ბიოგრაფია

ალესანდრა ამბროსიო / Alessandra Ambrosio ბოიგრაფია

27.09.2016 სხვა ქვეყნების მსახიობები 905 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   ალესანდრა კარინე მაროა ამბროსიო         
დაბადების თარიღი: 11 აპრილი, 1981 წელი
დაბადების ადგილი: ერექსიმი, რიო გრანდე დო სული, რაზილია
პროფესია:  მსახიობი,  მოდელი
კარიერა: 2004 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 176 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ალესანდრა ამროსიო ბრაზილიელი მოდელი და მსახიობია. იგი იტალიურ-პოლონური წარმოშობისაა. დაიბადა 1981 წლის 11 აპრილს პატარა ქალაქ ერეშიმში, ბრაზილიის სამხრეთით. მისი მშობლები ავტოგასამართი სადგურების მფლობელები არიან. ალესანდრა რვა წლის იყო, როცა მოდელობა გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კარენ მალდერის სურათი იხილა რომელიღაც ჟურნალის ყდაზე. მან სამოდელო სააგენტოში დაიწყო მომზადება და 14 წლის ასაკში, ბრაზილიელ მოდელთა კონკურსზე, ფინალისტთა ოცეულში შევიდა. მიუხედავად ამისა, ალესანდრა ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი დიდი ყურებით და ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. 2006 წელს გოგონამ მონაწილეობა მიიღო ტაირი ბენკსის შოუში. ალესანდრამ აღიარა, რომ ყურების პლასტიური ოპერაცია მისთვის ძალიან დისკომფორტული აღმოჩნდა და აწი არასოდეს მიმართავს სხეულის რომელიმე ნაწილის კორექციას.

რაც შეეხება მის მსახიობობას, იგი ეკრანზე პირველად ტელევიზიიდა გამოჩნდა. ტავისი გარეგნობის წყალობით, ალესანდრა სატელევიზიო პროექტებში მიიწვიეს ეპიზოდური როლების შესასრულებლად. მათ შორის  HBO - არხზე. მონაწილეობდა აგრეთვეკრეიგ კილბორნის მეტად პოპულარულ შოუში. შემდეგ კი სერიალების გადაღებებში გადაინაცვლა.
2006 წელს, მას როგორც მსახიობს როლი შესთავაზეს იმ დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმში "Casino Royale" - "კაზინო როიალი".
ამბროსიოს დებიუტი ბრაზილიურ ტელენოველაშიც შედგა. მან ითამაშა სერიალში "შეშმარიტების საიდუმლო" - "erdades Secretas", რომლის პრემიერაც 2015 წელს შედგა Rede Globo - ში. სერიალში მან ყოფილი ტოპ-მოდელის, სამის როლი შეასრულა. ამის შემდეგ ალესანდრა, "კუ-ნინძებში" -  Teenage Mutant Ninja Turtles გამოჩნდა. 

პ ი რ ა დ ი: ალესანდრას ყავისფერი თმა და თვალები აქვს. ცნობილ ბიზნესმენ, ჯეიმი მაზუაროსთან ქორწინებაში, მან ქალ-ვაჟი შვა. გოგონა - ანა ლუიზა 2008 წლის 24 აგვისტოს და ვაჟი - ნოა ფენიქსი 2012 წლის 7 მაისს. როცა ალესანდრა პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, ჟიზელ ბუნდჰენმა თავისი ოთახი დაუთმო, ადრიანა ლიმა კი, ინგლისური ენის შესწავლასი დაეხმარა. როგორც თავად ამბობს, იმ დროს, საერთოდ არ ჰქონდა თავისიანების ნახვის საშუალება, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში გადაფრენებით იყო დაკავებული.
ამჟამად, უფრო თავისუფალია და ხშირად დადის ბრაზილიაში მშობლებთან და თავისი სამშობლო ყველაზე ლამაზ ქვეყანად მიაჩნია დედამიწის ზურგზე. მისი საუკეთესო მეგობარი ანა ბეატრის ბაროსია, რომელიც წარმოშობით, ასევე ბრაზილიელია. იგი ძალიან ზრუნავს საკუთარი ფიგურის მოვლაზე. დაკავებულია ე.წ. "პატრიოტული" ვარჯიშებით, რაც სამბას, კაპოერისა და აერობიკის ნაზავს წარმოადგენს. მას მომხიბვლელობა ჯერ არ დაუკარგავს და კვლავ მამაკაცთა სასურველ ქალს წარმოადგენს. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
2015 - Daddy's Home    
2016 - Teenage Mutant Ninja Turtles: Out of the Shadows

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2004 - The Late Late Show    
2005 - 06    - The Tyra Banks Show
2005 - Project Runway    
2006 - Late Night with Conan O'Brien    
2007 - Entourage    
2007 - How I Met Your Mother        
2010 - Gossip Girl    
2013 - America's Next Top Model    
2014 - New Girl    
2015 - Australia's Next Top Model    
2015 - Verdades Secretas

 

ბოიგრაფია, ალესანდრა, Ambrosio, ამბროსიო, alessandra
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...