ბიოგრაფია

ზოია ბერბერი / Зоя Бербер (ბოიგრაფია)

09.02.2017 რუსი მსახიობები 968 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ზოია ბერბერი         
დაბადების თარიღი: 1 სექტემბერი 1987 წელი
დაბადების ადგილი: პერმი, რუსეთი
პროფესია: თეატრისა და კინოს მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 174 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ზოია ბერბერმა მასინვე მოიპოვა აღიარება, როგორც კი ეკრანებზე სერიალი "Реальные пацаны" გამოჩნდა, სადაც მან ლენა ობორინას როლი შეასრულა. ამ როლით მან დაატყვევა არა მარტო რუსი ტელემაყურებელი და ფაქტიურად გზა გაეხსნა რუსულ კინომატოგრაფში. 

ზოია რუდოლფოვნა ბერბერი, პერმში დაიბადა 1987 წლის 1 სექტემბერს. იგი 91-ე სკოლაში სწავლობდა, სადაც მონაწილეობას ღებულობდა თეატრალურ დადგმებში. თუმცა, გოგონას ცეკვა უფრო იზიდავდა, ვიდრე სასცენო როლების შესრულება. იგი პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა 7 წლის მანძილზე. 12 წლის ასაკში, ზოიამ დაამთავრა ის და ფორტეპიანოს განხრით მიიღო დიპლომი.

ბავშვობაში გოგონა, მამაკაცურ პროფესიებზე ოცნებობდა. მაგალითად: სურდა ემუშავა მკვლელად, ან მექანიკოსად. თუმცა, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ქორეოგრაფიულ კოლეჯში განაგრძო სწავლა. მაგრამ, მალე გადახედა თანაკურსელებსა და მკაცრ პედაგოგებს, იფიქრა ამ ძალადობისა და მორჩილების "სავანეში" ჩემი ადგილი არ არისო და სასწავლებლიდან საბუთები სასწრაფოდ გამოიტანა. 

შემდეგ მკერავის პროფესიის დაუფლებას შეუდგა, მაგრამ მოდელიორის კარიერა არ შედგა, რადგან ამ ხელობისადმი ინტერესი მალევე გაუქრა. მალე ზოიამ, ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა გამოცდები და რეჟისორ ბორის მალიგრამის კურსის სტუდენტი გახდა. 

2009 წლის ოქტომბერში მსახიობმა თანაკურსელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში «Пространство режиссуры». ერთი თვის შემდეგ კი - პერმის თეატრში, ვიკის როლი შეასრულა რუსლან მალიკოვის სპექტაკლში «Собиратель пуль». 

2010 წელს ზოიამ ქალის მთავარ როლზე ქასტინგები გაიარა სერიალისთვის "რეალური ბიჭები", რომლის პროექტზეც ტელეარხი ТНТ მუშაობდა და დაამტკიცეს. გადაღებებთან დაკავშირებით გოგონას სწავლის პროცესის შეწყვეტა მოუხდა, რასაც ძლიერ განიცდიდნენ მისი მშობლები

2011 წელს მსახიობმა საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა ჟურნალ «Maxim» - ის ვერსიის მიხედვით, "ქვეყნის 100 ყველაზე სექსუალურ ქალებს" შორის. მას გადაუსწრეს: მარია კოჟევნიკოვამ, ვერა ბრეჟნევამ, ვიკტორია ბონიამ და ალინა არტცმა.

ამავე წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს მშობლიური ქალაქის თეატრის სცენაზე და მთავარ როლებს ასრულებს სხვადასხვა სპექტაკლებში. 

2014 წელს მსახიობი ორ კლიპში გადაიღეს ომსკის ჯგუფ «25/17» («Подорожник» и «Облако») ერთად.


2015 წელს ტელეკრანებზე გამოჩნდა ახალი სერიალი «Фарца», სადაც მსახიობი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ნადია ვოსტრიკოვის როლს ასრულებს., რომელსც მსახიობობა სურს. 

ამასთან მსახიობი, იგი განაგრძობდა გადაღებებს 2010 წლის სერიალის "რეალური ბიჭები", ახლ სეზონებში.

პ ი რ ა დ ი: მსახიობის პირად ცხოვრებაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. 2015 წლის მარტის მიწურულს, მან სოციალური ქსელების გვერდებზე თავისი ორსულობის ფოტოგრაფიები განათავსა, მაგრამ ტუ ვინ არის ბავშვის მამა ეს საიდუმლო არ გათქვა. ასეთი საქმეებით დაინტერესებულმა პირებმა უტყუარი ინფორმაცია მალევე მოიპოვეს და აღმოჩნდა, რომ ჩვილის შემოქმედი სერიალ "Реальные пацаны" - ის სცენარის ავტორი, ალეკანდრ სინეგუზოვია. 2015 წლის ზაფხულში ზოია დედა გახდა. მას გოგონა ნადეჟდა შეეძინა, რომლის ფოტოებიც მალევე გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2009 - Любить 
2011 - Чужие на районе 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2015 - Где логика?

2015 - Империя иллюзий: Братья Сафроновы

2013 - Не спать!

2010 - Реальные пацаны 

ბოიგრაფია, зоя, ბერბერი, ზოია, бербер
სულ კომენტარი: 0
avatar