დამატება

მარინა ალექსანდროვა / Марина Александрова

21.03.2016 - 13:35
ბიოგაფია: მარინა ალექსანდროვა / Марина Александрова

დაბადების სახელი: მარია ალექსანდროვა პუპერინა
დაბადების თარიღი: 29 აგვისტო, 1982 წელი
დაბადების ადგილი: კიშკუნმაიშა, უნგრეთი
პროფესია: მსახიობი, დუბლიორი მსახიობი
კარიერა: 2000
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 168 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მარია ალექსანდროვა (პუპერინა), 1982 წლის 29 აგვისტოს დაიბადა უნგრეთის ქალაქ კიშკუნმაიშაში, საბჭოთა ოფიცრის ოჯახში.
მსახიობის მამა, ანდრეი ვიტალის-ძე პუპენინი - არტილერიის პოდპოლკოვნიკია. დედა - ირინა ანატოლის-ასული პუპენინა, 2008 წლამდე - ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტში ასპირანტურის განყოფილების მეთოდისტად მუშაობდა.
1986 წელს პუპენინების ოჯახი, ბაიკალისპირეთში გადმოსახლდა. შემდეგ კი - ტულაში. 1087 წელს, ოჯახი ლენინგრადში დასახლდა, სადაც მარინამ № 308-ე საშუალო სკოლა დაამთავრა მათემატიკის განხრით. ასევე, დაამთავრა მუსიკალური სკოლის არფას კლასი. 1996 წელს გოგონამ, საბავშვო თეატრალურ-სტუდიაში „წარმოდგენები“, დაიწყო მეცადინეობა.
1999 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მარინა მოსკოვში ჩავიდა და ბ.ვ. შუკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტი გახდა. 2003 წელს გოგონამ აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა.
2006 -2011 წლებში, მარინა ალექსანდროვა - მოსკოვის თეატრის «Современник» მსახიობი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მარინამ რეალითი-შოუში «Последний герой 3: Остаться в живых», მიიღო მონაწილეობა. შოუს გადაღებები დომინიკის რესპუბლიკაში, კუნძულ ჰაიტზე მიმდინარეობდა.
მსახიობმა, 2010 წელს ტელეარხ «НТВ» - ზე გადაცემა «Живут же люди!»-ის ტელეწამყვანი ნატალია ბოჩკარიოვა შეცვალა.
პ ი რ ა დ ი: 2005-დან 2007 წლის ჩათვლით, მარინა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ალექსანდრ დომოგაროვთან.
2008 წლის 7 ივნისიდან, 2010 წლის აპრილის ჩათვლით, გათხოვილი იყო მსახიობ ივან სტებუნოვზე.
2012 წლის 11 ივლისს, აშშ-ს ერთ-ერთ სამშობიაროში, მსახიობმა პირველი შვილი, ვაჟი - ანდრეი შვა.
ბავშვის მამა - ანდრეი ბოლტენკოა. ის გახლავთ: „პირველი არხის“ მთავარი რეჟისორი, საერთაშორისო ჟურნალისტი, პატრის ლუმუმბის სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის დამთავრებული, რუსეთის ტელევიზიის აკადემიის აკადემიკოსი.
2015 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკის იგივე პერინატალურ ცენტრში, მსახიობმა მეორედ იმშობიარა და ქალიშვილი - ეკატერინა გააჩინა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2001 - Северное сияние
2002 - Азазель
2002 - Главные роли
2002 - Лекарь поневоле
2003 - Старинное предани
2003 - Таяние снегов
2005 - И шёл поезд
2008 - Крутой маршрут
2008 - Стритрейсеры
2009 - Красный лёд. Сага о хантах Югры
2010 - Зайцев, жги! История шоумена
2010 - Прячься!
2010 - Я тебя никому не отдам
2011 - «Кедр» пронзает небо
2011 - All inclusive, или Всё включено
2011 - Бабушка Ада
2011 - Облако над холмом
2011 - Бесприданница
2011 - Высоцкий. Спасибо, что живой
2011 - Срочно! Ищу мужа
2012 - Снайпер 2. Тунгус
2013 - All inclusive, или Всё включено 2
2014 - Нереальная любовь
2015 - Душа шпиона
2015 - Млечный путь
2015 - Настоящий сценарий

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2000 - Империя под ударом
2002 - Воровка 2. Счастье напрокат
2003 - Небо в горошек
2003—2004 - Бедная Настя
2005 - Счастье ты моё
2006 - Последний бронепоезд
2009 - Котовский
2009 - Правда скрывает ложь
2010 - Гаражи
2011 - Правила маскарада / Ребёнок пополам
2012 - МУР. Третий фронт
2012 - Мосгаз
2014 - Екатерина
2014 - Палач
2015 - Рождённая звездой
2015 - Паук
2015 - Вернуть любой ценой

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.