დამატება

ოლესია ფატახოვა / Олеся Фаттахова

20.03.2016 - 16:26
ბიოგაფია: ოლესია ფატახოვა / Олеся Фаттахова

დაბადების სახელი: ოლესია ფატახოვა
დაბადების თარიღი: 13 თებერვალი, 1989 წელი
დაბადების ადგილი: კალინინგრადი, რუსეთი
პროფესია: კინოსა და თეატრის მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: მერწყული
სიმაღლე: 172 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ოლესია 1989 წელს დაიბადა კალინინგრადში. დედამისი მუსიკოსია და გოგონაც ბავშვიბიდანვე დაეუფლა ამ პროფესიას. უკრავდა ფორტეპიანოზე და ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებში. მას ჰყავს ძმა ნიკიტა, რომელიც კალინინგრადში ცხოვრობს.
ოლესია მსახიობის პროფესიაზე ფიქრებს მხატვრული ფილმის „აზაზელი“, ნახვის შემდეგ მიეცა. რის შედეგადაც, 2010 წელს მან გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის, იგორ იასულოვიჩის კურსები დაამთავრა. მალე მსახიობი როლებზე მიიწვიეს სპექტაკლებში: Ревизор» და «Левша».
ოლესია ფატახოვას კინოდებიუტი, 2009 წელს მელოდრამულ სერიალის «Две сестры» - მეორე სეზონში შედგა. შემდეგ, 2010 წელს კი - სურათში «Ой, цветет калина» მიიწვიეს.
25 წლის ასაკში, მსახიობმა რამდენიმე პოპულარულ ტელეპროექტში მოასწრო გადაღება, მათგან ყველაზე მეტად ცნობილია: «Доктор Тырса», «Как я встретил вашу маму», «Судьба на выбор», «Кровинушка», «Дневник доктора Зайцевой 2», «Ночные ласточки», «Я его слепила», «Обнимая небо», «Простая жизнь», «Берег надежды», «Верни мою любовь».
ქართველი მაყურებლისთვის მსახიობი ცნობილია 2014 წელს გადაღებული სერიალით „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ - «Верни мою любовь», სადაც იგი ვერას როლს ასრულებს.
მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, ოლესია ყოველთვის აქცევს ყურადღებას თავის ნათესავებსა და ახლობლებს. იგი ძალიან უშუალო ადამიანია. ის არასოდეს ყოფს ერთმანეთისგან კარიერასა და ოჯახს.
პ ი რ ა დ ი: ინსტიტუტის დამთავრების მომენტისთვის, ოლესია გათხოვილი არ ყოფილა და ჯერ კიდევ ორსული იყო. პრესისთვის ზუსტად ცნობილი არ არის ის, თუ ვინ არის ოლესიას შვილის ნამდვილი მამა. მაგრამ ეჭვები აქვთ, რომ ეს ანდრეია. ახალგაზრდებმა ერთმანეთი ინსტიტუტში გაიცვნეს. ანდრეის შესახებ ის იციან, რომ მოსკოვში რესტორნების ბიზნესის მფლობელია და 32 წლისაა. ადრე დაქორწინებული ყოფილა, შემდეგ კი - ცოლს გაეყარა.
მსახიობის თანაკურსელების თქმით, შეყვარებულთა პირველი შეხვედრა 2008 წელს შედგა. მაშინ, როცა თანაკურსელები სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად რესტორანში წავიდნენ. უცებ მათ მაგიდას ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ოლესიას გაუბა საუბარი, რომელიც სიგიჟემდე მოეწონა. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი დარბაზში მარტონი აღმოჩნდნენ. ამ შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, ოლესია ანდრეისთან გადავიდა საცხოვრებლად.
მაგრამ შემდეგში გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. 2010 წლს სერიალ «Ой, цветет калина» გადაღებისას ოლისიამ მსახიობი რომან სტეპენსკი გაიცნო და, როცა წყვილი დაქორწინდა ქალი უკვე მუცლით ანდრეის შვილს ატარებდა. ცოლქმარი ერთად ზრდის გოგონას, რომელსაც მარია ჰქვია.

ვაჟა ჩომახიძე.


 

ფ ი ლ მ ე ბ ი:
Путь к сердцу мужчины ( 2013)
Я его слепила (2012)
Отель для Золушки (2012)
Проездной билет (2010)

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
И шарик вернется (2015)
Верни мою любовь (2014)
Берег надежды (2013)
Простая жизнь (2013)
Обнимая небо (2013)
Преступление по наследству (2012)
Ночные ласточки (2012),
Липко Дневник доктора Зайцевой 2 (2012),
Кровинушка (2011 - 2012)
Судьба на выбор (2011)
Ой, цветет калина (2010)
Как я встретил вашу маму (2010 - 2011)
Тырса (2010)
Две сестры 2 (2009)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.