დამატება

მარინა მიტროფანოვა / Марина Митрофанова

20.03.2016 - 21:23
ბიოგაფია: მარინა მიტროფანოვა / Марина Митрофанова

დაბადების სახელი: მარინა მიტროფანოვა
დაბადების თარიღი: 7 ივნისი, 1992 წელი
დაბადების ადგილი: სურგუტი, რუსეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2013 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 170 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: რუსული სერიალის „Красивая жизнь“ – „ლამაზი ცხოვრება“, ვარსკვლავი მარინა მიტროფანოვა, 1972 წელს დაიბადა სურგუტში. დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს კლასი. 2013 წელს დაამთავრა მ.ს. შჩეპკინის სახელობის უმაღლეს თეატრალური სასწავლებლის ვ.ი. ბოჩკარევის კურსი.
იმავე წლიდან, მარინა „ტაგანკის მსახიობთა თანამეგობრობის“ თეატრის დასის წევრი გახდა. მონაწილეობდა სპექტაკლებში: «Концерт по случаю конца света», «Чиполлино», «Приключения Львёнка», «Мой Марат» და «Конек-Горбунок».
ეკრანზე მისი დებიუტი 2013 წელს შედგა, ეპიზოდური როლით სერიალში „Обмани, если любишь“ (ნატაშა). ასევე ეპიზოდური როლი შეასრულა მან 2014 წელს, სერიალში „Семья 3Д“ (ანია დერგუნოვა). მსახიობმა აღნიშნულ სერიალებში, დიდი სამსახიობო უნარები გამოავლინა, რაც რუსული კონოკრიტიკისა და ფართო აუდიტორიანი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ამიტომ იმავე წელს, მსახიობს მთავარი (ირინა სუბოტინა) როლი შესთავაზეს გახმაურებულ სერიალში „ლამაზი ცხოვრება“, რასაც მან ჩინებულად გაართვა თავი.
2015 წელს მსახიობი გადაიღეს მხატვრულ ფილმში „Последний рубеж“ დაშას როლზე. ამავე წელს, მას ვარია ვასნეცოვას როლი შესთავაზეს მინი-სერიალში „Орден“.
პ ი რ ა დ ი: მარინა მიტროფანოვა გათხოვილი არ გახლავთ. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს თაყვანიცმცემლებთან ურთიერთობაში. მას ერთი ძმა ჰყავს, რომელსაც დენისი ჰქვია.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2015 - Последний рубеж
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2013 - Обмани, если любишь
2014 - Семья 3Д
2014 - Красивая жизнь
2015 - На дальней заставе
2015 - Орден

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.