დამატება

მარია კოზაკოვა / Мария Козакова

08.05.2016 - 08:45
ბიოგაფია: მარია კოზაკოვა / Мария Козакова

დაბადების სახელი: მარია კოზაკოვა

დაბადების თარიღი: 24 ნოემბერი, 1992 წელი

დაბადების ადგილი: მოსკოვი, რუსეთი

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 2000 წლიდან

ზოდიაქო: მშვილდოსანი

სიმაღლე: 175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: რუსი მსახიობი მარია კირილოვნა კოზაკოვა, 1992 წლის 24 ნოემბერს დაიბადა მოსკოვში. მისი მომავალი დაბადებიდანვე მსახიობობისკენ იყო მიმართული, რადგან გოგონას მემკვიდრეობით ერგო ეს ბედი. მისი ორივე ბაბუა: იური იაკოვლევი და მიხაილ კოზაკოვი - რუსეთის სახალხო არტისტები არიან.

მსახიობის დედამ - ალიონა იაკოვლევამ, ეს დიდი წოდება მაშინ მიიღო, როცა გოგონას 10 წელი შეუსრულდა. მამა კი - კირილ კოზაკოვი, ასევე ცნობილი მსახიობია. ოჯახში, მხოლოდ ბებიები არ იყვნენ ამ დარგის სპეციალისტები. თუმცა, მარიას ბებია მამის მხრიდან - გრეტა ანტონოვა, თეატრში კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. ის კი არა და, მარიას მამინაცვალი - კირილ მოზგალევსკი -კინო რეჟისორია.

მარია ბავშვობიდანვე ოცნებობდა თეატრისა და კინოს მსახიობობაზე. მას დიზაინერობა, ექიმობა და ადვოკატობაც უნდოდა. თურმე, მწერლობაზეც ოცნებოდა. მაგრამ როცა წამოიზარდა, გენებმა დაასძლია და მსახიობი გახდა.

მარიას კინოდებიუტი 4 წლის ასაკში შედგა. ეს იყო მამინაცვლის მიერ გადაღებული ფილმი „დიკ ბოგარდის ცთუნება.“ მარიას ბუნდოვნად ახსოვს თავისი პირველი გადაღებები, მაგრამის კარგად იცის, რომ მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქედან დაიწყო.

შემდეგი გადაღება, 14 წლის ასაკში მოხდა. გოგონა 8 თვის მანძილზე, ყოველდღიურად მუშაობდა თინეიჯერულ სერიალზე - „მისი გუნდი“. გაკვეთილების შემდეგ, ის პირდაპი გადასაღებ მოედანისკენ მიეშურებოდა. მუშაობა დამღლელი, მაგრამ საინტერესო და მომხიბლავი იყო. აღნიშნული სერიალის შემდეგ, მაშა მაშინვე მეორე პოპულარულ სერიალზე -„კარმელიტა“, გადაერთო.

ამ სურათის გადაღებისას, ის საკუთარ მამას შეურიგდა. მარიას მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა გოგონა ერთი წლის იყო... და 15 წლის ასაკში, მამა-შვილის ბედი გადაიკვეთა. მამას სერიალში - „ქალი წარსულის გარეშე“ იღებდნენ. ქალიშვილს კი - „მისი გუნდში“. ისინი ერთმანეთს, მეზობელ პავილიონში შეხვდნენ. ამ დღიდან მამა-შვილს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა.

2009 წელს მარია, შჩუკინსკის სასწავლებლის სტუდენტი გახდა. ის პარალელურად გადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას. სწავლის პერიოდში, მარია გადაიღეს სერიალში „თურქული მარში“ და ფანტასტიურ „Азирис Нуна“ - ში, სადაც ჰაილინის როლი შეასრულა.

20012 წელს, ტელე ეკრანებზე გამოვიდა მელოდრამა „ცოდვილი სისხლი“ (Дурная кровь), სადაც გოგონა მთავარ როლში (მაშა) მოგვევლინა.

2014 წელს, მსახიობი სერიალში „კურიოზები“ (Неформат) გადაიღეს. აქ ის დამწყები პროდიუსერის, ირინა სერებრიაკოვას როლს ასრულებს.

2015 წელს, მარია კოზაკოვა, სერიალში - „ორლოვა და ალექსანდროვი“ - გამოჩნდა ოლია რადიმცევას მთავარი როლით. იმავე წელს, გადაიღეს სერიალში - „სიყვარულისთვის ყველაფერს შევძლებ“ (Ради любви я все смогу).

პ ი რ ა დ ი: პირადული, მარიასთვის ჯერჯერობით - მეორე ხარისხოვანია. იგი ძალიან დაკავებულია გადაღებებით და თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება... თუმცა, დედამისმა კი განაცხადა, რომ უკვე მზად არის ბებია გახდეს. მარიას რჩეული ჰყავს და წყვილს შორის, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობებია გაჩაღებული. მაგრამ მსახიობი ჯერჯერობით, არ აპირებს გათხოვებას.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

Орлова и Александров (сериал, 2015)

Ради любви я все смогу (2015)

Неформат (сериал, 2014)

Умельцы (сериал, 2014 – ...)

Все сокровища мира (сериал, 2014)

Мезальянс (мини-сериал, 2013)

Дурная кровь (сериал, 2013)

Дуэль (ТВ, 2011)

Медовая любовь (ТВ, 2011)

Дом образцового содержания (сериал, 2010)

Кармелита: Цыганская страсть (сериал, 2009 – 2010)

Кармелита: Цыганская страсть (сериал, 2009 – 2010)

Своя команда (сериал, 2007)

Азирис нуна (2006)

Искушение Дирка Богарда (2001)

Марш Турецкого (сериал, 2000 – 2007)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.