ბიოგრაფია

კრისტინა ასმუსი / Кристина Асмус (მსახიობი) ბიოგრაფია

26.04.2017 რუსი მსახიობები 859 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   კრისტინა იგორევნა მიასნიკოვა         
დაბადების თარიღი:  14 აპრილი, 1988 წელი
დაბადების ადგილი:  კორილიოვი, მოსკოვის ოლქი, რუსეთი
პროფესია:  მსახიობი, მსახიობ-დუბლიორი
კარიერა:  2010 წლიდან
ზოდიაქო:  ვერძი
სიმაღლე:  164 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: კრისტინამ მაყურებელთა გულები, 2010-2016 წლებში გადაღებულ სერიალში "სტაჟიორები", ვარვარა ჩერნოუსის როლით დაიპყრო. ამის შემდეგ, დაიწყო მისი აღმასვლა თეატრსა და კინო-ინდუსტრიაში. კრისტინა მოსკოვის ახლოს მდებარე ქალაქ კოროლიოვოში დაიბადა. მამამისი ქალაქის სარაკეტო ცენტრში მუშაობდა, ბოლო დროს კი - ბიზნესით დაკავდა. მსახიობის დედა, დიასახლისობდა, რადგან მას კრისტინას გარდა, კიდევ სამი ქალიშვილი: ეკატერინა, ოლგა და კარინა ჰყავდა აღსაზრდელი.

რვა წლის ასაკიდან გოგონა სპორტულ სკოლაში ტანვარჯიშით იყო დაკავებული. ცხრა წლის ასაკში იგი სპორტის ოსტატობის კანდიდატი გახდა. გოგონა ტანვარჯიშში მას შემდეგ ჩაერთო, როცა სკოლაში შესვლისას, სპორტული მოწყობილობებისა და დანადგარების მიმართ "ჰობია" გაუჩნდა. იგი საათობით დათრგუნული იდგა მათ გვერდით.

თავად კრისტინა ამბობს, რომ მას სპორტი დიდად არ იტაცებდა. ამაზე მხოლოდ მისი მშობლები ოცნებობდნენ. თავად გოგონას კი - მსახიობი სურდა გამხდარიყო. კინოში გადაღების სურვილი, მას მაშინ გაუჩნდა, როცა სერიალი "ველური ანგელოზი" ნახა, სადაც მთავარ როლს ნატალი ორეირო ასრულებდა, რომლის სიკაშკაშემ პატარა გოგონა მოაჯადოვა და ძალიან მოხიბლა.

კრისტინა ბავშვობაში, ახტაჯანა გოგონა იყო. მას ბიჭის ხასიათები უფრო ჰქონდა, ვიდრე - ნაზი გოგონასი. ის გამოირჩეოდა დაუმორჩილებლობით და საოცარი პირდაპირობით. როცა მას მშობლებმა დაუსვეს კითხვა: "სურდა, თუ არა მსახიობობა". კრისტინამ უკმეხად გასცა პასუხი: "მე მსახიობობა არ მსურს, მე მსახიობი ვიქნები". სკოლაში სწავლის პერიოდში, კრისტინა სკოლის თეატრში იყო ჩართული და სხვადასხვა სპექტაკლებში ღებულობდა მონაწილეობას.

2005 წელს, კრისტინამ სკოლის დასრულებისთანავე МХАТ - ის სკოლა-სტუდიაში, კონსტანტინ რაიკინის კურსებზე მოეწყო. მაგრამ - ნახევარი წლის შემდეგ, იქიდან "იმედების არ გამამართლებლის" («не оправдавшая надежд»), ბოლშევიკური ტიტულით,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - "გ ა მ ო ა გ დ ე ს"! .. გულდაწყვეტილ კრისტინას სამსახიობო ცხოვრების მეგზურად, რაიკინის საბოლო სიტყვები გაჰყვა, როცა მან სასწავლებლიდან გამოსულს მიაძახა - "იმუშავეთ საკუთარ თავზე", «Работайте над собой».

წარუმატებლობის შემდეგ, მსახიობი თავის კოროლიოვოში დაბრუნდა, სადაც ТЮЗ - ის სცენაზე დაიწყო გამოსვლა  პიესაში "მადმუზაელ ტარჟის პორტრეტი" ერთ-ერთი როლის შესრულებით.  გოგონა პარალელურად "კეთილი ზღაპრის თეატრთან თანამშრომლობდა". ასე გალია მან ორი წელიწადნახევარი და 2008 წელს შჩელკინის თეატრალურ სასწავლებელში, ბორის კლიუევის კურსებზე ჩაირიცხა.

მსახიობს წარმტება  მაქსიმ პეჟემსკის სერიალში «Интерны», დებიუტმა მოპუტანა, სადაც მან ახალგაზრდა ექიმის ვარია ჩერნოუსის როლი შეასრულა. ქასტინგზე კრისტინამ ამ როლის მისაღებად 2500 მეტ პრეტენდენტს აჯობა.

კარიერის დასწყისიდანვე გოგონამ ფსევდონიმი "ასმუსი" აიღო, რაც დედის მხრიდან მისი ბაბუის ნამდვილი გვარი იყო. 2010 წელს კრისტინა ახალ დეტექტიური ჟანრის სერიალში  «Левая работа» გამოჩნდა საშას როლით. იმავე წელს მან ლენას როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში «Ёлки». ორი წლის შემდეგ კი - მან მთავარო როლი შეასრულა ძველი ზღაპრის "კონკიას" თანამედროვე ინტერპრეტაციაში.

2013 წელს მსახიობი ერთდოულად ორ ფილმში: «Дублёр», «Лёгок на помине» გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს ასრულებს. 2015 წელს, მახიობი პროექტში «А зори здесь тихие» მიიწვიეს მთავარ როლზე. ამ პერიოდში კრისტინა, პარალელურად ერმოლოვის სახელობის თეატრშიც მუშაობდა. 

კრისტინა ასმუსი -  მუშაობდა ასევე, სამოდელო სააგენტოში «7 ангелов». სურათებს იღებდა მრავალი ჟურნალის გარე ყდებისთვის. 2010 წელს ჟურნალმა «Maxim» მას "რუსეთის ყველაზე სექსუალური ქალის" ტიტული მიანიჭა. ერთი წლის შემდეგ, კი - გოგონას ჟურნალმა Glamour პრემია გადასცა ნომინაციაში "წლის საუკეთესო ტელე-მსახიობი" გამარჯვებისთვის. 2013 წელს მსახიობმა  Fashion People Awards  - ის პრემია მიიღო ნომინაციაში «Fashion-მსახიობი ქალი» გამარჯვებისთვის.

პ ი რ ა დ ი:

სწავლისას კრისტინამ რომანული შეხვედრები გააბა თანაკურსელ ვიკტორ სტეპანიანთან. ჟიმაობით გულმოჯერებულებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ერთმანეთს ვერ შეეწობოდნენ და დაშორდნენ. ოფიციალური ვერსიით, 2013 წელს კრისტინა ახალ პარტნიორს სექსში და ძველ პარტნიორს ფილმიდან «Лёгок на помине» - გარიკ ხარლამოვს ხვდებოდა. ამ დროს, ვაჟი სხვასთან ქორწინების მზადებაში იყო და კრისტინას, ერთადგილ აფეთქებულმა "რუს სპეტაკ ქალთა" სოცილაურ ქსელების მოლაყბე შურიანთა ბოზბანდამ (როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, ამაშია ქართული და რუსული ცნობიერების კომუნისტური ერთობა) - სულ "ბოზი" და "ჩათლახი" უძახა.

გარიკა ხარლამოვმა "თვითერზე" ოფიციალურად დაასაბუთა კრისტინასთან რომანი.

სხვათაშორის, მას კაცური ღირსებიდან, მცირეოდენი რამ შემორჩა და ქალი პრესის რისხვისგან რამდენადმე დაიცვა. წყვილს 2014 წელს გოგონა ანასტასია შეეძინა. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, კრისტინამ თეატრის გარეშე ვერ გაძლო და ისევ სცენას მიაშურა. მსახიობი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს რუსული კინოს სივრცეში.

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი :

2010 - 2013 - Интерны - (Варя Черноус)
2012 - Синдром дракона - (Александра Максимова)
2013 - Незлоб - Камео)

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2010 - «Алиби» на двоих - (Саша)
2010 - Ёлки - (Лена, «девушка из Швейцарии»)
2011 - Иван Царевич и Серый Волк - (Белочка)
2012 - Zолушка - (Маша Крапивина)
2012 - Хранители снов / Rise of the Гуардианс - (Зубная фея)
2012 - Настоящая любовь - (Лена Антонова)
2013 - Дублёр - (Даша)
2013 - Что творят мужчины!    - (Света)
2014 - Лёгок на помине    флорист - (Лиза)
2014 - Оз: Возвращение в Изумрудный Город / Legends of Oz: Dorothy’s Ретурн -     (Глинда)
2015 - А зори здесь тихие - (Галя Четвертак)
2016 - Чемпионы: Быстрее. Выше. Сильнее

 


 

ბიოგრაფია, асмус, ასმუსი, კრისტინა, მსახიობი, Кристина
სულ კომენტარი: 0
avatar