დამატება

ადრიანა უგარტე / Adriana Ugarte

11.06.2016 - 10:21
ბიოგაფია: ადრიანა უგარტე / Adriana Ugarte

დაბადების სახელი: ადრიანა სოფია უგარტე
დაბადების თარიღი: 1985 წლის 17 იანვარი
დაბადების ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1999 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 163 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ადრიანა უგარტე ესპანელი მსახიობია, რომელიც გვარის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, უდავოდ ბასკური წარმოშობისა უნდა იყოს. მას თანამედროვე ესპანური კინოს იმედს უწოდებენ. დედამისი მწერალი და ადვოკატია. მამა კი - მოსამართლე. ჰყავს უფროსი ძმა ლუისი.

2001 წელს მისი დებიუტი შედგა მოკლემეტრაჟიან ფილმში «Mala espina» - „ცუდი შეგრძნება“. როლის შესრულებისთვის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, რომელიც ალკალა დე ენარსში ჩატარდა, პრემია მიიღო. ადრიანამ სამსახიობო ხელოვნებისა და ცეკვების შესწავლის კვალდაკვალ, ფილოსოფიაც შეისწავლა მადრიდის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში Universidad Complutense - კომპულტენსის უნივერსიტეტი. ტელევიზიაში მონაწილეობა მიიღო სერიალებში: „Policías, en el corazón de la calle“ -„პოლიციელები, ქუჩების გულში“ და „Hospital Central“- „ცენტრალური საავადმყოფო“. 

2006 წელს მსახიობმა დებიუტი შეასრულა დიდ ეკრანზე რეჟისორ სანტი ამოდეოს ფილმში „Cabeza de perro“- „ძაღლი უფროსი“. შესრულებული როლისთვის ის წარადგინეს გოიას პრემიაზე, როგორც „საუკეთესო დებიუტანტი-მსახიობი“.

ორი წლის შემდეგ, 2008 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა სერიალში „La señora“ - „სენიორა“. აქ შესრულებულმა ვიქტორია მარკეს დე ლა ვეგას როლმა, მას პოპულარობა მოუპოვა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „El juego del ahorcado“- „სახრჩობელას ჯალათი“ კლარა ლაგოსა დაალვარო სერვანტესთან ერთად. 2009 წელს ადრიანა გადაიღეს რეჟისორ სალვადორ გარსია ლუისის ფილმში „Castillos de cartón“ - „მუყაოს ციხეები“. 2011 წელს მსახიობ უგო ვილასთან ერთად თამაშობს კომედიაში „Lo contrario al amor“ - „სიყვარულის საპირისპიროდ“ და ტრილერში „Lo mejor de Eva „ -„ევას იმპულსი“ მსახიობ ანხელ სილვესტერთან ერთად.

2013 წელს ეკრანებზე გამოდის სერიალი „ბედის ძაფები“, მინი-სერიალი „მოპარული ბავშვები“ და ფილმი „აალება“, რომლებშიც ადრიანა უგარტე მთავარ როლებს ასრულებს.

ესპანურ წყაროებში მსახიობის პირადზე ინფორმაცია არ მოიპოვება. მოარული ხმები დადის მხოლოდ, რომ ადრიანა მსახიობ ალექს გონსალესს ეკურკურებაო, რომელიც მისი პარტნიორი იყო ფილმში „აალება“.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
2013 - Combustión - არის როლი.
2011 - Lo mejor de Eva - მარტა.
2011 - Lo contrario al amor - მერსე.
2009 - Castillos de cartón - მარია ხოსე.
2008 - El juego del ahorcado - ოლგა.
2008 - Estocolmo - სოლი.
2006 - Cabeza de perro - კონსუელო.
2003 - El secreto del héрое - ოლივია.
2002 - Diminutos del calvario - დონსელია.
2002 - Mala espina - სარა.

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა: 
2013 - El tiempo entre костурас -სირა კიროგა.
2013 - Niños ровадос - სუსანა. 
2011 - Hospital Централ - ნატალია.
2008 - 2010 - La señура - ვიქტორია მარკეს დე ლა ვეგა. 
2006 - Mesa para кинцо - ხულია. 
2006 - El comisario - ეპიზოდური როლი.
2003 - El пантано - გოგონა სპირიტული სეანსებისთვის.
2002 - 2007 - Hospital Централ - ადრიანამადინა ნერეია.
2002 - Policías, en el corazón de la калле - ოლგა მთვარე.
1999-2009 - El comisario.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.