დამატება

აიტანა სანჩეს-ხიხონი / Aitana Sanchez-Gijon

10.06.2016 - 10:32
ბიოგაფია: აიტანა სანჩეს-ხიხონი / Aitana Sanchez-Gijon

დაბადების სახელი: აიტანა სანჩეს-ხიხონ დე

დაბადების თარიღი: 1968 წლის5 ნოემბერი

დაბადების ადგილი: რომი, იტალია

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 1986 წლიდან - დღემდე

ზოდიაქო: მორიელი

სიმაღლე: 166 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აიტანა 1968 წლის 5 ნოემბერს დაიბადა რომში. არის იტალიისა და ესპანეთის მოქალაქე. მამამისი - ანხელ მარტინეს სანჩეს-ხიხონი (1934 - 2007) ესპანელი იყო, ისტორიის პროფესორი და მთარგმნელი. დედა - ფიორელა დე ანჯელისი იტალიელი გახლავთ, მათემატიკურ მეცნიერებათა პროფესორი. ჰყავს უმცროსი ძმა ელოი, რომელიც მუსიკოსია. 16 წლის იყო ტელევიზიაში რომ გადაიღეს. შემდეგ პატარ-პატარა როლებს ასრულებდა თეატრში. 1986 წელს დიდ ეკრანზე სადებიუტო როლით გამოჩნდა ესპანურ მხატვრულ ფილმში „Romanza final“- „ბოლო რომანსი“.

1988 წელს ითამაშა მხტვრულ ფილმში „Vientos de colera“ - „ქოლერის ქარი“ და მარია დე ლა სოტას როლი შეასრულა, რამაც მურსში ჩატარებულ ყოველკვირეულ კონკურსში „ქალის საუკეთესო როლი“, Paco Rabal-ის პრემია მოუპოვა. 1998—2002 წლებში „Academia de las Artes y las Ciencias Cinematográficas de España“ - ესპანეთის კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი იყო.

1999 წელს სან სებასტიანში ჩატარებულ კინოფესტივალზე, რეჟისორ ბიგას ლუნის მიერ გადაღებულ ფრანკო-ესპანურ ფილმში „Volaverunt“ ჰერცოგინია ალბას როლის შესრულებისთვის, როგორც „საუკეთესი მსახიობი ქალი“, ვერცხლის შელით დააჯილდოვეს.

ამას გარდა, სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს სხვადასხვა თეატრალური და კინო პრემიები: 1989 წელს - ფრანსისკო რაბალის პრემია კინო-ფილმში „El mar y el tiempo“ – „ზღვა და ამინდი“, მერის როლის შესრულებისთვის.

1998 წელს ნიუ-იორკში АСЕ-ს პრემია ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში „პირისპირ“.

2005 წელს „ქალის საუკეთესო როლის“ შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში „El maquinista“ – „მემანქანე“.

პირადი: 2002 წლის სექტემბერში აიტანა ცოლად გაჰყვა არგენტინელ მხატვარსა და სკულპტორს Papin Luccadane - პაპინა ლუკადანეს, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

Maktub (2011)

La escarcha (The frost) (2009)

Hablame de amor (2008)

Oviedo Express (2007)

La carta esferica (2007)

Bosque de sombras (2006)

Animales heridos (2006)

El maquinista (2004)

La puta y la ballena (2004)

No tengo miedo (2002) Mi dulce (2001)

Hombres felices (2001)

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა:

Galerías Vélvet (2014)

La viuda valenciana (2010)

Los 80 (2004)

Carta mortal (2003) 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.