დამატება

სვეტლანა ივანოვა / Светлана Иванова

06.07.2016 - 09:42
ბიოგაფია: სვეტლანა ივანოვა / Светлана Иванова

დაბადების სახელი: სვეტლანა ივანოვა
დაბადების თარიღი: 1985 წლის 26 სექტემბერი
დაბადების ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
პროფესია: თეატრისა და კინოს მსახიობი
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 160 სმ

ბიოგრაფია: მომავალი მსახიობი მოსკოვის ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა, სადაც ოჯახის არც ერთ წევრს შეხება არ ჰქონია ხელოვნებასთან. მისი მშობლები პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსები იყვნენ. მშობლებმა გოგონა მოსკოვის №1515 გიმნაზიის კლასში ეკონომიკის განხრით შეიყვანეს. 14 წლის ასაკში, სვეტლანამ მეგობარი გოგონების კომპანიასთან ერთად, თეატრალურ სტუდიაში დაიწყო სიარული. ამ გატაცებამ გოგონას მომავალი პროფესიის არჩევანზე გავლენა მოახდინა. როცა სვეტამ მშობლებს განუცხადა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობი გახდეს და გამოცდები უმაღლეს სახელმწიფო კინო ინსტიტუტში, ВГИК-ში უნდა ჩააბაროს, ისინი სახტად დარჩნენ და კატეგორიულად შეეწინაღმდეგნენ მის განზრახვას. განსაკუთრებით კი - მამა. ის მხარს არ უჭერდა შვილს ამ მიზნის განხორციელებაში. მშობლებს როგორც შეეძლოთ, ისე ცდილობდნენ შვილის გადარწმუნებას და უმტკიცებდნენ მას, რომ უმჯობესია, ეკონომისტი გახდეს, ვიდრე მსახიობი. თუმცა, სვეტამ მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა კინო ინსტიტუტში ი. იასულოვიჩის კურსებზე.

კინოებსა და სერიალებში გადაღება მსახიობმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო. 2003 წელს მისი დებიუტი შედგა სერიალში «Крестный сын», ხოლო, 2005 წელს დიდ ეკრანზე ფიოდორ ბონდარჩუკის ფილმში «9 рота» გამოჩნდა. 2006 წელს გოგონამ ინსტიტუტი დაამთავრა და მას უკვე ნათამაშევი ჰქონდა საუკეთესო როლები თავის ფილმოგრაფიაში, მაგ: პოლინას როლი ახალგაზრდა რეჟისორ მიხაილ სეგალის ფილმში «Франц + Полина» და სხვა. წარმატებული კარიერის კვალდაკვალ, სვეტლანა თეატრალურ სცენაზეც ახერხებდა საკუთარი თავის რეალიზებას. 2011 წლიდან გოგონა თეატრ «Современник»-ში მუშაობს. ამ თეატრში მისი პირველი სპექტაკლი იყო «Три товарища», რომელშიც მსახიობი ორსულობიდან 9 თვის მანძილზე თამაშობდა როლს, ხოლო, მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ, მან იგივე სპექტაკლში განაგრძო მუშაობა «Современник»-ის სცენაზე.
მხატვრული ფილმებისა და სერიალებს გარდა, მსახიობი გადაღებულია აგრეთვე ისეთი მუსიკალური ჯგუფების კლიპებში, როგორიცაა: «ZNАКI», «ПРОЛОГ» და «КАСТА».

პ ი რ ა დ ი: 2006 წელს მსახიობმა გადაღებებზე დამდგმელი-ოპერატორი ვიაჩესლავ ლისნევსკი გაიცნო, მაგრამ მასთან ქორწინებაში რეგისტრირებული არ ყოფილა ისე არარებდა დროს. 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2012 წელს სვეტლანას გოგონა პოლინა შეეძინა. ქალი თავისი პირადის აფიშირებას არ აპირებს და თავის გოგონას პრესას არ აკარებს. არც ბავშვის მამის სახელს ამბობს. ქალიშვილს სახელი პოლინა ფილმიდან «Франц + Полина», თავისი გმირის საპატივცემულოდ დაარქვა.
მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა, იგი თვლის, რომ ცხოვრებამ მას ყველაზე დიდი საჩუქარი შვილის სახით გაუკეთა: «ქალისთვის ბავშვზე ძვირფასი არაფერია. და ის მე მყავს - ეს ჩემი გოგონა პოლინაა» - ამბობს მსახიობი. სვეტლანამ პრესას გაუმხილა, რომ უმეტესი დროს გატარება შვილთან სურს და ამიტომ ყოველთვის თან დაჰყავს კინოექსპედიციებში. გოგონა საბავშვო ბაღში არ დადის. ბავშვის აღზრდაში სვეტას დედა და ძიძა ეხმარება.

სვეტლანა არასოდეს არ ყოფილა გათხოვილი და საერთოდაც არ აპირებს ამ უღელში გაბმას, თუმცა არ მალავს, რომ თაყვანისმცემლები და მთხოვნელები საკმაოდ ჰყავდა. მან 2009 წელს გავრცელებული ინფორმაცია ოპერატორ ვიაჩესლავ ლისნევსკისთან ქორწინებაზე უარყო და განაცხადა, რომ უბრალოდ გასართობად წვეულება მოვაწყვეთო.
მსახიობს მოზარდობის ასაკში ჯონი დეპი უყვარდა. ოჯახური ლეგენდის მიხედვით, ბრიულოვის ნახატზე «Всадница», გამოსახული გოგონა - სვეტლანას დიდი შორეული წინაპარი ყოფილა. ასე, რომ მსახიობს იტალიური წარმომავლობა აქვს.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2004 - Фотоохота
2005 - 9 рота 
2005 - Дуэль 
2006 - Franz + Polina
2006 - Настоящий Дед Мороз
2006 - От любви до кохання
2006 - Последняя исповедь
2006 - Формула зеро
2006 - Четыре таксиста и собака 2
2007 - Искушение 
2007 - Отец 
2008 - Привет, киндер! 
2008 - Побочный эффект 
2008 - Чизкейк
2009 - Гламур
2009 - Кошечка
2009 - Непридуманное убийство 
2010 - Москва, я люблю тебя! 
2010 - Тёмный мир 
2010 - Связь времён 
2010 - Дом Солнца 
2010 - Над городом
2011 - Паутинка бабьего лета
2011 - Беглец
2012 - Август. Восьмого 
2012 - О нём 
2012 - Поклонница 
2012 - Сказка 
2012 - Слепое кино 
2012 - С новым годом, мамы! 
2013 - Частное пионерское
2013 - Легенда № 17
2013 - Разведчицы
2013 - Идеальное убийство
2013 - Женский день
2013 - Подари мне немного тепла
2014 - Если любишь — прости 
2014 - С Восьмым марта, мужчины! 
2014 - Алхимик

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2004 - Крёстный сын
2004 - Прощальное эхо
2005 - Частный детектив 
2007 - И всё-таки я люблю…
2008 - Одна ночь любви 
2008 - Мины в фарватере 
2008 - Журов 
2009 - Вербное воскресенье
2010 - Классные мужики 
2010 - Доктор Тырса
2010 - Столица греха
2011 - Немного не в себе
2012 - Грач
2014 - Доктор Смерть
2014 - Тест на беременность - "ორსულობის ტესტი". 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.