 წელს იულიას, როგორც მსახიობის დებიუტი შედგა მცირე როლით ფილმში - «Серебро» / "ვერცხლი". შემდეგ, 

2009 წელს მსახიობი ერთადერთი მონაწილე გოგონა იყო პოპულარულ იუმორისტულ შოუში «Уральские пельмени». ამასთან დაკავშირებით, იულიამ განაცხადა: "ამ შოუში მონაწილე ყველა ბიჭს ინსტიტუტის პირველი კურსიდანვე ვიცნობდი და ოთხი წელი მათთან ერთად გავატარე. ჩვენ მასანკანის გოგონათა კლუბი გვქონდა სასწავლებელში, რომელიც სერგეი ერშოვმა ჩამოაყალიბა. ბიჭები ჩვენ ხუმრობებს გვიწერდნენ. ჩვენი გუნდიდან ბევრი გოგონა მონაწილეობდა ბიჭებთან, მაგრამ როგორც მოდიოდნენ, ისე - მიდიოდნენ. 1997 წელს გუნდში უფრო მეტი გოგონა იყო, ვიდრე ბიჭი. თავადაც არ ვიცი, როგორ დავრჩი მათთან ასე დიდი ხნით".

იულიამ მონაწილეობა მიიღო სიმღერებისა და კლიპების ჩწერაში:
"გელენჯიკის ვარსკვლავი" - ჯგუფი «Смысловые галлюцинации» 
ნიკოლაი როტოვის კლიპი - Rotoff , «Юля-красотуля» და სინგლში «Если нет».

გადაიღეს ფილმებსა და სერიალებში: 
«Влюблен и безоружен» / შეყვარებული და უიარაღო""(2010) 
«Моржовка» (2011) სერიალი
«Нереальная история» / "არარეალური ისტორია" (2011) 
«Реальные пацаны» / "რეალური ბიჭები"(2012) სერიალი
"Стройка" / "მშენებლობა" (2014) სერიალი

ბიოგრაფია, Юлия, იულია, Михалкова, მიხალკოვა
სულ კომენტარი: 0
avatar