დამატება

აარონ დიასი / Aaron Diaz

07.06.2016 - 20:47
ბიოგაფია: აარონ დიასი / Aaron Diaz

დაბადების სახელი: აარონ დიასი

დაბადების თარიღი: 7 მარტი 1982 წელი

დაბადების ადგილი: პუერტო-ვალიარტა, ჰალისკო, მექსიკა

პროფესია: მსახიობი, მომღერალი, მოდელი

კარიერა: 2001 წლიდან - დღემდე

ზოდიაქო: თევზები

სიმაღლე: 183 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აარონ დიასმა, საშუალო სკოლა პალო-ალტოში, კალიფორნიის შტატში (აშშ) დაამთავრა. შემდეგ, მექსიკაში დაბრუნდა და სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად სწავლის გაგრძელება, სამსახიობო სკოლის „ტელევისა“(CEA) -ის კომპანიაში გადაწყვიტა. დებიუტი წარმატებით შეასრულა ახალგაზრდულ ტელესერიალში „კლასი 406“. მონაწილეობას ღებულობდა მექსიკური ტელენოველების გადაღებებში. ჟურნალ "People"-ს ესპანურმა გამოცემამ მსახიობი „ყველაზე ლამაზ 25 მამაკაცთა“ სიაში შეიყვანა. აარონი ფართო მასებისთვის ცნობილია ასევე, როგორც მომღერალი. ნომინირებული იყო „გრემის“ პრემიაზე. ჩაწერა რამდენიმე მუსიკალური ალბომი. 2010 წელს იგი ანჯელიკა ბოიერთან და სებასთიან რულისთან ერთად გადაიღეს ტელენოველის „ტერეზა“ ბოლო ვერსიაში, სადაც მარიანოს როლი შეასრულა. 2011 წლის ნოემბერში დიასმა დებიუტი შეასრულა ამერიკულ ტელეშეუში ABC "Pan Am", სადაც მიზანსწრაფული, მომხიბვლელი და შეძლებული მეწარმის - მიგელის როლი ითამაშა. 2012 წელს მან პირველად თავის სამსახიობო კარიერაში, შეასრულა ანტაგონისტის როლი ტელენოველაში „თალისმანი“ – „El Talismán“. 2013 წელს მთავარი როლი ითამაშა ტელესერიალში „წმინდა ეშმაკი“ - „ santa Diabla.“ ქორწინებაში იყო მსახიობ ქეით დელ კასტილიოსთან, რომელსაც შემდეგ გაეყარა. 2012 წლიდან მსახიობ ლოლა პონსესთან არის შეწყვილებული. 2013 წლის 27 თებერვალს მათ გოგონა ერინი შეეძინათ. წყვილი თავიანთ თაყვანისმცემლებს შვილის გაჩენამდე ჰპირდებოდა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე დადებდნენ სოციალურ ქსელში თავიანთი პატარას ფოტოებს, მგრამ მათ დღემდე არ შეუსრულებიათ დანაპირები. საქმე იმაშია, რომ სანამ წყვილი თავიანთი პატარას ფოტოებს განათავსებდნენ, მანამ - გადაწყვიტეს ისინი მექსიკელი ტაბლოიდებისთვის (გაზეთების მეპატრონეები) მიეყიდათ სარფიან ფასში.

ვაჟა ჩომახიძე.

ფილმები და სერიალები:

2014 – Los Miserables .

2014 – Tierra de Reyes.

2013 – Santa Diabla. 2012 – Rosario.

2012 – Marcelo.

2012 – El Talismán.

2011 – Pan Am...

2010 – 2011– Teresa ...

2010 – Dinoshark.

2007 – Lola: Érase una vez ...

2006 – Amor xtremo.

2005 – Barrera de amor.

2004 – Corazones al límite.

2002 – 2005 – Big Brother

2002 – 2003 – Clase 406.

2001 – 2002 – El juego de la vida.

დისკოგრაფია:

2009: Enamorate de mi.

2011: Aaron Diaz.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.